რა ლოცვა უნდა წარმოთქვათ ნიკოლოზობას - წმინდანი, რომელიც სანტა კლაუსად იქცა

image
  • 2 544
ნიკოლოზობა წელიწადში ორჯერ აღინიშნება. 19 დეკემბერს წმიდა ნიკოლოზის ხსენების, 22 მაისს კი მისი წმიდა ნაწილების მირონიდან ბარში გადასვენების დღეა. წმიდა ნიკოლოზის ცხოვრება სასწაულებითა აღსავსეა.
ქართველ ხალხში წმიდა ნიკოლოზი დიდი სიყვარულითა და პატივისცემით სარგებლობს. საქართველოში მის სახელზე აგებულია მრავალი ტაძარი.

ბევრმა არ იცისი, რომ უკვე მსოფლიოში ყველასთვის ცნობილი, ბავშვების საყვარელი სანტა კლაუსი სწორედ წმინდა ნიკოლოზს ნიშნავს. სანტა კლაუსი (ინგლ. შანტა ჩლაუს), ანუ წმინდა ნიკოლასი, გვიან ჩრდილოეთ ამერიკულ და ევროპულ ტრადიციებში შობაზე ბავშვებს საჩუქრებით ახარებს. სიტყვა სანტა-კლაუსი წარმოიშვა წმ. ნიკოლოზის ჰოლანდიური ტრანსკრიპციისაგან. წმინდა ნიკოლოზის ხსენების დღე კათოლიურ სამყაროში 6 დეკემბერია.
loading...
წმიდა მღვდელმთავარ ნიკოლოზის ტროპარი:
"კანონად სარწმუნოებისა და ხატად სიმშვიდისა, და მოძღვრად მარხვისა გყო შენ ქრისტემან, სამწყსოსა შენისათვის ჭეშმარიტებით, ამისთვისცა მოიგე სიმდაბლითა სიმაღლე და სიგლახაკითა სიმდიდრე, წმიდაო მღვდელთმთავარო ნიკოლოზ, ევედრე ქრისტესა ღმერთსა შეწყალებად სულთა ჩვენთათვის."

კონდაკი:
მირონით გამო, წმიდაო, მსხვერპლის შემწირველად გამოსჩნდი, რამეთუ შენ ქრისტეს სახიერებაჲ აღასრულე, და დასდევ სული შენი ერისა მისთვის შენისა, და იხსენ უბრალონი სიკვდილისაგან, ამისთვისცა წმიდა იქმენ შენ, დიდი მესაიდუმლე მადლისა ღმრთისა.

 

loading...