“საჭმელი შეუკვეთა და მათთან ერთად მიირთვა” – რა მოხდა რესპუბლიკის მოედანზე, სადაც ნაძვის ხე დადგეს (ფოტოები)

image
  • 3 786
სოციალური ქსელის მომხმარებელი, ზაქარია ჭელიძე თბილისის მერის, კახა კალაძის შესახებ წერს, რომელიც რესპუბლიკის მოედანზე ნაძვის ხის აწყობისას მიუსაფარ ბავშვებს საკვებით გაუმასპინძლდა.
“გილოცავთ ნიკოლოზობას!
ახლა მოგიყვებით ისტორიას, რომელსაც დღეს შევესწარი.
თბილისის მერია / Tbilisi City Hall საახალწლოდ ალამაზებს ქუჩებს. მე, როცა დრო მაქვს, ვცდილობ გადავიღო.
საღამოს წავედი ჩემი მეგობრის სანახავად, რესპუბლიკის მოედანზე აწყობენ ნაძვის ხეს.
იქვე მოვიდნენ ქუჩაში მცხოვრები ბავშვები და თითოელი იქ მყოფი ცდილობდა რაღაცით გაებედნიერებინა ისინი. ამ დროს მოვიდა თბილისის მერი, კახი კალაძე.
კახი ესაუბრა ბავშვებს, შემდეგ საჭმელი შეუკვეთა მათთვის და თანამშრომლებისთვის და იქვე, მათთან ერთად მიირთვა.
ამ ისტორიაში არაფერია განსაკუთრებული, გარდა დამოკიდებულებისა. ბევრი გაიფიქრებს – აბა რა უნდა ექნაო?! მაგრამ ბევრ ფაქტს შევსწრებივარ, როცა არ გაუკეთებიათ, არც უფიქრიათ, არც შეუხედავთ ზედ არანაკლები თანხის თუ თანამდებობის მქონე ადამიანებს.
ვინც მიცნობთ, იცით ჩემი დამოკიდებულება ქუჩაში მცხოვრები ბავშვების მიმართ. ეს ფაქტი ძალიან მომხვდა გულზე და გამიხარდა.
მეგობრობა გადაგვარჩენს, გვერდში დგომა, გაგება და სწორი ადამიანური დამოკიდებულება.
რაც მთავარია, თითოეულ იქ მომუშავე ადამიანს მადლობა, ნიკოლოზობას ასეთი დადებითი იმპულსები რომ მაჩუქეთ.
ბევრს აქვს თანამდებობა, მაგრამ გული?
ბევრს აქვს ფული, მაგრამ გული?
ბევრს აქვს გული, მაგრამ სიკეთის კეთების უნარი?
ასე რომ, გვიყვარდეს ერთმანეთი.
იმედია, გადმოვეცი ჩემი ემოცია სიტყვებით ან ფოტოებით”,- წერს ზაქარია.
loading...







 

 

loading...