სამედიცინო ნიღაბს, საზოგადოების 90%, არასწორად იყენებს! - "ქუჩაში, დამცავი ნიღბის ტარება, სასურველი არ არის"

image
  • 4 246
სამედიცინო ნიღაბი, ყველას გვინახავს და ვიცით, რომ მისი დანიშნულება, ჩვენი ორგანიზმის მიკრობებისა და ბაქტერიებისგან დაცვაა, თუმცა, ნიღბის არასწორმა გამოყენებამ შესაძლოა, დასნებოვნების რისკი, შემცირების ნაცვლად, გაზარდოს!

საინფორმაციო პორტალი "greatpicture.ru"-ს ინფორმაციით, თუ ნიღბის თეთრი მხარე, თქვენი სახისკენაა მოქცეული და ცისფერი გარეთაა, ამით აჩვენებთ, რომ ავად ხართ და საკუთარი მიკრობებისგან გარშემომყოფებს იცავთ.  თუ ნიღაბის ცისფერი მხარე, თქვენი სახისკენაა მოქცეული და თეთრი მხარე გარეთაა, ჯანმრთელი ბრძანდებით და ცდილობთ, გარშემომყოფთა ინფექციებისგან, თავი დაიცვათ.

სამედიცინო ნიღბის ცისფერი მხარე, ადამიანის სასუნთქ გზებსა და საყლაპავ მილს დასნებოვნებული ადამიანის მიერ, დაცემინების დროს გამოყოფილი ლორწოს, წვეთებისგან იცავს; ხოლო სამედიცინო ნიღბის თეთრი მხარე ფილტრია, რომელიც მიკრობებისთვის, ბარიერის როლს ასრულებს.
loading...
ამიტომ, ჯანმრთელმა ადამიანმა, სამედიცინო ნიღბის ცისფერი მხარე, ყოველთვის სახისკენ უნდა მოაქციოს.  

ნიღბის გაკეთების წინ, სასურველია, ხელების საპნით დაბანა და რა თქმა უნდა, ერთი ნიღაბი, მხოლოდ ერთმა ადამიანმა უნდა გამოიყენოს.

გახსოვდეთ - ერთჯერადი ნიღბის გამოყენების ვადა, 1-2 საათია! ნიღაბი, მჭიდროდ უნდა ეკვროდეს სახეს და პირთან ერთად, ცხვირსაც ფარავდეს. გამოყენებულ ნიღაბთან შეხების შემდეგ, ხელები საპნით უნდა დაიბანოთ.

ქუჩაში ნიღბის ტარება, სასურველი არ არის.  ნიღბით, თავი უნდა დაიცვათ დახურულ სივრცეში, სადაც დასნებოვნებული ადამიანია, ან ადამიანთა თავშეყრის ადგილებში.

ეპიდემიოლოგების კვლევის თანახმად, დამცავი ნიღბის გამოყენება და ხელების ხშირი ბანა, გრიპით დაავადების რისკს, 50%-ით ამცირებს.

loading...