საზარელი ავარია დუშეთში, გარდაცვლილია 1 ადამიანი არიან დაშავებულებიც

image
  • 1 690
მსხვერპლით დასრულდა მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზაზე მომხდარი ავარია. თვითმხილველთა ინფორმაციით, ერთმანეთს მსუბუქი და სატვირთო ავტომობილები შეეჯახნენ.

ავარიის შედეგად მსუბუქი ავტომობილის მძღოლი გარდაიცვალა, რომელიც რუსეთის მოქალაქე იყო.
loading...
შეჯახების შედეგად დაშავდა სომხეთის 4 მოქალაქე, მათ შორის, 2 წლის ბავშვია.


გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

 

loading...