რა უნდა გააკეთოთ ახალი წლის ღამეს ზოდიაქოს ნიშნების მიხედვით?

image
  • 4 391
1. ვერძი - წადით კლუბში და ბევრი იცეკვეთ. ეს ყველაზე მეტად გაგაბედნიერებთ. ადამიანებთან ურთიერთობა, გლამურული წვეულება, ალკოჰოლი, ხმაურიანი მუსიკა - ეს ის არის, რაც გჭირდებათ.

2. კურო - სახლში დარჩით და მოამზადეთ რაიმე გემრიელი. საჭმლის მომზადება და საკუთარი ხელით გაკეთებული შედევრის მირთმევა თქვენთვის ნამდვილი ნეტარებაა. შეგიძლიათ დაპატიჟოთ მეგობრები, ან საყვარელი ადამიანი და მათთან ერთად დააგემოვნოთ სააალწლო კერძი.

3. ტყუპები - კარგი იქნება, თუ რაიმე კულტურულ ღონისძიებას დაესწრებით, ან წახვალთ კინოთეატრში და სასურველ ფილმს უყურებთ. სადღეგრძელოები და საახალწლო წვეულებები არ გხიბლავთ.

4. კირჩხიბი - დარჩით სახლში და უყურეთ საოჯახო, საახალწლო კომედიებს ოჯახის წევრებთან, ან მეგობრებთან ერთად. ამით ყველაზე დიდ სიამოვნებას მიიღებთ.

5. ლომი - მოაწყვეთ წვეულება, ან წადით მეგობართან წვეულებაზე, ისე უნდა გამოიყურებოდეთ, რომ ყველას ყურადღება თქვენკენ იყოს მოპყრობილი. მხოლოდ ამ შემთხვევაში იპოვნით ახალ წელს ბედნიერებასა და ჰარმონიას.

6. ქალწული - თქვენ დასვენება გჭირდებათ. თანაც დიდად არ გიყვართ ხმაურიანი წვეულებები. ამიტომაც დარჩით სახლში და უყურეთ საახალწლო ტელეშოუებს.

7. სასწორი
- შესაძლოა, სხვა ზოდიაქოს ნიშნის ადამიანებს სასაცილოდ მოეჩვენოთ, მაგრამ საუკეთესო გადაწყვეტილება იქნება, თუ ახალ წელს დაწერთ დღიურს, დაკავდებით მედიტაციით, განიტვირთებით სურნელოვანი სანთლების შუქზე. დაფიქრდებით წარსულზე და დასახავთ სამომავლო გეგმებს.
loading...
8. მორიელი - დარწმუნებულები ვართ, რომ არაერთ წვეულებაზე ხართ მიწვეული. ჯერ სახლში აღნიშნეთ ახალი წელი და შემდეგ ეწვიეთ აბსოლუტურად ყველა წვეულებას, სადაც დაგპატიჟეს, გაერთეთ, იმხიარულეთ. ნახავთ, რომ ყველაზე შთამბეჭდავი თავგადასავალი სწორედ თქვენ გადაგხდებათ თავს.

9. მშვილდოსანი - თქვენ მოგზაურობა განიჭებთ ყველაზე დიდ სიამოვნებას. ვიცით, რომ ახალ წლამდე არც ისე დიდი დრო დარჩა, მაგრამ მშვილდს შეუძლია დაუვიწყარი მოგზაურობა ერთ დღეშიც დაგეგმოს. ასე რომ, გააკეთეთ ეს. გვერწმუნეთ, ყველაზე ბედნიერი ადამიანი იქნებით მსოფლიოში.

10. თხის რქა - თქვენთვის ახალი წელი ფეიერვერკთან ასოცირდება. ძალიან გიყვართ ახალი წლის ღამეს ფეიერვერკის ყურება. ასე რომ შეგიძლიათ მოიწყოთ პიკნიკი, წაიღოთ სასმელი და წახვიდეთ ისეთ ადგილას, საიდანაც ფეიერვერკი ყველაზე კარგად ჩანს.

11. მერწყული - ახალი წლის ღამეს საყვარელ ადამიანთან ერთად სასეირნოდ წადით. თუ მარტოხელა ხართ, ნუ იტყვით უარს ქუჩების მარტო შემოვლაზე. შესაძლოა, სწორედ ამ დროს მოხდეს ჯადოსნური რამ და ნამდვილი სიყვარული იპოვნოთ.

12. თევზები - ახალი წლის ღამეს ზამთრის კურორტს ესტუმრეთ. ეს ყველაზე რომანტიკული და დაუვიწყარი ღამე იქნება თქვენს ცხოვრებაში.

 

loading...