ცვლილებები, რომლებიც 2019 წლიდან ამოქმედდება და გავლენას იქონიებს ჩვენ ყოველდღიურ ცხოვრებაზე

image
  • 5 935
1 იანვრიდან მოსახლეობას ტარიფები უძვირდება

1 იანვრიდან მოსახლეობას დენისა და წყლის ტარიფები უძვირდება. აღნიშნული შესახებ გადაწყვეტილება წყალმომარაგებისა და კომუნიკაციების კომისიამ რამდენიმე დღის წინ, წინასაახალწლო პერიოდში მიიღო. ასევე იანვრიდან თბილისის მოსახლეობის ნაწილს გაზიც გაუძვირდება. კერძოდ, ბუნებრივი აირის ტარიფი 5 თეთრით გაეზრდება დიდი დიღმისა და ვარკეთილის ხუთი მიკრორაიონის (I, II, III, III ა, IV ა) მაცხოვრებლებს.

2018 წლის 1 იანვრიდან ტექდათვალიერება ამოქმედდება

2018 წლის 1-ელი იანვრიდან პერიოდული ტექნიკური ინსპექტირება ამოქმედდება. თუმცა, რეფორმა მხოლოდ 8 ან მეტ ადგილიან სამგზავრო და 3,5 ტონის ზემოთ სატვირთო ავტომობილებს შეეხება. ავტომობილების ტექნიკური ინსპექტირება ქვეყანაში ეტაპობრივად განხორციელდება. ინსპექტირებას კი საქართველოს მთელი ავტოპარკი მომდევნო ორი წლის განმავლობაში - 2019 წლის ბოლომდე გაივლის.

2018 წელს მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდა ქუჩაში ჩატარდება

2018 წლის 1-ლი ნახევრიდან მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის ჩატარება მოქალაქეებს ქუჩებში მოუწევთ. ამ ეტაპზე კონკრეტული ქუჩები ცნობილი არ არის, თუმცა, შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, პრაქტიკული გამოცდა დედაქალაქის ქუჩებში არ ჩატარდება. ამასთან, აღსანიშნავია, რომ მოქალაქეებმა, რომლებსაც 2006 წლის 1-ელ აპრილამდე გაცემული მართვის მოწმობები აქვთ, მათი გამოცვლა 2018 წლის 1-ელ აპრილამდე უნდა მოასწრონ.

ავტომობილებზე ქონების გადასახადი 2018 წლიდან ამოქმედდება

ავტომობილებზე ქონების გადასახადის გადახდა 2018 წლიდან დაიწყება. გადასახადის გადახდის ვალდებულება 40 ათას ლარზე მეტი წლიური შემოსავლის მქონე ოჯახებს შეეხება, რომელთაც ქონების დეკლარირება 2017 წლის შემოსავლების მიხედვით 2018 წლის 1 ნოემბრამდე მოუწევთ.

აღსანიშნავია, რომ გადასახადის წლიური განაკვეთი, გადამხდელის ოჯახის მიერ საგადასახადო წლის განმავლობაში მიღებული შემოსავლების მიხედვით არის დიფერენცირებული. კერძოდ, 40 ათასიდან 100 ათას ლარამდე შემოსავლის მქონე ოჯახებისთვის ავტომობილის ღირებულების არანაკლებ 0.05% და არა უმეტესს 0.2% იქნება გადასახდელი, ხოლო 100 000 ლარის ან მეტი შემოსავლის მქონე ოჯახებისათვის ავტომობილის ღირებულების არანაკლებ 0.8% და არა უმეტეს 1%.
loading...
1 იანვრიდან არაიდენტიფიცირებული პირუტყვი სასაკლაოზე აღარ დაიკვლება

2018 წლის 1-ელი იანვრიდან ამოქმედდება ახალი რეგულაცია, რომლის მიხედვითაც სავალდებულოა სასაკლაოზე მიყვანილი პირუტყვი იდენტიფიცირებული იყოს და საყურე ნიშანი ჰქონდეს. სურსათის ეროვნული სააგენტოს ცნობით, არაიდენტიფიცირებული პირუტყვი სასაკლოზე აღარ დაიკვლება.

იანვრიდან სამედიცინო დაწესებულებები ვალდებული იქნებიან პაციენტებს ელექტრონული რეცეპტები გამოუწერონ

2018 წლიდან ელექტრონული რეცეპტებზე გადასვლა სავალდებულო ხდება. ჯანდაცვის სამინისტრო ხელშეკრულებას მხოლოდ იმ სამედიცინო დაწესებულებებთან გააფორმებს, რომლებიც ელექტრონულ სისტემაში ჩაერთვებიან.

აღსანიშნავია, რომ ფორმა №3-ის ელექტრონული ვერსია პირველ ეტაპზე, 2018 წლის იანვრიდან, მხოლოდ თბილისის მასშტაბით განხორციელდება, შემდეგ კი მთელ საქართველოს მოიცავს.

ტაქსების, მიკროავტობუსებისა და ავტობუსების მოძრაობის რეგულირებასთან დაკავშირებით ცვლილებები იგეგმება

ტაქსების, მიკროავტობუსებისა და ავტობუსების მოძრაობის რეგულირებასთან დაკავშირებით თბილისის მერია ცვლილებებს გეგმავს. ტაქსებისა და M1 კატეგორიის სატრანსპორტო საშუალებების (მიკროავტობუსი, ავტობუსი) რეგულირების გეგმასთან დაკავშირებით, დეტალები 2018 წლის დასაწყისში გახდება ცნობილი. აღსანიშნავია ასევე ისიც, რომ 2018 წლის თებერვლის ბოლოდან პირველ ეტაპზე, დედაქალაქის 14 ქუჩაზე ყვითელი სამარშრუტო ტაქსები მხოლოდ გაჩერებებზე გაჩერდებიან.

2018 წლიდან სათამაშოების უსაფრთხოებას კანონი დაარეგულირებს

ეკონომიკის სამინისტრო შესაბამის უწყებებთან ერთად, სათამაშოების უსაფრთხოების შესახებ კანონპროექტზე მუშაობს.

ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების თანახმად, სათამაშოების უსაფრთხოებასთან დაკავშირებით საქართველოს კანონმდებლობა ევროპისას უნდა დაუახლოვდეს. ევროდირექტივის შესაბამისად, კანონმდებლობა 2019 წლიდან უნდა ამოქმედდეს. თუმცა, შესაბამისი კანონპროექტის პირვანდელ ვერსიაზე მუშაობა, ფაქტობრივად, დასრულებულია და ეკონომიკის სამინისტროს ცნობით, მისი ამოქმედება შესაძლოა უკვე 2018 წლიდან მოხდეს.

 

loading...