რა ელით ზოდიაქოს ნიშნებს 2019 წელს -ვინ იქნება ყველაზე იღბლიანი?

image
  • 9 754
წარმოგიდგენთ 2019 წლის ჰოროსკოპს თითოეული ნიშნისთვის. სტატია შედგენილია ასტროლოგი ანჟელა პერლის პროგნოზის მიხედვით.

ვერძი:

გამარჯვების და მიღწევების წელიწადია, უარის თქმის მიზეზი არ გექნებათ, ყველაფერი გამოგივათ, ახალი სიმაღლეების დაპყრობის წელიწადია, კარიერული წინსვლის. 2019 წლის განმავლობაში 3 დაბნელება თქვენს მეათე სახლში მოხდება, რაც თქვენს კარიერულ სტატუსზე აისახება. შესაძლოა პროფესია გამოიცვალოთ. ცვლილებები 6 იანვრიდან დაიწყება. მოსალოდნელია ახალი თანამდებობები, დაწინაურება და აკადემიური წინსვლა. ეს იქნება მოულოდნელი ფინანსების, სწრაფი შემოსავლების წელი. 2019 წელს ვერძებმა შესაძლოა საცხოვრებელი ადგილიც შეიცვალონ. მოსალოდნელია ოჯახში ახალი წევრის შეძენა. უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხები ივლისის თვეში გადაწყდება. 2019 წელს ვერძები თავს დააღწევენ არაჯანსაღ სასიყვარულო ურთიერთობებს.

კურო:

მარსი, აქტიურობისა და მოქმედების პლანეტა თქვენს მე-12 სახლში შედის. ეს ნიშნავს, რომ თქვენ მთელს ენერგიას საკუთარ თავს დაუთმობთ, შესაძლოა გაემგზავროთ დასასვენებლად, დაიკლოთ წონაში, დაიწყოთ მედიტაცია, იოგა, დაინტერესდეთ ეზოთერიკითა და ასტროლოგიით. ეს იქნება მოგზაურობის, ახალი ნაცნობების, ინფორმაციის და განათლების მიღების წელი. შეიძლება შეიცვალოს თქვენი მენტალიტეტი, რელიგია, რწმენა. გაითვალისწინეთ, რომ თუკი სასამართლო პროცესს წამოიწყებთ, ეს შესაძლოა 2020 წლის ზაფხულამდე გაგრძელდეს. უძრავი ქონების გაყიდვას თუ აპირებთ, ამისთვის საუკეთესო დრო იანვრის ბოლო კვირაა. მარტიდან კი შეიძლება გათავისუფლდეთ ვალდებულებებისგან, წამოხვიდეთ არასასურველი სამსახურიდან, გაგიჩნდეთ პროგრესული იდეები, ინოვაციები. კარგი იქნება ონლაინ ბიზნესის წამოწყება. მოსალოდნელია თქვენს ცხოვრებაში გამოჩნდეს ბიზნეს პარტნიორიც, რომელიც დაგაფინანსებთ. 2019 წელს ბევრად ახალგაზრდული და თამამი სტილი გექნებათ.

ტყუპები:

ეს თქვენთვის სოციალურად აქტიური წელი იქნება. უამრავი შეხვედრა და ახალი ნაცნობები გელით წინ. აუცილებლად შეხვდებით თქვენს მეორე ნახევარს. მოსალოდნელია ქორწინება, ასევე შვილის შეძენა. დალაგდება სასიყვარულო ურთიერთობები. თუ ბიზნესი გაქვთ, აუცილებლად მომრავლდებიან მომხმარებლები, გააფართოვებთ წარმოებას. წარმატებული წელია კომერციული წინსვლისთვის. 2019 ტყუპებისთვის ფინანსური თვალსაზრისით ძალიან მნიშვნელოვანი წელია. შესაძლებელია კონტაქტები უცხოელ პარტნიორებთან. იანვარში, ივლისსა და დეკემბერში მნიშვნელოვანი ცვლილებები იქნება თქვენს შემოსავლებში. გაგიჩნდებათ ფულის კეთების ახალი იდეა, შეიძლება შეიცვალოთ სამსახური, ნახოთ დამატებითი შემოსავლის წყარო, მოსალოდნელია მემკვიდრეობის მიღება და წარმატებული ბიზნეს იდეები. თუ მანქანის შეძენას ან გაყიდვას აპირებთ, უმჯობესია თუ ამას 21 იანვარს გააკეთებთ.

კირჩხიბი:

სურვილების ახდენის , ცვლილებების და ტრანსფორმაციების წელია თქვენთვის. მოგეცემათ ახალი ცხოვრების დაწყების შანსი. ასეთი წელი იშვიათია. 2019-ში 4 დაბნელება თქვენთვის ქორწინებისა და ურთიერთობების სახლებზე გაივლის. ამიტომ ეს წელიც, სწორედ ამ მიმართულებით იქნება მნიშვნელოვანი. ურთიერთობების, სიყვარულის, ქორწინების და პარტნიორობის წელი გელით. თუ საყვარელ ადამიანზე დაქორწინებაზე ოცნებობთ, ეს აუცილებლად მოხდება. თუ თქვენი სასიყვარულო ურთიერთობა ჩიხშია შესული, მაშინ მას აუცილებლად დაასრულებთ და ახალ სიყვარულს გაიცნობთ. ეს ივლისის თვეშია მოსალოდნელი. უამრავი შესაძლებლობა გექნებათ ახალი ურთიერთობების წამოწყების და აუცილებლად გაგიმართლებთ. თქვენს პირად ცხოვრებაში ჰარმონია დაისადგურებს. მარტიდან კი შესაძლოა იმოგზაუროთ ან სხვა ქვეყანაში წახვიდეთ სასწავლებლად. ივლისში ფინანსური საკითხების მოგვარებას დაიწყებთ, დამატებით შემოსავლის წყაროს იპოვით, თუმცა ის დროებითი იქნება. ივლისში მოერიდეთ რაიმეს შეძენას.

ლომი:

2019 წელი ლომებისთვის შედარებით წყნარი იქნება. თუ ჯერ კიდევ არ გიპოვიათ მეორე ნახევარი, მაშინ ამის შანსი წელს კიდევ ერთხელ მოგეცემათ. ამ მხრივ განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იქნება იანვარი. სწორედ ამ თვეშია მოსალოდნელი ახალი შეყვარებულის, მომავალი მეუღლის გაცნობა; ასევე დიდი ხნის ნანატრი ხელშეკრულების გაფორმება, მომხმარებლების მოზიდვა. თუ სასამართლო პროცესი გაქვთ ან განქორწინებას ცდილობთ, ეს ყველაფერი 21 იანვრიდან დასრულდება და ახალ ცხოვრებას დაიწყებთ. მოსალოდნელია ახალი კარიერის წამოწყება. ახალი სამსახური და საერთოდაც ახალი პროფესიის შესწავლაა შესაძლებელი. ან საჯარო სამსახურიდან წამოხვალთ და კერძო ბიზნესს წამოიწყებთ. ამ სფეროში ცვლილებები იანვრის, ივლისის და დეკემბრის თვეებშია მოსალოდნელი. 2019 წელს შესაძლოა სხვა ქვეყანაში წახვიდეთ საცხოვრებლად ან სამუშაოდ გადახვიდეთ შორეულ ქვეყანაში. თუ ვიზას ელოდებით, მას ივლისში აუცილებლად მოგცემენ.
loading...
ქალწული:

თვითგამოხატვის და თვითგამომჟღავნების წელია, საკუთარი შემოქმედებით, შვილების ან თუნდაც ბიზნესის გზით. თქვენს შემთხვევაში 4 დაბნელება მე-5 და მე-11 სახლებზე გაივლის. ეს სოციალურად აქტიური პერიოდია, დასრუდლება თქვენი იზოლაცია, მარტოობა  და აუცილებლად გამოჩნდებით საზოგადოებაში. აქამდე თუ ძალიან შეზღუდულები იყავით, მაგალითად სამსახურიდან სახლში მიდიოდით ან მხოლოდ სამუშოს უთმობდით დროს, ან ბავშვს უვლიდით სახლში და მეგობრებსაც ვერ ნახულობდით, ეს პერიოდი დასრულდება. ვინც ბავშვის გაჩენას გეგმავთ, შვილი აუცილებლად გეყოლებათ წელს. თქვენს ცხოვრებაში შემოვა ბავშვი, ან ნათლია გახდებით, ან თუნდაც შვილიშვილი შეგეძინებათ. მოსალოდნელია საბავშვო გასართობი ცენტრის ან ბავშვებთან დაკავშირებული ბიზნესის წამოწყება. 2019 წელი თქვენ შეხვედრებს და სიყვარულს მოგიტანს. სასიყვარულო სფეროში ცვლილებებია მოსალოდნელი; ისინი ახალ, უფრო სერიოზულ ეტაპზე გადავა, შესაძლოა განშორებაც და საიდუმლოებების გამჟღავნებაც.  თუკი შემოქმედებითი ადამიანი ხართ, მხატვარი ან მსახიობი, ეს წელი განსაკუთრებით წარმატებული იქნება. თუ მღერით ან ცეკვავთ, აუცილებლად მიიღეთ მონაწილეობა კონკურსებში.

სასწორი:

მარსი 2 იანვრიდან თქვენს მე-7 სახლში შევიდა, რაც თქვენს ურთიერთობებზე და სიყვარულზე აისახება. გაბედავთ იმ ადამიანის გაცნობას, ვინც დიდი ხანი მოგწონდათ. მოსალოდნელია ბიზნეს მოლაპარაკებები, პარტნიორებთან კონტაქტი, ვაჭრობა. მარსი ასევე უძრავი ქონების პლანეტაა, ამიტომ კარგი იქნება ამ მხრივ გადაწყვეტილებების მიღება. წარმატებით გაყიდით ან შეიძენთ სახლს.  პირად ცხოვრებას რაც შეეხება, თუ ქორწინებაში არ ხართ, აუცილებლად გაიცნობთ ახალ ადამიანს და ურთიერთობა სწრაფად აეწყობა. თუმცა ფრთხილად იყავით, მეუღლეებთან ან შეყვარებულებთან კონფლიქტებია მოსალოდნელი. 2019 პროგრესის წელია თქვენთვის, ცხოვრება აუცილებლად წინ წავა. მოსალოდნელია ცვლილებები თქვენს კარიერაში, თქვენს პროფესიაში. შესაძლოა შეიცვალოთ სამსახური ან დაწინაურდეთ, ან თქვენს კომპანიაში რეორგანიზაცია მოხდეს, შეიცვალოს უფროსობა. ცვლილებები იქნება ფინანსების მხრივაც. წინ ფინანსური დამოუკიდებლობა გელით.

მორიელი:

21 იანვრიდან საბოლოო ცვლილებები განხორციელდება თქვენს კარიერაში. შეიცვლით სამსახურს, დაწინაურდებით, კერძო ბიზნესს გახსნით ან ახალ სპეციალობას შეისწავლით. შესაძლოა შეიცვალოს თქვენი სტატუსიც: იქორწინოთ, შეგეძინოთ შვილი ან შვილიშვილი ან განქორწინდეთ. 2019 წლის განმავლობაში მოსალოდნელია ხშირი გადაადგილება, მოგზაურობა, მივლინებები. შეიძენთ ახალ კონტაქტებს, სასწავლებლად წახვალთ და ახალ ინფორმაციას შეიძენთ, შეისწავლით ახალ ენას. მოსალოდნელია ნაცნობობა და სასიყვარულო ურთიერთობა უცხო ქვეყნის მოქალაქეებთან. თუ 2019 წელს იქორწინებთ, ეს ან უცხოელი ადამიანი იქნება ან უჩვეულო პროფესიის მქონე. ურთიერთობებში ასევე მოსალოდნელია მოულოდნელობები, განსაკუთრებით კი 7 მარტს, შეიძლება ხელი გთხოვონ. თუ თქვენ საკუთარი ბიზნესი გაქვთ, აუცილებლად ხშირი კონტაქტი გექნებათ მომხმარებლებთან და მათი რაოდენობა მარტიდან მნიშვნელოვნად გაიზრდება. შესაძლებელია ბიზნესი ინტერნეტ-სივრცეში წამოიწყოთ.

მშვილდოსანი:

იუპიტერი მთელი წელი თქვენს ნიშანში იქნება, ეს კი იღბლისა და გამართლების პლანეტაა. ასეთი მოვლენა მხოლოდ 12 წელიწადში ერთხელ ხდება. თქვენ ყველაზე იღბლიანი ნიშანი  იქნებით წელს. საჭირო დროს საჭირო ადგილას აღმოჩნდებით. ახალ თანამდებობაზე აგირჩევენ, სასამართლოში აუცილებლად მოიგებთ, გაიმარჯვებთ კონკურსებში, მიიღებთ ჯილდოებს, მარტივად ჩააბარებთ უნივერსიტეტში, იპოვით ახალ სამსახურს, მარტივად მიაღწევთ პოპულარულობას. თუ მოქალაქეობის ან ვიზის მიღება გსურთ, ესეც აუცილებლად მოგვარდება. თუ არასოდეს გიმოგზაურიათ, წელს აუცილებლად ნახავთ სხვა ქვეყნებს. თქვენთვის უამრავი ახალი კარი გაიღება. მოსალოდნელია ქორწინება და ორსულობაც. იუპიტერი თქვენ ყველა შესაძლებლობას მოგცემთ, აუცილებლად გამოიყენეთ ისინი. თუმცა აუცილებლად გაუფრთხილდით წონას, რადგან შესაძლოა თქვენი ფიგურა შეიცვალოს. 3 დეკემბრიდან კი თქვენი შემოსავლები მნიშვნელოვნად გაიზრდება, შესაძლოა თქვენში ინვესტიციები ჩადონ, მიიღოთ მემკვიდრეობა, მოიპოვოთ სასწავლო გრანტი ან სტიპენდია. 2019 წლის დეკემბრიდან გარანტირებული გექნებათ ფინანსური პრობლემების მოგვარება და საკუთარი შემოსავლების სამჯერ გაზრდა.

თხის რქა:

თქვენ 2019 წლის მთავარი გმირები ხართ, რადგან 4 დაბნელება თქვენს ნიშანზე დიდ გავლენას მოახდენს. ეს წელი აუცილებლად დაგამახსოვრდებათ. მოხდება ისეთი მოვლენები, რაც სამუდამოდ გემახსოვრებათ. 21 იანვრიდან მოსალოდნელია ფინანსური დახმარების, მემკვიდრეობის მიღება. შეიძლება დაგიმკტიცონ ფინანსური პროექტი, თქვენმა მეუღლემ ახალი და კარგი სამსახური იპოვონ და თქვენი ფინანსური მდგომარეობაც გაუმჯობესდეს. ყველაზე მნიშვნელოვანი თვეები იქნება იანვარი, ივლისი და დეკემბერი., დიდი ცვლილებები გელით ურთიერთობებში, ქორწინებასა და სიყვარულში. მოსალოდნელია ქორწინება, ნიშნობა, ურთიერთობის ახალ ეტაპზე გადასვლა. მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას მიიღებთ პირად ცხოვრებაში, მოიშორებთ არასასურველ ადამიანებს. ისინი, ვინც მარტო არიან, აუცილებლად შეხვდებიან მომავალ პარტნიორს. თუ თქვენი ქორწინება ან ურთიერთობა გაურკვეველია ან არაჯანსაღი ან არასერიოზული და გაჭიანურებული,  მათ საბოლოო წერტილს დაუსვამთ. დაიწყებთ ახალ ცხოვრებას და გაიცნობთ თქვენთვის შესაფერის ადამიანს. მოსალოდნელია კონკურსებსა და შეჯიბრებებში მონაწილეობის მიღებაც. კარგი წელია ონლაინ-ბიზნესის წამოსაწყებად, სატელევიზიო ბიზნესისთვის, ინფორმაციულ-ტექნოლოგიური საქმიანობისთვის.

მერწყული:

ქორწინებისა და სასიყვარულო ურთიერთობების წელი იქნება მერწყულებისთვისაც. თუ თქვენს ურთუერთობაში ბზარია გაჩენილი, ისინი დასრულდება. გრძელვადიანი ურთიერთობები თავის კულმინაციას მიაღწევს. 21 იანვრიდან გზაჯვარედინზე აღმოჩნდებით, სადაც საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებთ. 2019 წელს თქვენ შორეულ ქვეყნებში გელით მოგზაურობა ან საზღვარგარეთ სამუშაოდ წასვლა. შესაძლებელია დაიწყოთ სწავლა საზღვარგარეთ ან სხვა ქალაქში.  სულიერი განმარტოვების წელი იქნება, ამას თქვენ თავად აირჩევთ. მნიშვნელოვანი ცვლილებები მოხდება ივლისში, განსაკუთრებით კი თუ თქვენ ქვეყნიდან წასვლას აპირებთ. ან შესაძლოა მთელი წელი სახლიდან ვერ გახვიდეთ იმის გამო, რომ ბავშვს უვლით, ან ძალიან რთულ და მნიშვნელოვან პროექტზე იმუშავებთ. შესაძლოა წიგნს ან დისერტაციას წერთ და ამიტომ მოგიხდეთ ხშირად მარტო ყოფნა. მოსალოდნელია ბიზნესის წამოწყება უძრავი ქონების სფეროში. ხშირი გადაადგილება მოგიწევთ თქვენი სამსახურის გამო. ცვლილებები იქნება ოჯახშიც, ახალი წევრი შეგემატებათ.

თევზები:

ეს წელი ბევრად უფრო კომუნიკაბელური იქნება. თქვენ საზოგადოებისთვის უფრო ცნობილი გახდებით და ხალხში გაერევით. თვითგამოხატვის და შემოქმედების წელი გელით. უამრავი თქვენგანი სოციალურად აქტიური ან თავისი შემოქმედების გამო ცნობილი გახდება. წელს 6 მარტიდან, საბოლოოდ დასრულდება თქვენი ფინანსური პრობლემები და ამ მხრივ ყველაფერი უკეთესობისკენ წავა. მოვლენები სწრაფად განვითარდება თქვენს ცხოვრებაში. შეიცვლება თქვენი სამეგობრო წრე, ბევრ ახალ ადამიანს და თანამოაზრეს გაიცნობთ. შეიძლება თქვენი საქმიანობა სოციალურ ქსელში გაარეკლამოთ. თქვენს ვებ-გვერდს ან ონლაინ მაღაზიას გახსნით. თქვენს მომსახურებას ხალხს ინტერნეტის მეშვეობით შესთავაზებთ და აუცილებლად ძალიან ბევრ მომხმარებელს მოიზიდავთ. თქვენი ნიჭი წელს შეუმჩნეველი და დაუფასებელი არ დარჩება. შემოქმედებითი იდეებისა და პროექტების წელია, რომელსაც თქვენ ბიზნესად აქცევთ. 2019 წელს ასევე გელით ბედნიერება, სიყვარული, პაემნები, საზაფხულო რომანები. 22 აგვისტოდან სექტემბრის ჩათვლით, კარგი პერიოდია ნიშნობისთვის, ქორწინებისთვის, მეორე თაფლობის თვისთვის, მეუღლესთან ერთად დასასვენებლად წასასვლელად.

 

loading...