მოსწავლეები ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით - რჩევები პედაგოგებსა და მშობლებს

image
  • 2 810

 

სასწავლო წლის დაწყებასთან დაკავშირებით მიხეილ ცაგარელმა "იმედის დილის" ეთერში მოსწავლეები ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით დაახასიათა და პედაგოგებს მათთან ინდივიდუალურად მიდგომა ურჩია.

ცაგარელმა განსაკუთრებული ყურადღება სამ ნიშანზე - ლომზე, კუროსა და მერწყურზე გაამახვილა და აღნიშნა, რომ ამ ზოდიაქოს ნიშნის ქვეშ დაბადებულ ადამიანებს განსაკუთრებული ნიჭი და გამორჩეული სიზარმაცე ახასიათებთ.

"სწავლა იწყება დღეიდან რაც ნიშნავს, რომ ყველამ უნდა გაითვალსწინოთ გარკვეული სპეციფიკა მათ შორის პედაგოგებმა.

პირველ რიგში ყურადსაღებია სამი გენიოსი, უჭკვიანესი მაგრამ ზარმაცი ნიშანი - ლომი, კურო, მერწყური - პედაგოგებმა უნდა გაითვალისწინონ, რომ მათთან მიდგომა არის სპეციფიურად საჭირო, იმიტომ, რომ სიზარმეცე შირად უშლის ხელს გადასარევი პოტენციალის გამოვლენას.

ტყუპებს - ძალიან სწრაფად უდა ესაუბროთ, იმიტომ რომ ისინი დიდხანს ვერ მოგისმენენ, ძალიან მოკლედ საინტერესოდ და სწრაფად უნდა აუხსნათ.
loading...
კირჩხიბებს - აქვს ძლიან ცვალებადი ხასიათი და შეიძლება გაიღვიძონ ცუდა ხასიათზე, ადგნენ ცუდ ფეხზე და მხოლოდ ამიტომ იცოდეს დავალება მაგრამ არ გიპასუხოს. ასე რომ საჭიროა კირჩხიბებთან სიფრთხილის გამოჩენა. ასევე თევზებთან - მათთან თუ ხმას აუწევ და აგრესიას გამოავლენ ბავში შეიძლება მომენტალურად ჩავარდეს დეპრესიაში .

ქალწული და თხი რქა არის ყველაზე მშრომელი ნიშანი. თხის რქას შესაძლოა სამჯერ დასჭირდეს ახსნა, ცოტა უჭირს ათვისება, მაგრამ საფუძვლიანად სწავლობს. მორიელმა იცის წყენა - თუ რამე ეწყინა მისი მარგი ქმედების კოეფიციენტი აშკარად კლებულობს და ხდება ბუტია. მშვილდოსანი ძალიან აქტიური და ოპტიმისტია ის უმაღლესი ლოგიკური აზროვნებით და გონებამახვილობით გამოირჩევა ამიტომ მასთან სასიამოვნოა ურთიერთობა. ვერძი ძალიან იმპულსური. ასე რომ ყველა ნიშანტან ინდივიდუალური მიდგომაა საჭირო", - აღნიშნა ცაგარელმა.

 

loading...