ვირუსული ეპიდემიის გამო, მშობლები სასწავლო პროცესის გადავადებას ითხოვენ - გაუხანგრძლივდებათ თუ არა ბაღებს და სკოლებს დასვენება?

image
  • 6 515
"ძალიან გთხოვთ სწავლის პროცესი შეწყდეს!", - ასე ეხმაურებიან მშობლები ინფორმაციას იმის შესახებ, რომ გრიპის ვირუსის შემთხვევები თებერვლის დასაწყისიდან მოიმატებს.

"ერთი ვირუსიანი კლასში რამდენს დააავადებს. იხოცება ხალხი, მეტი რა უნდა მოხდეს. ზომები რომ მიიღონ ნეტა",- ამბობს მირანდა ვარდოსანიძე.

"პრაიმტაიმი" შეეცადა გაერკვია, გაუხანგრძლივდებათ თუ არა ბაღებს და სკოლებს დასვენება გრიპის ვირუსის მომატებული შემთხვევების გამო.

როგორც "პრაიმტაიმს" განათლების სამინისტროში უთხრეს, სწავლის პროცესის განახლება 15 იანვრიდან იგეგმება, საუბარი ამ თარიღის გადავადებაზე, ჯერჯერობით არ ყოფილა.

რაც შეეხება საბავშვო ბაგა ბაღებში სასწავლო–აღმზრდელობით პროცესს, როგორც "პრაიმტაიმს" ბაღების მართვის სააგენტოში განუცხადეს, აქაც არაფერი შეცვლილა და 14 იანვრიდან პროცესის დაწყება იგეგმება.
loading...
გრიპის გავრცელების მხრივ, იანვრის პირველ პერიოდში ოდნავ სიმშვიდე და კლების ტენდენცია იქნება, მაგრამ იანვრის ბოლოს და თებერვლის დასაწყისში კვლავ მატება გვექნება - ამის შესახებ "პრაიმტაიმს" დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორმა ამირან გამყრელიძემ განუცხადა.

ერთი თვის განმავლობაში, საქართველოში გრიპის ვირუსით 8 ადამიანი გარდაიცვალა.

ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გაცემული “ტამიფლუს” მარაგი ოთხ სააფთიაქო ქსელში ნაწილდება. უწყების ინფორმაციით, H1N1-ს, ე.წ. ღორის გრიპის სამკურნალო მედიკამენტი “ავერსის”, “PSP”-ს, “ფარმადეპოსა” და “GPC”-ს ქსელებში შედის, მთელი საქართველოს მასშტაბით. ამ დროისთვის, სამინისტროს მარაგებიდან, დაახლოებით, 800 კოლოფი “ტამიფლუ”-ა გაცემული.

გადაწყვეტილება უწყებამ აფთიაქებში მედიკამენტის დეფიციტის გამო მიიღო.

მანამდე, გუშინ, 5 იანვარს, გაფართოვდა იმ ადამიანთა სია, რომელთა შემთხვევაშიც H1N1 ვირუსის, ე.წ. ღორის გრიპის სამკურნალო მედიკამენტი “ტამიფლუ” უფასოდ გაიცემა.

 

👍 ლაიქების მომატება ფოტოზე - უფასოდ გვესტუმრეთ

loading...