გადაიდება თუ არა სწავლის დაწყება - გრიპის ვირუსით უკვე 10 ადამიანი გარდაიცვალა

image
  • 2 983
ამ დროისთვის, გრიპის ვირუსით გარდაცვალების ლაბორატორიულად დადასტურებული 10 შემთხვევა ფიქსირდება. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის თქმით სიტუაცია კონტროლს ექვემდებარება და ავადობის მაჩვენებელი მცირდება:
loading...
"გასული კვირის მონაცემებით, ავადობის მაჩვენებელი დაახლოებით 21 ერთეულით შემცირდა. თუ წინა კვირას ავადობის მაჩვენებელი 100 ათას მოსახლეზე იყო 277, ახლა - 256-ია", - განაცხადა გამყრელიძემ, მისი გრიპის ვირუსის თვითმკურნალობა დაუშვებელია და აუცილებელია მკურნალობამ ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ ჩაიაროს.

გამყრელიძემ კომენტარი სასწავლო პროცესის შესაძლო გადადებაზეც გააკეთა. მისი თქმით, მიმდინარე კვირაში მოხდება დაავადების მაჩვენებელზე დაკვირვება და შემდგომ გადაწყვეტილებას განათლების უწყებასთან ერთად მიიღებენ.

 

loading...