როდის განახლდება სწავლა ბაგა-ბაღებში - ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს პასუხი

image
  • 341
გრიპის ვირუსის გავრცელებასთან დაკავშირებით, რომელსაც ოფიციალური მონაცემებით, უკვე 10 ადამიანი ემსხვერპლა, სავსებით გასაგები შფოთვაა მშობლებს შორის. ბევრი ღელავს იმის გამო, რომ ბაგა-ბაღებსა და სკოლებში სწავლის განახლებისთანავე ვირუსის შემთხვევები ისევ მოიმატებს.
როგორც დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე ამბობს, დღე­ვან­დე­ლი მო­ნა­ცე­მე­ბით, გრი­პის ვირუ­სის გამო, სკო­ლებ­ში სას­წავ­ლო პრო­ცე­სის გა­და­დე­ბის აუ­ცი­ლებ­ლო­ბას ის ვერ ხედავს. მი­სი­ვე თქმით, აღ­ნიშ­ნულ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას ჯან­დაც­ვი­სა და გა­ნათ­ლე­ბის სა­მი­ნის­ტრო­ე­ბი სა­ჭი­რო­ე­ბის შემ­თხვე­ვა­ში ერ­თობ­ლი­ვად მი­ი­ღე­ბენ.
loading...
"ამ ეტაპ­ზე ამის გან­სა­ზღვრა რთუ­ლია. წინა კვი­რა­ში გრი­პის ავა­დო­ბის კლე­ბის ტენ­დენ­ცია შე­ი­ნიშ­ნე­ბო­და. მიმ­დი­ნა­რე კვი­რის გან­მავ­ლო­ბა­ში ჩვენ და­ვაკ­ვირ­დე­ბით, თუ რო­გო­რი იქ­ნე­ბა სი­ტუ­ა­ცია ავა­დო­ბის გავ­რცე­ლე­ბის თვალ­საზ­რი­სით და შემ­დეგ ჯან­დაც­ვი­სა და გა­ნათ­ლე­ბის სა­მი­ნის­ტრო­ე­ბი მი­ი­ღე­ბენ შე­სა­ბა­მის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას. დღე­ვან­დე­ლი მო­ნა­ცე­მე­ბით, სკო­ლებ­ში სას­წავ­ლო პრო­ცე­სის გა­და­დე­ბის აუ­ცი­ლებ­ლო­ბას ვერ ვხე­დავ", - გა­ნა­ცხა­და გამ­ყრე­ლი­ძემ.

აღნიშნულ საკითხზე ჩვენ თბილისის ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს მივმართეთ და დავინტერესდით, როგორია მათი პოზიცია და როდის განახლდება სასწავლო პროცესი ბაგა-ბაღებში.

თბილისის ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ინფორმაციით, სასწავლო პროცესი 14 იანვარს განახლდება.

 

👍 ლაიქების მომატება ფოტოზე - უფასოდ გვესტუმრეთ

loading...