Загрузка...
Загрузка...

„ არცერთ ევროპულ ქვეყანაში გრიპის ვირუსის გამო პაციენტი კლინიკაში არ წვება"-თემურ მიქელაძე

image
  • 20 036
ბავშვთა პედიატრის თემურ მიქელაძის განმარტებით,  H1N1  ვირუსის მატარებელი პაციენტების  ჰოსპიტალიზაცია ხშირად მაშინაც კი ხდება, როდესაც პაციენტის სტაციონარში მოთავსება საერთოდ არ არის საჭირო.   პედიატრი განმარტავს, რომ გრიპის მატარებელი ადამიანის საავადმყოფოში მოთავსება დაუშვებელია,  თუ არ არის ისეთი თანდართული პათოლოგია, როგორც არის მაგალითად  პნევმონია და ა.შ,  სხვა შემთხვევაში პირიქით. ჯობია რომ, გრიპის მატარებელმა პაციენტებმა მკურნალობა სახლში განაგრძონ, ოჯახის ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ.
loading...
„მხოლოდ გრიპის გამო  ჰოსპიტალიზაციის შემთხვევაში  შესაძლოა პაციენტს  სხვა ინფექციაც დავმართოთ, შევიდეს ერთი ინფექციით და გამოვიდეთ მეორე ინფექციით. ჰოსპიტალიზაცია აუცილებლად უნდა გადაწყვიტოს ექიმმა.  პაციენტი არ უნდა მირბოდეს კლინიკებში თვითნებურად, რაც ახლა ხდება.  "ღორის გრიპს" აქვს თავის მიმდინარეობა და ვერც ერთ კლინიკაში ვერ მოგვარდება ის თუ გრიპმა არ გაიარა თავისი 5-7-9 დღიანი პერიოდი. მხოლოდ ტემპერატურის გამო კლინიკაში ჰოსპიტალიზაცია არცერთ ქვეყანაში არ ხდება. თუ არის მაღალი და დაუმორჩილებელი ტემპერატურა  3 ან 6 თვემდე პაციენტებში კიბატონო- ასეთ შემთხვევაში აუცილებელია საავადმყოფოში მოთავსება.  თქვენ გინახავთ სტაციონარში მორბენალი ბავშვები ხო?  ეს არის კატეგორიულად დაუშვებელი, თუ პაციენტი წვება საავადმყოფოში უნდა იწვეს პალატაში „-განუცხადა "პრაიმტაიმსს" თემურ მიქელაძემ.

თემურ მიქელაძე განმარტავს, რომ გრიპის ვირუსი აპრილის შუა რიცხვებამდე გაგრძელდება. ვირუსი ძირითადად  8-9 დღე გრძელდება.

 

👍 ლაიქების მომატება ფოტოზე - უფასოდ გვესტუმრეთ

loading...

მსგავსი სიალხებეი