მოქალაქემ პეტიცია შეადგინა, რომ სასწავლო დაწესებულებებში სწავლა დროებით შეწყდეს - როგორ დაუჭიროთ მხარი დოკუმენტს

image
  • 2 592
მოქალაქე გიორგი ქოქიაშვილმა პეტიცია შექმნა. დოკუმენტით, მოქალაქე ითხოვს, რომ H1N1-ის ეპიდემიის გავრცელების პრევენციის მიზნით, დროებით, დათხოვნილ იქნას ყველა სასწავლო დაწესებულება.

"ვინაიდან და რადგანაც, გახშირდა რა, საქართველოში, H1N1-ით გარდაცვალების შემთხვევა, მომატებულია რა, H1N1-ით დაავადებულთა რაოდენობა, მივიჩნევ, რომ შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ, ასევე განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ, პრევენციის სახით, უნდა მიიღონ გადაწყვეტილება, სასწავლო დაწესებულებების დროებითი დათხოვნის შესახებ, ვინაიდან, დამეთანხმებით, საბავშვო ბაღები, სკოლები თუ უმაღლესი სასწავლებლები, ყოველდღიურად, ათასობით ინდივიდის თავშეყრის ადგილი ხდება,
loading...
სადაც ნებსით თუ უნებლიეთ, გვიწევს ახლო კონტაქტი ადამიანებთან, რამაც შესაძლოა, ხელი შეუწყოს ვირუსის გავრცელებას, რომელსაც შეიძლება, ნებისმიერი ჩვენთაგანი, შეუცნობლად ვატარებდეთ. ამასთანავე, ქვეყანაში არსებობს იმ მედიკამენტის დეფიციტი, რომელმაც უნდა შეძლოს ვირუსთან გამკლავება და თუ არსებობს სააფთიაქო ქსელში, იყიდება მაღალი ღირებულებით. დამეთანხმებით, დღევანდელი მატერიალური შესაძლებლობებიდან გამომდინარე, რთულია იმ მედიკამენტის შეძენა, რომლის ღირებულებაც 100 ლარს აღწევს" - ნათქვამია პეტიციაში, რომელსაც უკვე 3,000 მეტი ხელმომწერი ჰყავს. იმისთვის, რომ პეტიცია შედგეს, საჭიროა სულ 6866 ხელმოწერა შეგროვდეს.

ხელის მოსაწერად გადადით ბმულზე: https://manifest.ge/main/item/2421

იმ შემთხვევაში, თუ საიტზე შესვლას ვერ მოახერხებთ, დაარესტარტეთ რამდენჯერმე.

 

👍 ლაიქების მომატება ფოტოზე - უფასოდ გვესტუმრეთ

loading...