ბაგა-ბაღებში სააღმზრდელო პროცესის განახლება 21 იანვრამდე გადაიდო

image
  • 1 083
თბილისის ბაგა-ბაღების სააგენტოს ინფორმაციით, თბილისში ბაღებში სააღმზრდელო პროცესის განახლება 21 იანვრამდე გადაიდო. ინფრომაცი სააგენტოში დაადასტურეს.

მანამდე ცნობილი გახდა, რომ სკოლის მოსწავლეებისა და პედაგოგების ჯანმრთელობისა და მათი უსაფრთხოებიდან გამომდინარე, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსთან კონსულტაციებით, მიიღო გადაწყვეტილება, რომ სკოლებში სასწავლო პროცესი გადაიდოს.
loading...
მიუხედავად იმისა, რომ გრიპის ვირუსით ავადობის მაჩვენებელი არ მიანიშნებს ეპიდემიაზე, სამინისტროს მიზანშეწონილად მიაჩნია, გრიპის ვირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში 2018-2019 სასწავლო წლის ზამთრის არდადეგები გახანგრძლივდეს 18 იანვრის ჩათვლით.

ამ დროისთვის დედაქალაქის მასშტაბით პირველადი ჯანდაცვის ცენტრები საგანგებო რეჟიმში მუშაობენ.

5 სხვადასხვა კლინიკაში პაციენტებს 24 საათის განმავლობაში იღებენ. ბოლო მონაცემებით, „ღორის გრიპით“ საქართველოში 12 ადამიანი გარდაიცვალა.

 

loading...