ბათუმში 50 წლის ქალბატონს და 60 წლის მამაკაცს პირველი შვილი შეეძინათ

image
  • 368
"ჩვენი ყველაზე ბედნიერი, ენერგიითა და ენთუზიაზმით აღსავსე მშობლები, რომლებიც დიდხანს ელოდნენ პატარა ანასტასიას. უფლის დიდი სასწაულითა და ბევრი კეთილი ადამიანის დაუზოგავი შრომით შედეგი სახეზე გვაქვს. უფალმა დიდხანს და ბედნიერად ამყოფოს თქვენი პატარა ოჯახი"... - ასეთი წარწერით აქვეყნებს ფოტოებს საკუთარი ფეისბუკის გვერდზე კლინიკა მედინას მეან-გინეკოლოგი – ინდირა ბოლქვაძე...

ინდირა ბოლქვაძე ანასტასიას დაბადებით გამოწვეულ ბედნიერ მშობლებზე ჩვენც გვესაუბრა...
loading...
-ანასტასიას დედიკო ქალბატონი – ზინა ჯიხაძეა, რომელიც პირველი შვილის დედა გახდა 50 წლის ასაკში. მისი მეუღლე 60 წლის გახლავთ. შვილს ოთხი წელი ელოდებოდნენ... ახალშობილი 2700 გრამია წონა, 47 სანტიმეტრის, ძალიან ლამაზი და ჯანმრთელი ბავშვია... მშობიარობა ბუნებრივია საკეისრო კვეთით მოხდა და უპრობლემოდ ჩაიარა. ორსულობა კი საკმაო პრობლემებით მიდიოდა, სტაციონარშიც იწვა, მაგრამ დღეს ყველაფერი უკან დარჩა და პაციენტი ორშაბათს ბბინაზე გაეწერება...

 

loading...