25 წლის ფირუზისფერკაბიანი გოგო ყვითელ ავტობუსზე მძღოლად მუშაობს

image
  • 5 812
სოციალური ქსელის მომხმარებელი ფირუზისფერკაბიანი მძღოლის ფოტოს აქვეყნებს. „ისეთი ფარფატა ვიზუალი ჰქონდა, ნაზი და ქალური. ფრჩხილებზე ყვითელი ლაქი ესვა და მოკლედ, შთაბეჭდილებების ქვეშ ვარ“, - წერს მომხმარებელი Nina Sky Grey-ს სახელით.

მძღოლი გოგო 11 ნომერი ავტობუსის მართვისას გადაიღეს.
loading...
ეს გოგო, „რადიო ფორტუნას“ ცნობით, 25 წლის სოფო ტაბატაძეა. ბილისის სატრანსპორტო კომპანიაში დასაქმებისთვის ემზადებოდა და “ფორტუნამ” ის ოქტომბერში ჩაწერა. მისი მეუღლე თბილისის მეტროპოლიტენის მემანქანეა და სწორედ მან შესთავაზა სოფოს, გამხდარიყო ავტობუსის მძღოლი.

თბილისის ავტობუსების მძღოლობისთვის შემოდგომით 25-მდე ქალი მომზადდა. მათ D კატეგორიის მართვის მოწმობის ასაღებად სწავლების თეორიული და პრაქტიკული კურსები გაიარეს.

 

👍 ლაიქების მომატება ფოტოზე - უფასოდ გვესტუმრეთ

loading...