"გაზის სუნი იყო, მოიყვანა თავმჯდომარემ ბრიგადა და უთხრეს გეჩვენებათო" - თვითმხილველი

image
  • 2 683
დიდ დიღომში, ვეფხისტყაოსნის ქუჩაზე მომხდარ აფეთქებას სამი ადამიანი ემსხვერპლა. 5 დაშავებული კი კლინიკაშია გადაყვანილი. აფეთქება 20:30 საათზე მოხდა. ადგილობრივების თქმით, მეექვსე სართულზე მდებარე ბინა სრულად განადგურებულია.

გაზის სუნი კორპუსში დილიდან იგრძნობოდა, მათ "ყაზტრანზგაზის" წარმომადგენლები გამოიძახეს, თუმცა დაზიანება ვერ აღმოაჩინეს.
loading...
„საშინელი აფეთქებს ხმა იყო. როგორც ვიცით, დილიდანვე იყო გაზის სუნი, მოიყვანა თავმჯდომარემ გაზის ბრიგადა და უთხრეს არანაირი პრობლემა არ არის და გეჩვენებათო. დღეს კი მოხდა აფეთქება. როგორც ამბობენ, მეექვსე სართულზე იფეთქა გაზმა.

საცხოვრებელ კორპუსში, როგორც ვიცი, რაღაც ნაწილი არის ჩამონგრეული, მეორე სადარბაზოში ჩამონგრეულია ორი სართული. თითქმის ყველა არის დალეწილი და კარებები არის წნევისგან გამოვარდნილი გარეთ. ჩვენ როგორ გადავრჩით ისიც მიკვირს,“ - ამბობს ერთ-ერთი თვითმხილველი.

 

loading...