როგორ გახდა შორენა ბეგაშვილი გოგა ჩანადირის ბავშვის ნათლია - ფოტოები ნათლობიდან

image
  • 5 676
ფო­ტოგ­რაფ გოგა ჩა­ნა­დი­რის შვი­ლი - ანი­ტა ახ­ლა­ხან გაქ­რის­ტი­ან­და. მას ოთხი ნათ­ლია ჰყავს, მათ შო­რის - შო­რე­ნა ბე­გაშ­ვი­ლი. ბავ­შვი ქა­შუ­ეთ­ში მო­ნათ­ლეს და ეს მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი მოვ­ლე­ნა მოკ­რძა­ლე­ბულ გა­რე­მო­ში აღ­ნიშ­ნეს. რო­გორ გახ­და შო­რე­ნა ბე­გაშ­ვი­ლი გოგა ჩა­ნა­დი­რის ბავ­შვის ნათ­ლია, ამის შე­სა­ხებ ფო­ტოგ­რა­ფი ჟურ­ნალ "თბი­ლი­სე­ლებს" ესა­უბ­რა. გთა­ვა­ზობთ ამო­ნა­რიდს ინ­ტერ­ვი­უ­დან:

გოგა ჩა­ნა­დი­რი:

- ანი­ტა უკვე ორი წლის და ოთხი თვი­საა. ოთხ სექ­ტემ­ბერს მოვ­ნათ­ლეთ. ოთხი ნათ­ლია გვყავს – ჩემი და ნა­თი­ას მე­გობ­რე­ბი, მათ შო­რის - შო­რე­ნა ბე­გაშ­ვი­ლი. ქა­შუ­ეთ­ში მოვ­ნათ­ლეთ. ჩვენ გვეს­მის, რამ­ხე­ლა მნიშ­ვნე­ლო­ბა აქვს ნალ­თო­ბას, რო­გორც ერთ-ერთი სა­ი­დუმ­ლო­ე­ბის ჩვენს ცხოვ­რე­ბა­ში შე­მო­ტა­ნას და ამას­თან, ნათ­ლი­ე­ბის ჩარ­თვას. ნათ­ლო­ბამ კარ­გად ჩა­ი­ა­რა. გვე­გო­ნა, რომ ბავ­შვი იტი­რებ­და, მაგ­რამ წყა­ლი უყ­ვარს და წყალ­თან შე­ხე­ბა ძა­ლი­ან მო­ე­წო­ნა. ძა­ლი­ან მოკ­რძა­ლე­ბუ­ლი სუფ­რა გვქონ­და, მხო­ლოდ ნათ­ლი­ე­ბი და ოჯა­ხის წევ­რე­ბი ვი­ყა­ვით. ორი წლის ბავ­შვი რას გა­ი­გებს, ვინ იყო და ვინ - არა. ამ­ხე­ლა ხარ­ჯის გა­ღე­ბას ჯო­ბია, იმ მო­ნათ­ლუ­ლი ბავ­შვის სა­ხელ­ზე და­ეხ­მა­რო ვინ­მე გა­ჭირ­ვე­ბულს.


- შო­რე­ნა რო­გორ გახ­და ანი­ტას ნათ­ლია?

- შო­რე­ნა უფრო ნა­თი­ას მე­გო­ბა­რია, ჩე­მიც არის, მე ჩემი მე­უღ­ლის­გან ვიც­ნობ და მერე დავ­მე­გობ­რდით, ჩემს და­ბა­დე­ბის დღე­ზეც არის ნამ­ყო­ფი. კარ­გი ურ­თი­ერ­თო­ბა გვაქვს. შო­რე­ნა რომ ნათ­ლია უნდა ყო­ფი­ლი­ყო, პირ­ვე­ლი­ვე დღე­ე­ბი­დან გა­და­წყვე­ტი­ლი გვქონ­და. რო­დე­საც ნა­თია ფეხ­მძი­მედ იყო, შო­რე­ნამ თვი­თონ უთხრა, მე ვიქ­ნე­ბი თქვე­ნი ნათ­ლი­აო და ჩვენ ძა­ლი­ან გაგ­ვი­ხარ­და.


- რა გინ­და, ნათ­ლი­ებ­მა და­ა­ნათ­ლონ?

- ვფიქ­რობ, ეს თვი­თონ ნათ­ლი­ის გა­და­სა­წყვე­ტია. შო­რე­ნას ძა­ლი­ან დიდ პა­ტივს ვცემ, ძა­ლი­ან კარ­გი გო­გოა, უბო­რო­ტო. არ არ­სე­ბობს, შო­რე­ნამ ვინ­მე­ზე ცუდი თქვას, ვინ­მეს ცუდი გა­უ­კე­თოს და ეს ძა­ლი­ან კარ­გი თვი­სე­ბაა. ადა­მი­ან­ში კე­თილ­სინ­დი­სი­ე­რე­ბას, პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბას, პა­ტი­ოს­ნე­ბას ვა­ფა­სებ და შო­რე­ნას ეს ყვე­ლა­ფე­რი აქვს და ამი­ტო­მაც გა­მი­ხარ­და, რომ ანი­ტას ნათ­ლია ის იქ­ნე­ბო­და. რო­დე­საც მე ბავ­შვს ვნათ­ლავ, ბევრ კარ­გს ვა­ნათ­ლავ. ახ­ლა­ხან ჩემი მე­გობ­რის ბავ­შვი მოვ­ნათ­ლე გერ­მა­ნი­ა­ში, ნათ­ლო­ბის სა­ხე­ლი სა­ლო­მე და­ერ­ქვა. ისე, რომ ვუკ­ვირ­დე­ბი, ძა­ლი­ან ცოტა ქარ­თუ­ლი სა­ხე­ლი გვაქვს. სა­ქარ­თვე­ლო­ში, ძი­რი­თა­დად, გა­რე­დან შე­მო­სუ­ლი სა­ხე­ლე­ბია დამ­კვიდ­რე­ბუ­ლი.
loading...



ჩემს შვილს ანი­ტა მე და­ვარ­ქვი - ღვთის­მშობ­ლის დე­დის პა­ტივ­სა­ცე­მად და ვი­ნა­ი­დან ანა ძა­ლი­ან გავ­რცე­ლე­ბუ­ლი სა­ხე­ლი იყო, მინ­დო­და, ცოტა გან­სხვა­ვე­ბუ­ლი ყო­ფი­ლი­ყო და ამი­ტომ არის ანი­ტა. რო­დე­საც ნათ­ლო­ბის სუ­რა­თე­ბი გავ­რცელ­და, არც მე ვჩან­დი ფო­ტო­ებ­ში, არც გვა­რი ეწე­რა, და­ი­წე­რა: ანი­ტა მო­ი­ნათ­ლაო და ყვე­ლა მიხ­ვდა, ვის­ზეც იყო სა­უ­ბა­რი. ბიჭი რომ მყო­ლო­და, ვიცი, რომ შიოს და­ვარ­ქმევ­დი, ძა­ლი­ან თბი­ლად ჟღერს. მო­ნათ­ვლა დიდი ხა­ნია გვინ­დო­და, რად­გან შო­რე­ნას შვი­ლი არ იყო კარ­გად, გა­დავ­დეთ, ვიდ­რე ამ პრობ­ლე­მებს გა­და­ლა­ხავ­და და დაძ­ლევ­და.

 


წყარო

 

loading...