ვინ არის ქალი, რომელიც გუშინ აფეთქებას მცირეწლოვან შვილთან ერთად ემსხვერპლა? (ფოტოები)

image
  • 9 519
გუშინ, დიდ დიღომში, ავთანდილის ქუჩაზე აფეთქებისას ერთ-ერთი გარდაცვლილი ნათია ციცვაძეა. ქალი, კორპუსის მეექვსე სართულზე იმ სახლში იმყოფებოდა, რომელშიც სავარაუდოდ, აფეთქება მოხდა.

ნათია ციცვაძე ქართულ-ამერიკულ სკოლაში ინგლისურს ასწავლიდა.

მასთან ერთად სახლში მისი სამი შვილი, და და მეუღლე იმყოფებოდდნენ. სამი შვილიდან ერთი - 4 წლის ბიჭი გუშინ ღამით "იმედის" კლინიკაში გარდაიცვალა, ორი კი იაშვილის კლინიკაში მოათავსეს. აფეთქებისას დაიღუპა ნათია ციცვაძის დაც. მისი მეუღლე კი - ფრიდონ ფირალიშვილი მსუბუქი დაზიანებებით ღუდუშაურის კლინიკაში იყო მოთავსებული და დღეს დილას გაწერეს.

დიდ დიღომში, ავთანდილის ქუჩაზე, საცხოვრებელ კორპუსში აფეთქება გუშინ საღამოს, დაახლოებით 20:30 საათზე მოხდა. აფეთების შედეგად, ოთხი ადამიანი დაიღუპა, მათ შორის 1 არასრუწლოვანი და 8 ადამიანი დაშავდა.
loading...




 

 

loading...