ვინ არის გარდაცვლილი 30 წლის მამაკაცი,რომელიც ტრაგედიის დროს “საბედისწერო კორპუსში” მეგობართან, სტუმრად იმყოფებოდა

image
  • 12 737
დიდ დიღომში ბუნებრივი აირის აფეთქების შედეგად მეოთხე გარდაცვლილი, 30 წლის ლევან დავლაძე, წარმოშობით ზესტაფონის რაიონის სოფელ დილიკაურიდან იყო.
ლევანმა საჯარო სკოლა ამავე სოფელში დაამთავრა. მამა ადრე გარდაეცვალა და დედა, შვილებთან ერთად, საცხოვრებლად თბილისში გადმოვიდა.
ლევანს დედა და ორი და ჰყავს. ისინი თბილისის სხვადასხვა უბნებში ქირით ცხოვრობენ.
როგორც „კვირას“ გარდაცვლილის ახლობელმა განუცხადა, ლევან დავლაძე ტრაგედიის დროს “საბედისწერო კორპუსში” მეგობართან სტუმრად იმყოფებოდა. 30 წლის მამაკაცი თბილისში მძღოლად მუშაობდა.
ლევან დავლაძე დაოჯახებული იყო.
ცნობისათვის, გუშინ, დიდ დიღომში მომხდარი ტრაგედიის დროს ოთხი ადამიანი დაიღუპა.
35 წლის ნათია ციცვიძე, მისი 4 წლის ბიჭი და აგრეთვე ნათია ციცვიძის და- ნინო ციცვიძე და 1989 წელს დაბადებული ლევან დავლაძე.
შეგახსენებთ, რომ გუშინ, 20:30 წუთზე დიდ დიღომში, ავთანდილის ქუჩაზე მდებარე მრავალსართულიანი საცხოვრებელი სახლი ბუნებრივი აირის გაჟონვის შედეგად აფეთქდა, რის შედეგადაც 4 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის ერთი მცირეწლოვანი ბავშვი. 7 ადამიანი კი დაშავდა.
როგორც „კვირას“ თბილისის მერიის პრესსამსახურში განუცხადეს, ამ საკითხზე მერია უკვე მუშაობს და დაკრძალვის ხარჯებს მთლიანად დაფარავს.

loading...

 

 

loading...

მსგავსი სიახლეები