Загрузка...
Загрузка...

რა გელოდებათ თებერვალში ზოდიაქოს ნიშნების მიხედვით?

image
  • 5 042
1. ვერძი - სპონტანურობა გჩვევიათ, მაგრამ თებერვალი ის თვეა, როცა სპონტანური გადაწყვეტილებები წარმატებას ვერ მოგიტანთ.

იყავით უფრო მომთმენები, სანამ კონკრეტულ ნაბიჯს გადადგამთ, ჯერ კარგად დაფიქრდით. გამოიჩინეთ უფრო მეტი ორგანიზებულობა. მხოლოდ იმ ვერძებს გაუმართლებთ თებერვალში, რომლებიც წესებს მიჰყვებიან და ქაოსს თავს აარიდებენ.


2. კურო - დაიწყეთ საქმე, რომლის გაკეთებაც დიდი ხანია გინდათ. ის აუცილებლად მოგიტანთ წარმაებას. იყავით უფრო მეტად აქტიურები. შესაძლოა, ოჯახურ ურთიერთობებში შეგექმნათ პრობლემები, მაგრამ ეცადეთ ემოციური მდგრადობის შენარჩუნებას. დეპრესიის დრო ახლა არ გაქვთ.


3. ტყუპები - უფრო მეტი დრო დაუთმეთ ოჯახს, საყვარელ ადამიანს. კარგი იქნება, თუ კარიერაში მცირე პაუზას აიღებთ და მთელ ენერგიას საყვარელ ადამიანებს მოახმართ. ეს თქვენც გჭირდებათ და თქვენთვის ძვირფას ადამიანებსაც. შედეგად პოზიტივით დაიმუხტებით და სამომავლოდ უფრო ნაყოფიერად შეძლებთ მუშაობას. შესაძლოა, წარსულიდან ისეთმა ადამიანებმა შეგახსენონ თავი, რომლებმაც ტკივილი მოგაყენეს. არ შემოუშვათ ისინი თქვენს ახალ ცხოვრებაში.
loading...

4. კირჩხიბი - შესანიშნავი დროა მოგზაურობისთვის და ურთიერთობების მოგვარებისთვის. თებერვალში ისეთი რამ მოხდება თქვენს ცხოვრებაში, რაც დაგანახებთ, თუ რა გინდათ რეალურად სასიყვარულო ურთიერთობისგან, რას ეძებთ. ყველაფერი უფრო მკაფიო და ნათელი გახდება. იგრძნობთ უფრო მეტ თავდაჯერებულობას და რადიკალური გადაწყვეტილებების მიღებას უფრო მარტივად შეძლებთ.


5. ლომი - დროა, პირადი ცხოვრება მოაგვაროთ. თებერვალი ამის შესანიშნავ შესაძლებლობას მოგცემთ. მთავარია დაინახოთ და გამოიყენოთ შანსი. თებერვალი ლომებისთვის სიყვარულის თვე იქნება. მოაგვარებთ არეულ ურთიერთობებს, თუ მარტოხელა ხართ, შეხვდებით განსაკუთრებულ ადამიანს. გამოიჩინეთ ურთიერთობაში პატიოსნება და ნახავთ, რომ ყველაფერი იდეალურად გექნებათ.


6. ქალწული - როგორც ცნობილია, კომუნიკაციის განსაკუთრებული უნარით გამოირჩევით, მაგრამ თებერვალში სწორედ ამ თვალსაზრისით შეგექმნებათ პრობლემები. თვენი კომუნიკაცია ვერ იქნება ისეთი ეფექტური, როგორც აქამდე და არასწორ დროს წარმოთქმულმა წინადადებებმა, შესაძლოა, როგორც სამსახურებრივ, ასევე პირად ურთიერთობებში პრობლემები შეგიქმნათ. ამიტომ, გამოიჩინეთ სიფრთხილე ისე, როგორც არასდროს.

 

👍 ლაიქების მომატება ფოტოზე - უფასოდ გვესტუმრეთ

loading...