Загрузка...
Загрузка...

"მაპატიე ლევან" - "იმედის" ტელეწამყვანის ემოციური ტექსტი პირდაპირ ეთერში (ვიდეო)

image
  • 9 634
loading...
მაპატიე ლევან, ვერასდროს ვიფიქრებდი, რომ პირდაპირ ეთერში ამას ვიტყოდი - ემოციურად დაიწყო "იმედის" ტელეწამყვანმა ხატია ქვათაძემ პირდაპირი ეთერი. ტელეწამყვანმა გარდაცვლილის ოჯახს და მეგობრებს პირდაპირ ეთერში  მიუსამძიმრა.

"ჟურნალისტი ლევან ჩხაიძე 33 წლის ასაკში გარდაიცვალა. მაპატიოს მაყურებელმა, მაგრამ მე ასე მარტივად ვერ ვიტყვი, რომ ის უბრალოდ ახალგაზრდა ბიჭი ან ნიჭიერი ჟურნალისტი იყო. ის ჩვენი, ყველასი ძალიან კეთილი მეგობარი იყო და არაერთ მედიასივრცეში დატოვა თავისი მნიშვნელოვანი კვალი... ვუსამძიმრებ ოჯახს და მაპატიე ლევან, ვერასდროს ვიფიქრებდი, რომ პირდაპირ ეთერში ამას ვიტყოდი", - ამბობს ხატია ქვათაძე.

შეგახსენებთ, რომ ტელეწამყვანი ლევან ჩხაიძე 33 წლის ასაკში გარდაიცვალა. გარდაცვალების მიზეზად, თრომბი სახელდება. ის ბუდაპეშტში მეგობრებთან ერთად იყო წასული.

 

👍 ლაიქების მომატება ფოტოზე - უფასოდ გვესტუმრეთ

loading...