რატომ მივიდა ლევან დავლაძე საბედისწერო ბინაში-მომხდარი ტრაგედიის დამატებითი დეტალები

image
  • 5 971
დიდ დიღომში მომხდარი ტრაგედიის ფაქტზე „კვირამ“ დამატებითი დეტალები გააარკვია.
“კვირისთვის” ცნობილი გახდა, რომ დიდ დიღომში აფეთქების დროს დაღუპულმა ლევან დავლაძემ ტრაგედიის წინა ღამე საბედისწერო კორპუსში გაატარა.
ტრაგედიის დღეს, 16 იანვარს, საღამოს საათებში კი ის საკუთარი მანქანის გასაღების წამოსაღებად მივიდა. ამის შესახებ “კვირას” გარდაცვლილი ლევან დავლაძის დამ გულნაზ დავლაძემ განუცხადა.
მისივე თქმით, ლევან დავლაძემ ტრაგედიამდე ერთი დღით ადრე, 15 იანვრის ღამე ამავე სახლში გაატარა.

ამასთან, გულნაზ დავლაძე ამბობს, რომ მის ძმას სახლის გასაღები ჰქონდა და იქ ხშირად რჩებოდა.

„ლევანი მეგობრის სახლში საკუთარი მანქანის გასაღების წამოსაღებად მივიდა. წინა საღამოს ნასვამი იყო და ღამეც მანდ გაათენა, ნასვამი საჭესთან არ ჯდებოდა და გასაღები დარჩა. 16 იანვარს კი გასაღების წამოსაღებად მივიდა“, – განუცხადა „კვირას“ ტრაგედიის დროს გარდაცვლილი ლევან დავლაძის დამ, გულნაზ დავლაძემ.
საბედისწერო კორპუსში, ბინა, რომელიც აფეთქების ეპიცენტრი იყო, გარდაცვლილის მეგობარს, გუგა თხელიძეს ეკუთვნის.
როგორც „კვირას“ გარდაცვლილის დამ განუცხადა, გუგა თხელიძეს ცოლ-შვილი საზღვარგარეთ ჰყავს და მასთან სახლში მეგობრები ღამეს ხშირად ათევდნენ.
თავად ლევან დავლაძე წარმოშობით ზესტაფონის რაიონის სოფელ დილიკაურიდან იყო და თბილისში მძღოლად მუშაობდა.
აღსანიშნავია, რომ გულნაზ დავლაძის ინფორმაციამ სრულიად შეცვლა, თავდაპირველი მოსაზრება, იმის შესახებ, რომ თითქოს ლევან დავლაძე საბედისწერო კორპუსში მეგობრის თხოვნით მივიდა, რადგან გუგა თხელიძეს არ ეცალა.
loading...
ცნობისათვის, მედიაში თავდაპირველად გავრცელდა ინფორმაცია, რომ როდესაც მეზობლებმა ბინის მეპატრონეს დაურეკეს და გაზის სუნის შესახებ ინფორმაცია მიაწოდეს, მას არ ეცალა და შესამოწმებლად მეგობარი გააგზავნა.
შეგახსენებთ, რომ 16 იანვარს 20:30 წუთზე დიდ დიღომში, ავთანდილის ქუჩაზე მდებარე მრავალსართულიანი საცხოვრებელი სახლი ბუნებრივი აირის გაჟონვის გამო აფეთქდა, რის შედეგადაც 4 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის, ერთი მცირეწლოვანი და ლევან დავლაძე.
შს სამინისტროს ინფორმაციით, დიდ დიღომში, ავთანდილის ქუჩა N8-ში, საცხოვრებელ კორპუსში ბუნებრივი აირის დაგროვების შედეგად გამოწვეული აფეთქების ფაქტზე, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, “ყაზტრანსგაზის” სწრაფი რეაგირების ჯგუფის ორი თანამშრომელი დააკავეს. ორივე მათგანს თბილისის საქალაქო სასამართლომ წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. გამოძიებით დადგინდა, რომ ავთანდილის ქუჩა N8-ში მცხოვრებმა მოქალაქეებმა აფეთქებამდე რამდენიმე საათით ადრე „ყაზტრანსგაზის“ ცხელ ხაზზე დარეკეს და დახმარება ითხოვეს, რადგან კორპუსში ბუნებრივი აირის ძლიერი სუნი იგრძნობოდა და ეჭვი ჰქონდათ, რომ გაზი ჟონავდა. ადგილზე მისულმა „ყაზტრანსგაზის“ სპეციალისტებმა – ვ.მ.-მ და თ.ტ.-მ კორპუსში გაზგაყვანილობა არაჯეროვნად შეამოწმეს, მოსახლეობას კი განუმარტეს, რომ კორპუსში გაზის სუნი არ იყო და საღებავის სუნში ეშლებოდათ. სპეციალისტების წასვლის შემდეგ, რამდენიმე საათში მოხდა აფეთქება. შსს ინფორმაციით, გამოძიება სსკ-ის 240-ე და 220-ე მუხლებით განაგრძობს.

 

loading...