2019 წლის 5 თარიღი, როდესაც მთვარე ცხოვრებას აგირევთ

image
  • 5 374
მთვარე დიდ გავლენას ახდენს ჩვენს ცხოვრებაზე. გთავაზობთ 2019 წლის 5 თარიღს, როდესაც ეს ციური სხეული ცხოვრებას გაგირთულებთ:

20 იანვარი: ”მგლის მთვარე"
ასტროლოგები 20 იანვარს მთვარის ტოტალურ დაბნელებას და, ამავდროულად, სავსემთვარეობას ელოდებიან, სხვაგვარად რომ ვთქვათ, მთვარე დედამიწის ჩრდილში სრულიად მოექცევა. ჩვეულებრივ, იმ დღეს, როდესაც ”მგლის მთვარეა" მოსალოდნელი, საღამოს, მზე რომ ჩადის, ცა წითლდება. აქედან გამომდინარე, ზოგიერთი ასტროლოგი მსგავს მთვარეს ”სისხლიანსაც" უწოდებს. როგორ აისახება ”სისხლიანი მთვარის" მოსვლა თქვენს ცხოვრებაზე? მოსალოდნელია აყალ-მაყალი სამსახურში ან ოჯახში, გაიზრდება ადამიანთა გაღიზიანების დონე, მოგეჩვენებათ რომ მთელი სამყარო დანევროზდა და ყველა რაღაცას გერჩით. კუთხეში მიმწყვდეულად იგრძნობთ თავს, ვერ მიიღებთ გადაწყვეტილებებს ან მწარედ შეცდებით.

19 თებერვალი: ”თოვლის მთვარე"
19 თებერვალს მომდევნო სავსემთვარეობა გველოდება. ამ დროს მთვარე ქალწულის ზოდიაქოს ნიშანში აღმოჩნდება.
მოგიწევთ ზეგანაკვეთური მუშაობა, გაიწელება პროექტები, წარმოიშვება სირთულეები, რომელთა გადასალახად დიდი ძალისხმევის გამოჩენა მოგიწევთ. საჭირო გახდება მსხვერპლის გაღება. ამ ნაბიჯის გადადგმა გაგიჭირდებათ.
19 თებერვალს  ერთმანეთს ხვდებიან მერკური და ნეპტუნი, რაც სიტუაციას კიდევ უფრო ამძიმებს და ამძაფრებს. თქვენი ქვეცნობიერი მოგაწოდებთ ინფორმაციას, რომელსაც წინათ მთელი არსებით უარყოფდით და არ აღიარებდით.
loading...
20 მარტი:”თბილი მთვარე"
20 მარტს მესამე სავსემთვარეობა გველოდება. ამ პერიოდის მთვარეს უწოდებენ ”თბილს", რადგან ემთხვევა გაზაფხულის პირველ თვეს. ჩვეულებრივ, მისი გამოჩენის შემდეგ ამინდები უკეთესობისკენ იცვლება და ტემპერატურაც, შედარებით, მაღლა იწევს. 20 მარტს გააქტიურდება ვენერა, მზე კი გადაინაცვლებს ვერძის ზოდიაქოს ნიშანში. ამ დღეს მთვარე იმყოფება სასწორში, სწორედ ამიტომ საფრთხის ქვეშ დადგება არა თქვენი კარიერა ან ჯანმრთელობა, არამედ პირადი ურთიერთობები. გაგიჭირდებათ ფიქრი და კონცენტრაცია ერთ საკითხზე. საყვარელ ადამიანთან საუბრისას მოზომეთ სიტყვები, შესაძლოა მარტივად ატკინოთ გული ან სწორად ვერ გაიგოს თქვენი რჩევა/შენიშვნა.

18 მაისი: ”ლურჯი მთვარე"
მაისს ვარდობისთვეს ტყუილად არ ეძახიან, სწორედ ამ დროს ყვავის უამრავი ლამაზი
ყვავილი, მათ შორის ვარდი. 18 მაისს უნდა ელოდოთ ”ლურჯ მთვარეს,"  რომელსაც  ამავდროულად ”აყვავილებულ მთვარეს" უწოდებენ.
მშვენივრად ჟღერს, არა? სახელმა არ შეგაცდინოთ. ამ დროს მთვარე მორიელის ზოდიაქოს
ნიშანში გადაინაცვლებს.
გაიზრდება ეჭვები, წინა პლანზე გადმოინაცვლებს ბნელი სურვილები. ფარდა აეხდება საიდუმლოებებს, რომლებსაც ზოგიერთი ადამიანის ცხოვრების დანგრევა შეუძლი

16 ივლისი: ”რქიანი მთვარე"
ივლისის სავსე მთვარეს სხვაგვარად უწოდებენ ”მოვარდისფრო მთვარე" ან ”გავარვარებული მთვარე". ამ პერიოდში ეს ციური სხეული გადაინაცვცლებს თხის რქაში, სწორედ აქედან მომდინარეობს მისი ძირითადი სახელიც - ”რქიანი მთვარე." მთვარე დაუპირისპირდება ვენერას.
16 ივლისს მოსალოდნელია ძვირფასეულობის დაკარგვა, სილამაზის საკითხზე აღმოცენებული მწვავე კონფლიქტი, აზრთა რადიკალური სხვადასხვაობა მოვლენების შეფასებისას. მოსალოდნელია დეპრესიული ფონის მომატება, რის გამოც ბევრი ადამიანი აპათეაში ჩავარდება და სიცოცხლის ხალისს დაკარგავს. მერკურის რეტროგრადულობა გააჩენს მნიშვნელოვანი დოკუმენტების დაკარგვის საფრთხეს.

 

loading...