2020 წლიდან მოსწავლეებს სკოლის გამოსაშვები გამოცდების ჩაბარება აღარ მოუწევთ

image
  • 691
გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, სოფო გორგოძის განცხადებით, 2020 წლიდან სკოლებში გამოსაშვები გამოცდები მოიხსნება. ამის შესახებ მან განათლების სისტემის ახალი მოდელის პრეზენტაციაზე თქვა.

სოფო გორგოძის თქმით, ამ ცვლილების ამოქმედებამდე, წელს უკვე მე-11 კლასის მოსწავლეებისთვის გამოსაშვები გამოცდები გაუქმდება, მაგრამ მათი ჩაბარებამ წელს მე-12 კლასელებს მაინც მოუწევთ.

2020 წლიდან ერთიანი ეროვნული გამოცდები ჩასაბარებელი სამ სავალდებულო საგანში იქნება: ქართული ენა და ლიტერატურა, უცხო ენა და მესამე იქნება იმ პროფილის მიმართულებით გამოცდა, რა სპეციალობასაც აბიტურიენტი აირჩევს.
loading...
რაც შეეხება ზოგად უნარებს, ამ ან სხვა გამოცდის დამატების უფლება უკვე უმაღლეს სასაწავლებლებს ექნებათ.

„გამოცდების ახალი მოდელი“ განათლების რეფორმის მცირე ნაწილია. სისტემაში არსებული პრობლემების შესწავლის შემდეგ, მიხეილ ბატიაშვილის გუნდმა ექსპერტებთან ერთად კომპლექსური მიდგომა შეიმუშავეს. იმისთვის, რომ განათლების ყველა საფეხურზე ცოდნის მიღება  საერთაშორისო სტანდარტით მოხდეს. განათლების რეფორმის შესახებ "იმედის კვირასთან" მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმაც ისაუბრა.

 

loading...