"ავტომანქანის მძღოლმა შელაპარაკების ნიადაგზე მოკლა" - რა გახდა სვანეთში 22 წლის ბიჭის გარდაცვალების მიზეზი?

image
  • 3 815
22 წლის ზუგდიდის რაიონ სოფელ ზედა ეწერის მკვიდრი,რომელიც გამთენიისას,სოფელ ბარჯაში გარდაიცვალა,თირკმლის არეში, ჯერჯერობით დაუდგენელი საგნით,სატვირთო ავტომანქანის მძღოლმა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე მოკლა.

„ ეს ბიჭი იყო უწყინარი,მაგრამ როცა დალევდა ხასიათი ეცვლებოდა და სულ სხვა ხდებოდა. იგი მტვირთავად მუშაობდა ხე-ტყის ბიზნესში. გამთენიისას რამდენიმე ბიჭთან და მძღოლთან ერთად სვანეთიდან ხე-ტყის მასალა მოჰქონდათ.გზად,სოფელ ბარჯაში კუბდარზე შეჩერებულან და ბიჭებს გაუგრძელდათ დალევა,რა დროსაც მძღოლმა ც.ზ.-მ მათ „დაუსიგნალა“,რასაც მისი მხრიდან მძაფრი რეაქცია მოჰყვა და შელაპარაკდნენ,მას შემდეგ იცით,რაც მოხდა,იგი მძღოლმა დაჭრა. მიუხედავად იმისა, რომ დროზე გამოძახეს სასწრაფო დახმარების ბრიგადა,მას ცოცხალს ვერ მიუსწრეს...პროზექტურიდან გადმოსვენების შემდეგ,მე თავად ჩავაცვი მიცვალებულს და გავაპატიოსნე,მე თავად ვნახე საკმაოდ ღრმა ჭრილობა თირკმლის სიახლოვეს“,- განუცხადა „პრაიმტაიმსს“ გარდაცვლილის მეზობელმა ხ.ჯგერენაიამ.
loading...
ასევე ვრცელდებოდა თავდაპირველი ინფორმაცია,რომ 22 წლის ი.გ. სოფელ ბარჯაში გულის შეტევით გარდაიცვალა.

„პრაიმტაიმის“ ინფორმაციით, მძღოლი ც.ზ.,რომელმაც სავარაუდოდ ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე დაჭრა ი.გ.-მიმალვაშია,ხოლო თანმხლები 2 ახალგაზრდა პოლიციის სამმართველოში იკითხება.

„პრაიმტაიმსს“ შსს-ში განუცხადეს,რომ მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით აღძრულია სისხლის სამართლის საქმე 116-ე მუხლით,რაც სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს,ასევე დანიშნულია ექსპერტიზა და მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.

 

loading...