საფრთხე, რომელსაც მოსახლეობას გამათბობლები უქმნის (ვიდეო)

image
  • 5 880
თეთრი ან ვერცხლისფერი მილებით ბუნებრივი აირის ნამწვი დახურული სივრციდან გარეთ გამოდის. საქართველოში თითქმის 15 წელია გამათბობლებისა და წყლის გამაცხელებლების ამ სისტემებს მოიხმარენ. შესაბამისად, ამდენივე წელია საკვამურებს ამონტაჟებენ იქ, სადაც მოუხერხდებათ: ძალიან ახლოს ფანჯრებთან ან კართან, ან სულაც აივანზე.

ევროპული სტანდარტების მიხედვით, თითოეული ბინიდან გასული გამათბობლის მილი ცენტრალურ, შემკრებ მილს უნდა შეუერთდეს, სახურავზე ავიდეს და სწორედ იქედან გაიფანტოს ნამწვი ჰაერში. საქართველოში კი გამათბობლებისა და წყლის გამაცხელებელი მოწყობილობების საკვამურები ყველგან ერთი პრინციპით და არასწორადაა დაყენებული.

წვის შედეგად გამოყოფილი ადამიანის ჯანმრთელობისთვის საშიში მავნე ნივთიერებები საცხოვრებელ სახლებში ხშირ შემთხვევაში დაუდევრობის გამო ხვდება.  შეიძლება ითქვას, რომ CO და Co2-ით თბილისის სადარბაზოები გაჟღენთილია.
loading...
საქართველოში ბოლო ერთი წლის განმავლობაში ასამდე ადამიანია დაღუპული  გაზით გაჟონვის, აფეთქებისა და CO-თი ინტოქსიკაციის შედეგად. უბედური შემთხვევების ნაწილი კუსტარულად დამონტაჟებული გამათბობლების გამო მოხდა. ამ ობიექტებზე აღმოჩენილი იყო დარღვევები და გაზის მოწყობილობები დალუქული, მაგრამ აბონენტებმა ლუქები მოხსნეს, თვითნებურად ჩართეს და კუსტარულად ხელახლა დაამონტაჟეს გაზის მოწყობილობები.

კანონდებლობაში რა სახის ცვლილებები შევა, ამაზე ერთად უნდა იმუშაონ ენერგეტიკოსებმა, სემეკმა და პარლამენტმა. თუმცა ფაქტია ისიც, რომ დღეს მოქმედი რეგულაციების ზუსტად დაცვის შემთხვევაშიც კი ლეტალური შედეგების სტატისტიკა იმაზე ბევრად უკეთესი იქნებოდა, ვიდრე გვაქვს.

 

loading...