საზარელი ტრაგედია თბილისში - ვინ არიან ქეთევან წამებულის გამზირზე გარდაცვლილები

image
  • 10 484
სა­ზა­რე­ლი ტრა­გე­დია დატ­რი­ალ­და თბი­ლის­ში, ქე­თე­ვან წა­მე­ბუ­ლის ქუ­ჩა­ზე, სა­დაც, სა­ვა­რა­უ­დოდ, კუს­ტა­რუ­ლად და­მონ­ტა­ჟე­ბუ­ლი ბუ­ნებ­რი­ვი აი­რის ხელ­სა­წყოს ნამ­წვით დაგ­რო­ვი­ლი CO-თი 7 ადა­მი­ა­ნი გარ­და­იც­ვა­ლა.

მათ­გან ყვე­ლა­ზე უფ­რო­სი, ბათო სუ­თი­ძე 54 წლის არის, ყვე­ლა­ზე უმ­ცრო­სი, ლაშა კო­ბა­ხი­ძე კი - 20-ის. გარ­დაც­ვლი­ლე­ბი არი­ან ასე­ვე ბათო სუ­თი­ძის შვი­ლი 29 წლის ან­ზორ (კუსა) სუ­თი­ძე, მისი დის­შვი­ლი 28 წლის ნიკა კა­პა­ნა­ძე, ძმე­ბი - 32 წლის ვახ­ტანგ და 39 წლის ჯონ­დო ყა­ზიშ­ვი­ლე­ბი, ასე­ვე 24 წლის ნუკ­რი ჩუ­ბი­ნი­ძე.

"ყა­ზტრანსგა­ზის" ოფი­ცი­ა­ლუ­რი გან­ცხა­დე­ბით, კომ­პა­ნი­ას ხელ­სა­წყო - ბუ­ნებ­რი­ვი აი­რის წყლის გა­მა­ცხე­ლე­ბე­ლი ჩახ­სნი­ლი ჰქონ­და, თუმ­ცა ბი­ნის მე­პატ­რო­ნე­ებ­მა ის თვით­ნე­ბუ­რად კვლავ მი­უ­ერ­თეს ბუ­ნებ­რივ აირს, რის შემ­დე­გაც ბინა გა­ა­ქი­რა­ვეს. გარ­დაც­ვლი­ლე­ბი ზეს­ტა­ფო­ნის, თერ­ჯო­ლის, გო­რის, ას­პინ­ძის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტი­დან იყ­ვნენ და დე­და­ქა­ლა­ქის ერთ-ერთ მშე­ნებ­ლო­ბა­ზე მუ­შე­ბად მუ­შობ­დნენ. გარ­დაც­ვლი­ლი მამა-შვი­ლი ბათო და ან­ზორ სუ­თი­ძე­ე­ბი თერ­ჯო­ლი­დან იყ­ვნენ, გო­რის რა­ი­ო­ნი­დან იყ­ვნენ ძმე­ბი ყა­ზიშ­ვი­ლე­ბი.

ბათუ სუ­თი­ძის ახ­ლო­ბე­ლი ოჯა­ხის ტრა­გე­დი­ის შე­სა­ხებ სა­უბ­რობს: - ბათუ ტრა­გი­კუ­ლი ბე­დის კაცი გა­მოდ­გა. ის თერ­ჯო­ლა­ში ცხოვ­რობს, სხვა სახლ-კარი მას არ ჰქო­ნია და ვერც ექ­ნე­ბო­და, - მისი მე­უღ­ლე წლე­ბია მძი­მე და­ა­ვა­დე­ბას ებ­რძვის, ამას იმ­დე­ნი ფი­ნან­სე­ბი სჭირ­დე­ბო­და, იძუ­ლე­ბუ­ლი გახ­და და­ე­ტო­ვე­ბი­ნა სახ­ლი და სა­მუ­შაო ეძებ­ნა. პირ­ვე­ლად ცო­ლის ნა­თე­სა­ვებ­თან ცხოვ­რობ­და თეთ­რი­წყა­რო­ში, მაგ­რამ იქე­დან რომ ვერ იარა, თბი­ლის­ში ნა­ქი­რა­ვებ ბი­ნა­ში გა­და­ვი­და. მშენებლობაზე მუშაობა წამოიწყო, თან თავისი ერთადერთი შვილი, ანზორიც აიყოლია. ისიც მამასავით შრომისმოყვარე იყო. თბილისში ხან რომელ მშენებლობაზე მუშაობდნენ, ხან რომელზე. ბოლოს ყაზბეგში იყვნენ, თბილისის ობიექტი სულ ერთი თვის ნაშოვნი ჰქონდათ. ბათუ სანდო კაცი იყო, ამიტომ ყველგან ეძახოდნენ. ბოლოს სამშენებლო ბრიგადაც შექმნა, - ამბობდა, სანდო ბიჭები მყავს, უსაქმურ კაცს არ მივიღებ, რომ შემარცხვინოსო. ამ ბრიგადაში ყველა ერთმანეთის ნათესავი იყო და ერთადაც წავიდნენ ამ ქვეყნიდან… უდიდესი ტრაგედია მოხდა, არ ვიცი, ამ უბედურებას როგორ გავუძლებთ...

- გავრცელდა ინფორმაცია, რომ ბათოს თან დისშვილიც ახლდა...
- დიახ. ნიკა კაპანაძე. ის ასპინძაში ცხოვრობდა და ბიძამ წამოიყვანა სამუშაოდ თბილისში. დალხინებით არც ბათოს და ცხოვრობდა ასპინძაში.

ენითაუღწერელი უბედურება მოხდა-მეთქი. მათ ოჯახებში რა ტრიალებს ენა ვერ აღწერს. ბიჭებს შორის ყველაზე პატარა, ლაშა კობახიძე სულ 20 წლის არის. და იცით რატომ იყო წასული სამუშაოდ? - ფულს აგროვებდა, რომ უცხოეთში წასულიყო, იქედან დაეხმარებოდა ოჯახს და უნდოდა აეწყო ცხოვრება. ლაშას 8 წლის უმცროსი და ჰყავს, გიჟდებოდა მასზე, ამბობდა, ჩემ დას არაფერი უნდა ეკლდესო...
განადგურდა ბათო სუთიძის ოჯახი ბოლომდე, დახოცილი არიან მწუხარებისაგან მისი ძმები, ყველანი დახოცილები ვართ...

ლაშა კობახიძის ახლობელი გვეუბნება, რომ ბიჭი წლების განმავლობაში სტიქაროსანი იყო, სამუშაოდ კი რამდენიმე თვეა, რაც თბილისში წავიდა.

"კვირის პალიტრა" ღრმა მწუხარებას გამოთქვამს მომხდარის გამო და უსამძიმრებს გარდაცვლილების ოჯახის წევრებსა და ახლობლებს.
loading...
ლაშა კო­ბა­ხი­ძე
ვახო და ჯონი ყა­ზიშ­ვი­ლე­ბი
ნიკა ლომიძე და ნუკრი ჩუბინიძე
 

 

loading...