CO-თი ოჯახის ექვსი წევრი მოიწამლა, მათ შორის ორი ბავშვია

image
  • 1 394
თემქის მე-3 მიკრორაიონში CO-თი ოჯახის ექვსი წევრი მოიწამლა, მათ შორის ორი ბავშვია. როგორც "პრაიმტაიმისთვის" გახდა ცნობილი, ორი ბავშვი იაშვილის საავადმყოფოში გადაიყვანა სასწრაფო დახმარებამ, დანარჩენი ოჯახის წევრები მეხუთე საავადმყოფოში.

ადგილზე სასწრაფო ბრიგადასთან ერთად საპატრულო პოლიციაც გამოცხადდა.

წინასწარი ინფორმაციით ნამწვის დაგროვდბა “კარმას” ტიპის გამათბობელიდან მოხდა.
loading...
მეხუთე საავადმყოფოში აცხადებენ, რომ პაციენტების სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება და მათ შესაბამისი სამედიცინო დახმარება უტარდებათ.

იაშვილის კლინიკაში "პრაიმტაიმს" განუცხადეს, რომ კლინიკაში, გადაუდებელი მედიცინის განყოფილებაში რამდენიმე წუთის წინ შეიყვანეს 10 და 16 წლის გოგონები, რომლებსაც ამ წუთებში გამოკვლევა უტარდებათ. მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

 

loading...