ვინ არიან ფარული კადრების გავრცელების ბრალდებით დაკავებული პირები?

image
  • 9 849
შინაგან საქმეთა სამინისტრომ დეპუტატ ეკა ბესელიას პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების შენახვა-გავრცელების ბრალდებით 16 პირი დააკავა. უწყება დაკავებულთა ვინაობებს არ ასაჯაროებს, თუმცა ამ დროისთვის რამდენიმე მათგანის შესახებ ინფორმაცია უკვე ცნობილია.

ფარული კადრების გავრცელების ბრალდებით დაკავებული 16 პირიდან, ერთ-ერთი 28 წლის გიორგი ფარცვანიაა. იგი ზუგდიდში, სოფელ ინგირის მეურნეობის დასახლებაში ცხოვრობს.

მამა, ჰამლეტ ფარცვანია „პრაიმტაიმთან“ ყვება, რომ მას წუხელ, ღამის სამ საათზე დაუკავშირდნენ და უთხრეს, რომ მისი შვილი დაკავებულია.

„სხვა არაფერი ვიცი, მთელი ოჯახი „ნაციონალები“ ვართ და იმიტომ დააკავეს გიორგი?! ან რა კავშირი აქვს მას ფარულ კადრებთან. მე მამა ვარ ასევე მებრძოლი, ომის ვეტერანი ამას ასე არ დავთმობ, რომ ჩავიდე სად ჩავიდე, ასე მითხრეს, რომ საგარეჯოში ჰყავთ... გუშინ ასევე იყო თბილისში აქციაზე... დაკავებულ მებრძოლ ლუკა ჩხეტიას აქციაზე, იმიტომ დაიჭირეს ჩემი შვილი, ეს რა გამიკეთეს,“ - ამბობს ჰამლეტ ფარცვანია "პრაიმტაიმთან".
loading...
დაკავებულთა შორისაა მომღერალი გიორგი გასვიანი, რომელსახ საზოგადოება პროექტ "იქს ფაქტორიდან" იცნობს.

არსებული ინფორმაციით, პოლიციის თანამშრომლებმა გიორგი გასვიანს სამსახურში გუშინ მიაკითხეს და იქ მოხდა მისი დაკავება.

გარდა ამისა, ბათუმში დააკავეს "ნაციონალური მოძრაობის" ორი აქტივისტი, დები -ირმა და ინგა ხოროიშვილები. ამ დროისთის ერთ-ერთი დაკავებული რუსთავში, ხოლო მეორე ხაშურშია გადაყვანილი. საქმის სხვა დეტალები ჯერჯერობით უცნობია.

ახლობლების გადმოცემით, ინგა ხაროიშვილი ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის უნივერსიტეტში ლექციებს კითხულობს, ირმა ხაროიშვილი კი ერთ-ერთი საჯარო სკოლის პედაგოგი გახლავთ.

 

loading...