თებერვალი სიახლეების თვეა: ნახეთ თქვენი ასტროლოგიური პროგნოზი

image
  • 11 807
ვერძი

დღეს ახალმთვარეობაა და კარგი პერიოდი იწყება ჩანაფიქრების და ახალი საქმეების განსახორციელებლად. 5-და 6 თებერვლიდან იდეალური დროა სიახლეების წამოსაწყებად. ახალმთვარეობა თქვენთვის მე-11 სახლში მოხდება. ეს კი იმას ნიშნავს, რომ მოსალოდნელია ახალი მეგობრების, სანაცნობო წრისა და კოლექტივის შეძენა. შესაძლოა თავად შექმნათ ახალი სოციალური წრე ან თუნდაც „ფეისბუქ“ ჯგუფი. იდეალური დროა ონლაინ ბიზნესის დასაწყებად. შესაძლოა სპორტული დარბაზის აბონემენტის შეძენა გადაწყვიტოთ და სწორედ იქ გაიცნოთ ახალი მეგობრები. 4 თებერვალს ვენერა, სიყვარულის და ფულის პლანეტა, თქვენს მეათე სახლში (სტატუსი და კარიერა) შედის. ფულის პლანეტა კარიერის სექტორში კარგი კომბინაციაა. შესაძლოა ხალი სამსახურის დაწყება. გამოგიჩნდებათ დამატებითი შემოსავლის წყარო ან რაიმე საინტერესო ინფორმაციას მიიღებთ. მოსალოდნელია დაწინაურება და კარგი ურთიერთობა უფროსობასთან. როდესაც სიყვარულის პლანეტა კარიერულ სახლში შედის, აქ შესაძლოა სამსახურეობრივმა რომანმაც იჩინოს თავი. თქვენი სოციალური სტატუსი უკეთესობისკენ შეიცვლება.  შესაძლოა სპეციალობა შეიცვალოთ და  თავად გახდეთ ხელმძღვანელი. აუცილებლად იამაყებთ საკუთარი თავით. მერკური კი მთელი თვის განმავლობაში თქვენს მე-12 სახლში იქნება. შესაძლოა ახალ კურსებზე ჩაეწეროთ და თქვენთვის საინტერესო სფეროში განათლება მიიღოთ. მარსი კი თებერვლის პირველი 2 კვირის განმავლობაში თქვენს ნიშანში იქნება. ეს იმას ნიშნავს, უამრავი ენერგია გექნებათ და განსაკუთრებით გამბედავები იქნებით. მზად იყავით მოულოდნელობებისთვის, იმპულსური და თამამი საქციელებისთვის. შესაძლოა, სრულიად მოულოდნელად, სადმე გაემგზავროთ. ელოდებთ უეცარ ცვლილებებს სასიყვარულო ან მეგობრულ ურთიერთობებში. შესაძლოა გაუთვალისწინებელ სიტუაციაში აღმოჩნდეთ, როგორიცაა მაგალითად ავტოსაგზაო შემთხვევა, თუმცა ეს თქვენ არ დაგაზარალებთ. 9-14 თებერვლის პერიოდში თავი შეიკავეთ კოსმეტოლოგიური და ნებისმიერი სალონური პროცედურებისგან. თებერვლის ამ მონაკევთში ნუ გაიკეთებთ ოპერაციას. 15 თებერვლიდან მარსი თქვენს მეორე (ფინანსების) სახლში შევა. შემოსავლის ახალ წყაროს იპოვით. ბევრი საქმე გექნებათ. შეგიძლიათ ინვესტიციები თამამად განახორციელოთ. 19 თებერვალს სავსემთვარეობაა. ამ პერიოდიდან შესაძლოა დაასრულოთ სასწავლო კურსი, გამოიცვალოთ სამსახური ან თქვენს კომპანიაში რამე შეიცვალოს. თვის ბოლოს შესაძლოა შეცვალოთ ყოველდღიური ცხოვრების რეჟიმი, საქმიანი განრიგი ან თუნდაც კვების რაციონი.

 
 კურო

4 თებერვლის ახალმთვარეობა თქვენს მე-10 სახლზე (კარიერა და სტატუსი) გაივლის. მოსალოდნელია ახალი ურთიერთობის წამოწყება, ნიშნობა და ქორწინება. ასევე, ახალმა მთვარემ შესაძლოა ახალი თანამდებობა ან სამსახური მოგიტანოთ. კარგი დროა საკუთარი ბიზნესის წამოსაწყებად. შესაძლოა ახალი მიზანი გაგიჩნდეთ, სამსახურის შეცვლა გადაწყვიტოთ ან საერთოდ სპეციალობა შეიცვალოთ. მოსალოდნელია ცვლილებები იმ კომპანიაში, სადაც მუშაობთ. შესაძლოა აიღოთ დიპლომი, დაიცვათ დისერტაცია, დაიმსახუროთ რაიმე ჯილდო ან მედალი. თუ უმუშევარი ხართ, აუცილებლად იპოვით სამსახურს. ვენერა კი 4 თებერვალს თქვენს მე-9 სახლში შევა (მოგზაურობა, საერთაშორისო კავშირები. მოსალოდნელია მოგზაურობა, ნაცნობობა უცხო ქვეყნის მოქალაქეებთან. შესაძლოა უცხოელი შეგიყვარდეთ. კარგი პერიოდია საერთაშორისო ბიზნესისთვის, უცხო ქვეყნის კომპანიებთან კონტრაქტების გასაფორმებლად და საკუთარი პროდუქციის რეკლამირებისთვის. შესაძლოა გაიზარდოს თქვენი მომხმარებლების რაოდენობა, განსაკუთრებით კი იმ შემთხვევაში, თუკი თქვენი ბიზნესი სილამაზესთან ან ტკბილეულთან არის დაკავშირებული. დადებითად ჩაივლის სასამართლო პროცესები. მოსალოდნელია ალიმენტების ან გრანტების მიღება. კარგი პერიოდია წიგნის გამოსაქვეყნებლად, ასევე პედაგოგიური საქმიანობის წამოსაწყებად. 11 თებერვლიდან მერკური თქვენს მე-11 სახლში შევა. მოსალოდნელია მეგობრების შეძენა, ახალი ნაცნობობა, აქტიური კონტაქტი სოციალურ ქსელში. თუკი ვაჭრობით ხართ დაკავებული, თქვენი საქმე წინ წავა. შესაძლოა ახალი თანამოაზრეები გამოგიჩნდეთ. ელოდეთ უამრავი ახალი მეგობრის და ნაცნობის შეძენას. კარგი პერიოდია ონლაინ კურსების ჩასატარებლად. 15 თებერვლიდან მარსი თქვენს პირველ სახლში, თქვენივე ნიშანში შევა. უფრო აქტიურები და ენერგიულები გახდებით. 15 თებერვლამდე დალაგდება ისეთი საკითხები როგორებიცაა: საბუთების მოწესრიგება, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული პროცესები, პირადი ურთიერთობები, სამედიცინო პროცედურები, მკურნალობის კურსი. 19 თებერვლის სავსემთვარეობა კი ახალ ინფორმაციას მოგიტანთ. შესაძლოა გაიგოთ, რომ შვილი ან შვილიშვილი შეგეძინებათ.

 
ტყუპები

4 თებერვალს ახალი მთვარე თქვენს მე-9 სახლზე გაივლის. მოსალოდნელია მოგზაურობა, ახალი ადამიანების გაცნობა, საზღვარგარეთ სამუშაოდ წასვლა. კარგი დროა კონტრაქტების გასაფორმებლად, ბიზნესის გასაფართოებლად და საერთაშორისო პარტნიორებთან ხელშეკრულებების დასადებად. თუ სასამართლო პროცესში იღებთ მონაწილეობას, ამ კუთხით აუცილებლად რაღაც შეიცვლება, თანაც უკეთესობისკენ. 4 თებერვალს ვენერა თქვენს მე-8 სახლში შევა. მერვე სახლი სხვის ფულს ან ერთიან თანხას ნიშნავს. შესაძლოა მემკვიდრეობის მიღება, ერთობლივი ბიზნესის წამოწყება, სტიპენდიის ან გრანტის მიღება. კრედიტის აღება თუ გსურთ, ბანკი მას აუცილებლად მოგცემთ. მე-8 სახლი სექსის და ინტიმის სახლიცაა. შესაძლოა ძალიან ახლო ურთიერთობა წამოიწყოთ ვინმესთან. გაიცნობთ ახალ ადამიანს, რომელიც ძალიან სწრაფად გახდება თქვენთვის ძვირფასი პიროვნება. ვენერა ასევე დაგეხმარებათ ფსიქოლოგიური პრობლემების მოგვარებაში. იუპიტერიკი მთელი თვე თქვენს მე-7 სახლში (ურთიერთობა და პარტნიორობა) იქნება. ეს პლანეტა აუცილებლად დაგეხმარებათ პირად თუ საქმიან ურთიერთობებში. შესაძლოა ახალი მეგობარი გამოგიჩნდეთ, რომელიც მთელი ცხოვრება თქვენს გვერდით იქნება. მოსალოდნელია ნიშნობა და ახალი სასიყვარულო ურთიერთობის წამოწყება. თუ დაოჯახებული ხართ, შესაძლოა მეორე შვილი შეგეძინოთ. თავისუფალი ტყუპები აუცილებლად გაიცნობენ მომავალ მეუღლეს. მოგვარდება კონფლიქტები როგორც თანამშრომლებთან, ასევე მეგობრებთან და საყვარელ ადამიანებთან. 11 თებერვლიდან მერკური თქვენს მე-10 სახლში შევა (კარიერა და სტატუსი). ელოდეთ სწრაფ ცვლილებებს სამსახურში. შესაძლოა ხელმძღვანელობის ცვლილება და ახალი კონტრაქტების გაფორმება. კარგი პერიოდია ვაჭრობისთვის. შესაძლოა გასაუბრებაზე ან ქასთინგზე წახვიდეთ. შეიცვლება თქვენი სოციალური სტატუსი. 15 თებერვლიდან კარგი პერიოდია, წახვიდეთ გამაჯანსაღებელ პროცედურებზე, სამკურნალოდ და დასასვენებლად. 14-15 თებერვალს შესაძლოა გაიგოთ თქვენი ფარული მტრების არსებობის შესახებ. 19 თებერვალს, სავსემთვარეობა თქვენს მე-4 სახლში მოხდება. ელოდეთ ცვლილებებს საცხოვრებელ სახლთან და უძრავ ქონებასთან დაკავშირებით. თუ ბინის ყიდვას გეგმავთ, აუცილებლად იპოვით თქვენთვის სასურველ ადგილს. შესაძლოა მატება ოჯახში.

 

კირჩხიბი

4 თებერვალს ახალმთვარეობა თქვენს მე-8 სახლში მოხდება. ეს ფინანსების სახლია. როგორც წესი საქმე ეხება ერთიან და დიდ ფინანსებს. შესაძლოა სესხის აღება, ინვესტიციები ან თქვენს მეუღლეს გამოუჩნდება ახალი შემოსავალი, ვიღაც ფინანსურად დაგეხმარებათ ან მემკვიდრეობას მიიღებთ. 4 თებერვლიდან მარტივად აიღებთ კრედიტს, თუმცა სათანადოდ გათვალეთ თქვენი ფინანსური შესაძლებლობები და მეტი პასუხისმგებლობა გამოიჩინეთ, რადგან დიდი კრედიტის დაფარვა სირთულეებთან იქნება დაკავშირებული. დაიბრუნებთ კონტროლს საკუთარ თავზე და ცხოვრებაზე. მოიქცევით და იცხოვრებთ ისე, როგორც თქვენ გსურთ და მოგწონთ. ამ პერიოდში თქვენ შეძლებთ, დაძლიოთ ისეთი დამოკიდებულებები, როგორებიცაა სიგარეტის მოწევა, ალკოჰოლის სმა, ნარკოტიკების მიღება ან ტკბილეულის ჭამა. დღეს ვენერა ნიშანს იცვლის და თქვენს მე-7 სახლში შევა. იდეალური დროა შერიგებისთვის. დაალაგებთ თქვენს პირად და საქმიან ურთიერთობებს. კარგი პერიოდია ახალი სასიყვარულო ურთიერთობის დასაწყებად, ნიშნობისთვის და ქორწილისთვის. ასევე იდეალური დროა საქმიანი კონტრაქტების გასაფორმებლად. თუ საკუთარი ბიზნესი გაქვთ, ამ თვეში კარგი კლიენტები გეყოლებათ. მოსალოდნელია საჩუქრების მიღება, პაემნები და რომანტიული საღამოები. 11 თებერვლიდან მერკური თქვენს მე-9 სახლში შევა. მოსალოდნელია მოგზაურობა, საქმიანი მივლინებები, უცხო ქვეყნის მოქალაქეების გაცნობა. კარგი პერიოდია უცხო ენის შესასწავლად და გამოცდების ჩასაბარებლად. იდეალური დროა მწერლებისთვის. თუ თქვენ სტატიებს ან წიგნებს წერთ, აუცილებლად ყველაფერი კარგად განვითარდება. თებერვლის პირველი ორი კვირა, მარსი თქვენს მე-10 სახლში იქნება. ეს კარიერის და სტატუსის სახლია. ამ სფეროში ძალიან აქტიურები იქნებით. მოსალოდნელია სამსახურის და თანამდებობის ცვლილება. ელოდეთ უეცარ ცვლილებებს სამსახურში. მზად იყავით გაუთვალისწინებელი გარემოებებისთვის. 19 თებერვალს კი სავსემთვარეობაა, რომელიც თქვენს მე-3 სახლში მოხდება. შესაძლოა გაწყვიტოთ უერთიერთობა მეზობლებთან ან კურსელებთან. კარგი დღეა მანქანის შესაძენად, ასევე მართვის მოწმობის ასაღებად.

 
loading...
ლომი

4 თებერვალს ახალმთვარეობა თქვენს მე-7 სახლში მოხდება. ფანტასტიური დროა ახალი შეხვედრებისთვის, პაემნებისთვის, ახალი სასიყვარულო ურთიერთობებისთვის. შესაძლოა ახალი ადამიანი გამოჩნდეს, რომელიც თქვენს ცხოვრებაში დიდხანს იქნება. თუ თქვენ უკვე გყავთ სასიყვარულო პარტნიორი, მაშინ თქვენი ურთიერთობა ახალ ეტაპზე გადაინაცვლეს. შეიძლება ეს არა სასიყვარულო, არამედ საქმიან პარტნიორს ეხებოდეს. ახალ სოციალურ წრეს შეიქმნით. მოსალოდნელია კლიენტების, პაციენტებისა და მოსწავლეების მატება. 4 თებერვალს ვენერა თქვენს მე-6 სახლში შედის. ეს თქვენ ახალ სამსახურს, ფულს და შემოსავლების წყაროს მოგიტანთ. შეიძლება ისეთი ვალი დაგიბრუნონ, რომელიც აღარც კი გახსოვდათ. მოსალოდნელია სამუშაო რეჟიმის ცვლილება. შესაძლოა სამსახურში სიარული თქვენთვის ბევრად უფრო კომფორტული გახდეს. თუ ძიძის ან ასისტენტის აყვანას გეგმავთ, აუცილებლად კარგ არჩევანს გააკეთებთ. შესაძლოა თქვენთვის ძალიან მნიშვნელოვან და საინტერესო მივლინებაში გაგიშვან. კარგი პერიოდია გამოჯანმრთელებისთვის, ცხოვრების სტილის და კვების რაციონის შესაცვლელად. 11 თებერვალს მერკური თქვენს მე-8 სახლში შევა. გაითვალისწინეთ, რომ 18-19-20 თებერვალს მერკური ნეპტუნს შეუერთდება და ეს სამი დღე თავი შეიკავეთ ხელშეკრულებების გაფორმებისგან, შესაძლოა მაცდური წინადადებები შემოგთავაზონ, რაც სინამდვილეში არარეალური აღმოჩნდება. ამ პერიოდში უარი თქვით ერთობლივი ბიზნესის წამოწყებაზე. 18 თებერვლამდე კი მოსალოდნელია მოულოდნელი ფინანსების მიღება. შესაძლოა წარმატებული ხელშეკრულება დადოთ ან ინვესტიცია განახორციელოთ. მოსალოდნელია ჰონორარის ან საჩუქრების მიღება. მე-8 სახლი სექსს და ინტიმსაც მოიცავს, ამიტომ შესაძლებელია ახალი და ახლო ურთიერთობის წამოწყება. 15 თებერვლიდან მარსი თქვენს მე-10 სახლში (კარიერა და სტატუსი) შევა. შეიძლება ახალი სამსახური გამოჩნდეს ან დაგაწინაურონ. უფროსობასთან თქვენ საკმაოდ თამამი იქნებით და ყველაფერს ეტყვით თუკი რამე გაქვთ სათქმელი. თუმცა გაფრთხილდით, შესაძლოა კონფლიქტი ხელმძღვანელთან. 19 თებერვალს სავსემთვარეობა თქვენს მე-2 სახლში მოხდება. მეორე სახლი ფინანსებს და ფულს განაგებს. ელოდეთ ბანკის ან ინვესტორის პასუხს. აუცილებლად მიიღებთ სასურველ თანხებს. შესაძლოა უძრავი ქონება გაყიდოთ ან მნიშვნელოვანი პროექტი წარმატებით დაასრულოთ.

ქალწული

4 თებერვალს ახალმთვარეობა სამუშაო სექტორზე მოახდენს გავლენას. შესაძლოა მიიღოთ ინფორმაცია თქვენი სამსახურის ან იმ კომპანიის შესახებ, სადაც მუშაობთ. მოსალოდნელია ხელმძღვანელობის ცვლილება. შესაძლოა სამსახურიდან წასვლა და საკუთარი ბიზნესის წამოწყება გადაწყვიტოთ. ცვლილებები ასევე მოსალოდნელია ცხოვრების სტილში. შესაძლოა საკუთარ თავზე ახალი პასუხისმგებლობები აიღოთ. კარგი დროა სპორტულ დარბაზში სიარულის დასაწყებად. შეცვალეთ კვების რაციონი. დღეს ვენერა თქვენს მე-5 სახლში შევა. ეს  კი კმაყოფილების, პაემნების, ბედნიერების და დასვენების სახლია. თუ თავისუფალი ხართ, აუცილებლად გაიცნობთ მომავალ სიყვარულს. შესაძლოა პაემანზე ან წვეულებაზე დაგპატიჟონ. ელოდეთ სასიამოვნო სიახლეებს თქვენს შვილებთან დაკავშირებით. რაღაც აუცილებლად გაგიხარდებათ. კარგი პერიოდია კერძო ბიზნესის დასაწყებად. აუცილებლად წამოიწყეთ ისეთი საქმე, რომელიც ძალიან გიყვართ. შეგიძლიათ თქვენი ჰობი პროფესიად და შემოსავლის წყაროდ აქციოთ. თუ თქვენი პროფესია ხელოვნებასთან არის დაკავშირებული, ამ თვეში აუცილებლად კარგი და სასიამოვნო სიახლეები გელით. თებერვალში მოგების დიდი შანსი გაქვთ, ამიტომ შეგიძლიათ ლატარიის ბილეთი იყიდოთ. 11 თებერვალს მერკური თქვენს მე-7 სახლში შევა. მოსალოდნელია ხელშეკრულებების მომზადება, კონტაქტი უცხო ადამიანებთან, ბიზნეს პროექტების განხილვა და დოკუმენტების მოწესრიგება. შესაძლოა გრძელვადიანი მიმოწერა გქონდეთ ვინმესთან. მერკური ნეპტუნს 18-20 თებერვლის პერიოდში შეუერთდება. ამ დროს ფრთხილად იყავით, რადგან შეიძლება მოგატყუონ. უფრთხილდით ინტერნეტით ადამიანების გაცნობას, შესაძლოა თაღლითებთან გქონდეთ საქმე. ამ პერიოდში ერიდეთ საქმიანი პარტნიორებისგან წინადადებების მიღებას. 19 თებერვალს სავსემთვარეობა თქვენს ნიშანში მოხდება. ამ დღიდან ყველა კითხვას პასუხი გაეცემა. ნათელს მოჰფენს საიდუმლოებებს. ყველაფერს გაარკვევთ საქმიან თუ სასიყვარულო პარტნიოერბთან ურთიერთობაში; გაიგებთ მათი სამომავლო გეგმების შესახებ. შესაძლოა ინფორმაცია მიიღოთ თქვენი კლიენტების, სტუდენტების ან პაციენტებისგან. 19 თებერვლიდან თქვენ მიიღებთ გადაწყვეტილებას, შეცვალოთ თქვენი იმიჯი: ვარცხნილობა და ჩაცმულობა. დასრულდება თქვენი ცხოვრების ერთი ეტაპი და ახალი დაიწყება.

სასწორი

4 თებერვალს ახალმთვარეობა თქვენს მე-5 სახლში მოხდება. ეს კმაყოფილების, ბედნიერების და დასვენების სახლია. მოსალოდნელია პაემანი და ახალი სიყვარული. შეიძლება თქვენთვის სასურველ ადამიანთან ერთად კინოში ან თეატრში წახვიდეთ. მოსალოდნელია ისეთი ინფორმაციის მიღება, რაც ძალიან გაგაბედნიერებთ. შეიძლება ვინმემ ბავშვის მონათვლა გთხოვონ. ამ პერიოდიდან თქვენ გამოგიჩნდებათ ახალი შემოქმედებითი იდეები, შესაძლოა თქვენი ჰობი პროფესიად აქციოთ და ეს კარგ შემოსავლებს მოგიტანთ. ასევე, შესაძლებელია დასასვენებლად წახვიდეთ. მოსალოდნელია გამგზავრება თქვენთვის საოცნებო ადგილას. კარგი დროა გასართობად, დასასვენებლად და სიყვარულისთვის. თუმცა გაფრთხილდით, თქვენი სიყვარულის ობიექტი შესაძლოა დაქორწინებული იყოს. ვენერა კი 4 თებერვალს თქვენს მე-4 სახლში შედის. ეს ჰარმონიას და სილამაზეს მოგიტანთ. კარგი პერიოდია შერიგებისთვის, დიპლომატიური მოლაპარაკებებისთვის. თუ რემონტს გეგმავთ, აუცილებლად ამ პერიოდში წამოიწყეთ. შესაძლოა მოულოდნელი შემოსავლები, მემკვიდრეობის ან ძვირფასი საჩუქრის სახით. მოსალოდნელია უძრავი ქონების შეძენა. შესაძლოა სახლში წვეულება მოაწყოთ, რომელიც ძალიან მხიარულად ჩაივლის და ყველაფრით კმაყოფილი იქნებით. 11 თებერვლიდან მერკური თქვენს მე-6 სახლში შევა. ეს ჯანმრთელობის და მუშაობის სახლია. შესაძლოა მოლაპარაკებების წარმოება საქმიან პარტნიორებთან, ასევე მოსალოდნელია საქმიანი მიმოწერები. კარგი დროა ბიზნეს პროექტების გასაანალიზებლად. შესაძლოა მივლინებაში ან პროფესიული კურსის გასავლელად გაგიშვან. კარგი პერიოდია სამედიცინო გამოკვლევების ჩასატარებლად. ცვლილებებს შეიტანთ ცხოვრების სტილში და მნიშვნელოვნად გაიჯანსაღებთ თავს. თებერვლის პირველი ორი კვირა მარსი თქვენს მე-7 სახლშია. წინ უამრავი საქმიანი შეხვედრა გელოდებათ. მარსმა შესაძლოა კონფლიქტი გამოიწვიოს კლიენტებთან, სტუდენტებთან, თანამშრომლებთან ან პარტნიორებთან. უთანხმოება მოსალოდნელია საყვარელ ადამიანთანაც. საქმიანი ხელშეკრულებები კი უმჯობესია 15 თებერვლის შემდეგ გააფორმოთ. 15 თებერვალს მარსი მე-8 სახლში შევა. ეს კარგი პერიოდი იქნება ინვესტიციებისთვის, სესხის ასაღებად და ფინანსური პრობლემების მოსაგვარებლად. კარგი დროა შიშებთან და ფსიქოლოგიურ პრობლემებთან გასამკლავებლად. 19 თებერვალს სავსემთვარეობა თქვენს მე-12 სახლში მოხდება. მოიშორებთ ყველაფერს რაც თქვენთვის არასასურველია. შესაძლოა დაასრულოთ არაჯანსაღი ურთიერთობა ან წამოხვიდეთ სამსახურიდან. მარტიდან კი თქვენი ცხოვრების ახალი ციკლი დაიწყება.

მორიელი

4 თებერვალს ახალმთვარეობა თქვენს მე-4 სახლში მოხდება. მოსალოდნელია სხვა ქვეყანაში გამგზავრება, საცხოვრებელი ადგილის შეცვლა და ახალი სახლის ყიდვა. თუ ბინას აქირავებთ, მაშინ ახალი მდგმურები გეყოლებათ. კარგი პერიოდია უძრავი ქონების გაყიდვის/შეძენის და რემონტისთვის.  ოჯახში მოსალოდნელია მატება. დღეს ვენერა თქვენს მე-3 სახლში შედის. გაიცნობთ სასიამოვნო ადამიანებს, კარგი დროა საგანმანათლებლო კურსებზე დასასწრებად. შესაძლოა გაიცნოთ ქალი, რომელიც თქვენთვის ახლო მეგობარი გახდება. მოსალოდნელია მოკლევადიანი მივლინება, რომლითაც ძალიან კმაყოფილი დარჩებით. შესაძლოა მიიღოთ ფინანსური დახმარება ოჯახის წევრებისგან. კარგი დროა ავტომობილის შესაძენად. თუ მართვის მოწმობის აღებას გეგმავთ, ამ პერიოდში ძალიან მარტივად ჩააბარებთ გამოცდას. მოსალოდნელია მომავალი მეუღლის გაცნობა და პაემნები. 9-14 თებერვლის პერიოდში არ დაგეგმოთ ოპერაცია, განსაკუთრებით მოერიდეთ პლასტიკურ ოპერაციასა და კოსმეტოლოგიურ პროცედურებს. 11 თებერვლიდან მერკური შედის თქვენს მე-5 სახლში. პლანეტის ეს მდგომარეობა სიყვარულს, ბედნიერებას და რომანტიულ თავგადასავლებს მოგიტანთ. თუმცა სიფრთხილე გამოიჩინეთ 18-19-20 თებერვალს, ამ პერიოდში მერკური ნეპტუნს შეუერთდება და შესაძლოა თაღლითურ სქემაში აღმოჩნდეთ ან მოგატყუონ. მარსი 15 თებერვლიდან თქვენს მე-7 სახლში შედის. სექსუალურად აქტიური და ვნებიანი ურთიერთობებისთვის მოემზადეთ. თუმცა მარსი აგრესიული პლანეტაც არის, ამიტომ მოსალოდნელია ჩხუბი მეუღლესთან. კონფლიქტები შესაძლოა გქონდეთ სამსახურში ან საქმიან პარტნიორებთან. არ არის გამორიცხული, რომ საქმის მოგვარება მოგიწიოთ თქვენს კონკურენტებთან. 19 თებერვალს სავსემთვარეობა თქვენს მე-11 სახლში მოხდება. თქვენი მუშაობით აუცილებლად მიიღებთ შედეგს. შესაძლოა დაასრულოთ პროექტი. გააქტიურდებით სოციალურ ქსელებში, საკმაოდ პოპულარული გახდებით ინტერნეტში, შესაძლოა უამრავი კომენტარი დაგიწერონ და ნებისმიერი ხასიათის გამოხმაურებას სიმშვიდით შეხვდით. 19 თებერვლიდან კარგი პერიოდია ონლაინ ბიზნესის წამოსაწყებად. კარგი პერიოდია სარეკლამო კამპანიის წამოსაწყებად.

მშვილდოსანი

4 თებერვალს ახალმთვარეობა თქვენს მე-3 სახლში მოხდება. გაიცნობთ ახალ ადამიანებს. ეს შესაძლოა საგანმანათლებლო კურსებზე ან მივლინებაში მოხდეს. გაფართოვდება თქვენი სანაცნობო წრე და გამოგიჩნდებათ თანამოაზრეები. მოსალოდნელია ინფორმაციის მიღება ოჯახის წევრებისგან. დღეს ვენერა თქვენს მე-2 სახლში შევა. აქვე იქნება სატურნიც. შესაძლოა ახალი სამსახური ან შემოსავლების დამატებითი წყარო იპოვოთ, თუმცა ბევრი მუშაობა მოგიწევთ. მოსალოდნელია მემკვიდრეობის და ძვირფასი საჩუქრების მიღება. შესაძლოა სახლი იპოთეკით დატვირთოთ ან სესხი აიღოთ. მოსალოდნელია მნიშვნელოვანი კონტრაქტის გაფორმება და ინვესტიციების განხორციელება. ეს თვე თქვენთვის ფინანსურად წარმატებული იქნება. მოსალოდნელია ავტომობილის და ლამაზი ნივთების შეძენა ან მათი საჩუქრად მიღება. 11 თებერვლიდან მერკური თქვენს მე-4 სახლში შევა. მოსალოდნელია სამშენებლო მასალების შეძენა, სახლის პროექტის დაგეგმვა, რემონტი, უძრავი ქონების შეძენა/გაყიდვა გადაფორმება. ასეთ საკითხებთან დაკავშირებული დოკუმენტები აუცილებლად თებერვალში გააფორმეთ. თუმცა ეს არ გააკეთოთ 18-19-20 თებერვალს. ამ დღეებში პლანეტა ნეპტუნმა შესაძლოა თაღლითობის ან ტყუილის მსხვერპლად გაქციოთ.  რემონტს თუ წამოიწყებთ ეს აპრილის შუა რიცხვებამდე გასტანს. მოსალოდნელია გამგზავრება ბებია-ბაბუასთან ან მშობლების სახლში. შესაძლოა შემოქმედებითი საქმიანობა წამოიწყოთ, მაგალითად სტუდია გახსნათ ან იქირავოთ. კარგი პერიოდია ხელოვნების ნიმუშების და ანტიკვარიატის შესაძენად. მარსი 1-15 თებერვლის პერიოდში თქვენს მე-5 სახლში იქნება და მოსალოდნელია პაემნები. ეს პერიოდი ახალ სიყვარულს და ბედნიერებას მოგიტანთ. შესაძლოა სასიამოვნოდ გაგაოცონ საკუთარმა შვილებმა. 15 თებერვლიდან კი მარსი თქვენს მე-6 სახლში შევა. შესაძლოა ამ დროს მივლინებაში წახვიდეთ. ძალიან დაკავებული იქნებით და დედლაინებზე იმუშავებთ. კარგი პერიოდი იწყება სპორტული აქტივობებისთვის. ამიტომ შესაძლოა სპორტულ დარბაზში დაიწყოთ სიარული ან იოგით დაკავდეთ. აუცილებლად გაგიჩნდებათ სურვილი, რომ საკუთარ ჯანმრთელობას მიხედოთ. თებერვალი კარგი თვეა ქირურგიული ოპერაციების გასაკეთებლად, გარდა 9-14 რიცხვებისა. ამ პერიოდში ნუ გაიკეთებთ პლასტიკურ ოპერაციებს. 19 თებერვალს კი სავსემთვარეობა თქვენს მე-10 სახლში მოხდება. ეს კულმინაციის და შედეგების დღე იქნება. მიიღებთ უეცარ ინფორმაციას. შესაძლოა სამსახური დაკარგოთ ან პირიქით, დაგაწინაურონ.

თხის რქა

4 თებერვალს ახალმთვარეობა თქვენს მე-2 სახლში მოხდება. ახალი მთვარე ახალ ენერგიას ბადებს. მეორე სახლი ფინანსებს განაგებს. შესაძლოა დამატებითი შემოსავლის წყარო იპოვოთ, მნიშვნელოვანი გასაუბრება გაიაროთ. კარგი დროა ახალი საქმიანობის ან ბიზნესის წამოსაწყებად. თუ უკვე ხართ კერძო მეწარმე, შესაძლოა თქვენს პროდუქტზე ფასები შეცვალოთ. შესაძლოა ძვირფასი ნივთის გაყიდვა და შეძენა. ფინანსურ პრიორიტეტებს უფრო რაციონალურად გადაანაწილებთ. გაიზრდება თქვენი თავდაჯერება. დღეს ვენერა თქვენს ნიშანში შევა. 4 თებერვლიდან თქვენი გარეგნობა უკეთესობისკენ შეიცვლება. 4-დან 9 თებერვლამდე იდეალური პერიოდია კოსმეტოლოგიური პროცედურების და პლასტიკური ოპერაციების ჩასატარებლად. იმდენად ლამაზი იქნებით, რომ უამრავი ადამიანის ყურადღებას მიიქცევთ. ვენერა პირველ სახლში ურთიერთობის სექტორზეც გადის. მთელი თვის განმავლობაში, გექნებათ შანსი შეურიგდეთ საყვარელ ადამიანს ან გაიცნოთ ახალი პიროვნება, რომელიც შეგიყვარდებათ. თუ პირადი ცხოვრება ამ ეტაპზე არ გაინტერესებთ, მაშინ ეს კარგი დროა საქმიანი პარტნიორობისთვის. გააფორმებთ მნიშვნელოვან კონტრაქტებს, წამოიწყებთ ბიზნესს, რომელიც წარმატებული აღმოჩნდება. განსაკუთრებით დიდი პოტენციალი ექნება სილამაზესთან დაკავშირებულ ბიზნესს. 11 თებერვლიდან მერკური თქვენს მე-3 სახლში შევა. მოსალოდნელია ახალი ნაცნობობა, მოკლევადიან მივლინებაში წასვლა და განათლების მიღება. კარგი პერიოდი იწყება მართვის მოწმობის ასაღებად, გამოცდების ჩასაბარებლად და უცხო ენების შესასწავლად. მერკური 18-19-20 თებერვალს ნეპტუნს შეუერთდება. ამ დროს შესაძლოა ცეკვის ან ხატვის კურსებზე სიარული გადაწყვიტოთ. კარგი პერიოდია თქვენი ნამუშევრების გასაყიდად, მაგალითად ნახატების, მუსიკის ან ლექსების კრებულის. 11 თებერვლიდან შესაძლოა ნათესავი გესტუმროთ ან ოჯახის წევრთან ერთად ზღვაზე წახვიდეთ დასასვენებლად. გახსოვდეთ, რომ 9-დან 14 თებერვლამდე არ შეიძლება ოპერაციების გაკეთება. 15 თებერვლიდან კი მარსი თქვენს მე-5 სახლში შევა. ეს სიყვარულის სახლია, მარსი კი სურვილების და ცეცხლოვანი ვნების სიმბოლოა და ამ ორის კომბინაცია, საინტერესო სასიყვარულო ურთიერთობას მოგიტანთ. გაფრთხილდით, რომ მეხუთე სახლი სასიყვარულო სამკუთხედებსაც მოიცავს, ამიტომ აქ შესაძლოა კონფლიქტი მოგივიდეთ, თუმცა მარსი თქვენს სასიყვარულო ურთიერთობებს დაალაგებს. 19 თებერვალს კი სავსემთვარეობა თქვენს მე-9 სახლში მოხდება. საკუთარი თავის შეცნობისა და მოგზაურობისთვის კარგი პერიოდია. გაერკვევით საკუთარ მსოფლმხედველობაში და გაიგებთ თუ რა გსურთ ცხოვრებაში.

მერწყული

4 თებერვალს ახალმთვარეობა თქვენს პირველ სახლში მოხდება. ეს თქვენთვის ახალი წლის დასაწყისია. ჩამოწერეთ გეგმა, თუ რა გსურთ ცხოვრებაში, რისი მიღწევა გინდათ 2019 წელს. კონცენტრირდით ამ გეგმაზე და ყველაფერი გამოგივათ. დღეიდან შესაძლოა სტილი შეიცვალოთ, ახალი ჰობი გამოგიჩნდეთ, ახალი ენერგიით აივსებით, იმიჯს შეიცვლით და ზოგადად, ცხოვრების ახალი ციკლი დაიწყება. მოსალოდნელია ახალი ნაცნობობები, მომავალ მეუღლესთან შეხვედრა და სასიყვარულო ურთიერთობის წამოწყება. დღეს ვენერა თქვენს მე-12 სახლში შედის. დაიმახსოვრეთ დღევანდელი სიზმარი და დააკვირდით. შესაძლოა მნიშვნელოვანი ინფორმაცია, სწორედ ძილში მიიღოთ. ყოფილ შეყვარებულს გაახსენდებით და ხელახლა გამოჩნდება თქვენს ცხოვრებაში. 4 თებერვლიდან ასევე მოსალოდნელია მოგზაურობა შორეულ ქვეყნებში და რომანი უცხოელ ადამიანთან. კარგი პერიოდია გამაჯანსაღებელი პროცედურების ჩასატარებლად. შესაძლოა ისეთი თემებით დაინტერესდეთ, როგორიცაა ეზოთერიკა, ასტროლოგია და ჰიპნოზი. ამ პერიოდში მერწყულებს განმარტოების სურვილი გაუჩნდებათ. შესაძლოა დასვენება მოიწყოთ ან კინოში წახვიდეთ. 11 თებერვლიდან მერკური თქვენს მე-2 სახლში შევა და აპრილის შუა რიცხვამდე იქ დარჩება. შესაძლოა გაიწელოს ვაჭრობასთან დაკავშირებული საკითხები, კერძოდ უძრავი ქონების გაყიდვა. შენაძენის გასაკეთებლად თებერვალი იდეალური თვეა. შეეცადეთ ამ თვეში მოასწროთ ვიზის აღება და მოაგვაროთ ნებისმიერი ისეთი საკითხი, რაც საბუთებს უკავშირდება. ფრთხილად იყავით 18-19-20 თებერვალს. ამ პერიოდში, ნეპტუნის გავლენით, შესაძლოა ადვილად მოგატყუონ. ამიტომ ამ სამი დღის განმავლობაში მოერიდეთ საქმიან შეთანხმებებს, ახალ ნაცნობობას და ვაჭრობას. 15 თებერვლიდან მარსი თქვენს მე-4 სახლში შევა. შესაძლოა რემონტი წამოიწყოთ ან საცხოვრებელი ადგილი შეიცვალოთ. აუცილებელია ამ პერიოდში ფიზიკური აქტივობა. ამიტომ დაკავდით სპორტით. წინააღმდეგ შემთხვევაში მარსი კონფლიქტებს გამოიწვევს. უთანხმოება მოსალოდნელია ოჯახის წევრებთან. თუმცა თებერვლის ბოლო კარგი პერიოდია კონტრაქტების გასაფორმებლად. 19 თებერვალს სავსემთვარეობა თქვენს მე-8 სახლში მოხდება. მოსალოდნელია ცვლილებები თქვენს ფინანსურ მდგომარეობაში. შესაძლოა მიიღოთ სესხი ან კრედიტი. მოსალოდნელია მემკვიდრეობის მიღება. სავსე მთვარის პირობებში, შესაძლოა დასრულდეს სასამართლო პროცესი და მიიღოთ თქვენი კუთვნილი თანხა ან ქონება. 19 თებერვალს მზე შევა თქვენს მე-2 სახლში, რაც თქვენს ფინანსურ მდგომარეობას გამოაცოცხლებს.

თევზები

4 თებერვალს ახალმთვარეობა თქვენს მე-12 სახლში მოხდება. შესაძლოა განმარტოება გადაწყვიტოთ, დასასვენებლად გადაწყვიტოთ წასვლა ან იოგით დაკავდეთ. აუცილებლად დაიმახსოვრეთ დღევანდელი სიზმარი, იგი საინტერესო ინფორმაციას მოგაწვდით. შესაძლოა საიდუმლო შეიტყოთ . გამოჩნდება პიროვნება წარსულიდან, ეს შესაძლოა თქვენი ყოფილი შეყვარებული/მეუღლე იყოს. მოსალოდნელია სამედიცინო კვლევების ჩატარება და გამაჯანსაღებელ პროცედურებზე წასვლა. ასევე შესაძლებელია საავადმყოფოში მოინახულოთ ვინმე. ეს ახალი მთვარე ცხოვრების ახალი ციკლისთვის მოგამზადებთ. შესაძლოა ენერგიის ნაკლებობა იგრძნოთ, თუმცა მომდევნო თვეში ყველაფერი შეიცვლება. თებერვალში კი დაისვენეთ და მოწესრიგდით. ვენერა კი დღეს თქვენს მე-11 სახლში შევა. შესაძლოა ინტერნეტით გაიცნოთ ვინმე. მეგობრები გაგაცნობენ ახალ ადამიანს. ეს პიროვნება შესაძლოა თქვენი შეყვარებული გახდეს. გელით სასიამოვნო შეხვედრები და კონტაქტები. თუ სოციალურ ქსელში გადაწყვეტთ გააქტიურებას, მაგალითად გვერდის შექმნას, აუცილებლად ბევრი მნახველი გეყოლებათ. კარგი პერიოდია ონლაინ-ბიზნესის დასაწყებად, განსაკუთრებით თუ ის სილამაზესთან არის დაკავშირებული. 11 თებერვლიდან მერკური თქვენს პირველ სახლში შევა. ბევრად უფრო კომუნიკაბელური გახდებით. შესაძლოა სასიყვარულო მიმოწერები წამოიწყოთ. 11 თებერვლიდან ასევე აქტიური პერიოდია გაყიდვებისთვის. მოსალოდნელია მოგზაურობაც. 18-დან 20 თებერვლის ჩათვლით, როდესაც მერკური ნეპტუნს შეუერთდება, შესაძლოა საინტერესო შემოქმედებითი იდეა გაგიჩნდეთ. ასევე მოსალოდნელია შეხვედრა ხელოვან ადამიანთან ან მეზღვაურთან. თუმცა, შესაძლოა ეს იყოს შეხვედრა თაღლითთან, რომელიც მოგატყუებთ. ამიტომ ამ რიცხვებში ფრთხილად იყავით. 15 თებერვლიდან მარსი თქვენს მე-3 სახლში შევა. შესაძლოა გაყიდოთ ან იყიდოთ ავტომობილი. კარგი დროა მართვის მოწმობის ასაღებად. შესაძლოა ველოსიპედი შეიძინოთ ან სპორტული დარბაზის აბონემენტი. იდეალური დროა ახალი უნარების შესაძენად და განათლების მისაღებად. თუკი რამის გაკეთება გსურთ, აუცილებლად გადადგით პირველი ნაბიჯი. სიფრთხილე გმართებთ ოჯახის წევრებთან. თუმცა თებერვლის ბოლო კარგი პერიოდია კონტრაქტების გასაფორმებლად. 19 თებერვალს სავსემთვარეობა თქვენს მე-8 სახლში მოხდება. მოსალოდნელია ცვლილებები თქვენს ფინანსურ მდგომარეობაში. შესაძლოა მიიღოთ სესხი ან კრედიტი. მოსალოდნელია მემკვიდრეობის მიღება. სავსე მთვარის პირობებში, შესაძლოა დასრულდეს სასამართლო პროცესი და მიიღოთ თქვენი კუთვნილი თანხა ან ქონება. 19 თებერვალს მზე შევა თქვენს მე-2 სახლში, რაც თქვენს ფინანსურ მდგომარეობას გამოაცოცხლებს.

თევზები

4 თებერვალს ახალმთვარეობა თქვენს მე-12 სახლში მოხდება. შესაძლოა განმარტოება გადაწყვიტოთ, დასასვენებლად გადაწყვიტოთ წასვლა ან იოგით დაკავდეთ. აუცილებლად დაიმახსოვრეთ დღევანდელი სიზმარი, იგი საინტერესო ინფორმაციას მოგაწვდით. შესაძლოა საიდუმლო შეიტყოთ . გამოჩნდება პიროვნება წარსულიდან, ეს შესაძლოა თქვენი ყოფილი შეყვარებული/მეუღლე იყოს. მოსალოდნელია სამედიცინო კვლევების ჩატარება და გამაჯანსაღებელ პროცედურებზე წასვლა. ასევე შესაძლებელია საავადმყოფოში მოინახულოთ ვინმე. ეს ახალი მთვარე ცხოვრების ახალი ციკლისთვის მოგამზადებთ. შესაძლოა ენერგიის ნაკლებობა იგრძნოთ, თუმცა მომდევნო თვეში ყველაფერი შეიცვლება. თებერვალში კი დაისვენეთ და მოწესრიგდით. ვენერა კი დღეს თქვენს მე-11 სახლში შევა. შესაძლოა ინტერნეტით გაიცნოთ ვინმე. მეგობრები გაგაცნობენ ახალ ადამიანს. ეს პიროვნება შესაძლოა თქვენი შეყვარებული გახდეს. გელით სასიამოვნო შეხვედრები და კონტაქტები. თუ სოციალურ ქსელში გადაწყვეტთ გააქტიურებას, მაგალითად გვერდის შექმნას, აუცილებლად ბევრი მნახველი გეყოლებათ. კარგი პერიოდია ონლაინ-ბიზნესის დასაწყებად, განსაკუთრებით თუ ის სილამაზესთან არის დაკავშირებული. 11 თებერვლიდან მერკური თქვენს პირველ სახლში შევა. ბევრად უფრო კომუნიკაბელური გახდებით. შესაძლოა სასიყვარულო მიმოწერები წამოიწყოთ. 11 თებერვლიდან ასევე აქტიური პერიოდია გაყიდვებისთვის. მოსალოდნელია მოგზაურობაც. 18-დან 20 თებერვლის ჩათვლით, როდესაც მერკური ნეპტუნს შეუერთდება, შესაძლოა საინტერესო შემოქმედებითი იდეა გაგიჩნდეთ. ასევე მოსალოდნელია შეხვედრა ხელოვან ადამიანთან ან მეზღვაურთან. თუმცა, შესაძლოა ეს იყოს შეხვედრა თაღლითთან, რომელიც მოგატყუებთ. ამიტომ ამ რიცხვებში ფრთხილად იყავით. 15 თებერვლიდან მარსი თქვენს მე-3 სახლში შევა. შესაძლოა გაყიდოთ ან იყიდოთ ავტომობილი. კარგი დროა მართვის მოწმობის ასაღებად. შესაძლოა ველოსიპედი შეიძინოთ ან სპორტული დარბაზის აბონემენტი. იდეალური დროა ახალი უნარების შესაძენად და განათლების მისაღებად. თუკი რამის გაკეთება გსურთ, აუცილებლად გადადგით პირველი ნაბიჯი. სიფრთხილე გმართებთ ოჯახის წევრებთან, რადგან მარსმა შესაძლოა კონფლიქტი გამოიწვიოს. 19 თებერვალს სავსემთვარეობა თქვენს მე-8 სახლში მოხდება. სავსე მთვარე ნათელს მოჰფენს თქვენს ურთიერთობებს. შესაძლოა დაშორდეთ საყვარელ ადამიანს და ახალი ურთიერთობა წამოიწყოთ. მნიშვნელოვანი საუბარი გექნებათ თქვენს მეორე ნახევართან. მიიღებთ საბოლოო გადაწყვეტილებას. შესაძლოა დაქორწინება გადაწყვიტოთ ან ბავშვის გაჩენა. თებერვლის ბოლო კარგი პერიოდია კონტრაქტების გასაფორმებლად. შეეცადეთ ეს 21-22 თებერვალს გააკეთოთ.

 

loading...