Загрузка...
Загрузка...

მიხეილ სააკაშვილის შეკრებაზე მისულმა ქალებმა ერთმანეთს აფურთხეს

image
  • 2 837
ფიზიკური და სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა ქალაქ ლიეჟში, “კონგრესის სასახლეში”, სადაც მიხეილ სააკაშვილის ინიციატივით ემიგრანტების შეხვედრა იმართება.

შეკრებაზე მისულმა ქალებმა ერთმანეთს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს და აფურთხეს.

შეხვედრაზე დამსწრე ადამიანების ნაწილს, შენობაში შესვლის საშუალებას მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერები არ აძლევენ, რასაც რამდენიმე ინციდენტი მოჰყვა.
loading...
როგორც მიხეილ სააკაშვილისა და პროექტის ოფიციალურ გვერდებზე წერია, ქალაქ ლიეჟში შეკრებილები ალტერნატიული მთავრობის ჩამოყალიბებაზე იმსჯელებენ.

მიხეილ სააკაშვილის ღონისძიება თბილისის დროით 20:00 საათზე უნდა დაწყებულიყო.

შეკრებისთვის ბელგიაში „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები და მხარდამჭერები საქართველოდანაც ჩავიდნენ. შეკრების ორგანიზატორები არიან გიორგი სიგუა და მოძრაობა „ერთად სახლში“.

 

👍 ლაიქების მომატება ფოტოზე - უფასოდ გვესტუმრეთ

loading...