რაში შესთავაზეს თამო ვაშალომიძეს 40 ათასი დოლარი და რატომ განაცხადა უარი მოდელმა

image
  • 1 429
მოდელი თამო ვაშალომიძე ყოველთვის გამოირჩევა ეპატაჟურობით. ცოტა ხნის წინ მან საზოგადოება კიდევ ერთხელ აალაპარაკა, როდესაც ფოტოსესიაზე ინტიმური ადგილები, არც მეტი, არც ნაკლები, ხინკლებით დაიფარა.
loading...
ამჯერად, როგორც ირკვევა, მოდელს მალდივებზე ფოტოსესიისთვის 40 ათას დოლარს სთავაზობდნენ, რაზეც მოდელმა უარი განაცხადა.
“სახის კანის მოვლის საშუალების რეკლამა იყო, 7 ფოტოში 40 ათას დოლარს მთავაზობდნენ და ცოტა გამიკვირდა. შემეშინდა, ეჭვი შემაპარა, ვერ გავრისკე და უარი ვთქვი. ვიფიქრე, ვინმემ არ გამიტაცოს, რამე შარში არ გავეხვიო-მეთქი. ამიტომ, პირდაპირ უარი ვუთხარი. ხიფათიანი არ ვარ, მაგრამ ერთხელ ტერაქტი სწორედ იქ მოხდა, სადაც მე ვიყავი. მერე კინაღამ ავარიაში მოვყევი, ახლა კი ახალი მანქანა ვიყიდე და ვიღაცამ დანა გაუსვა, სპეციალურად გამიფხაჭნეს”, – განაცხადა თამო ვაშალომიძემ.

 

loading...