“არც დამათვრეს და არც მაიძულეს”-რას პასუხობს ხატია წერეთლის “პარტნიორი” საზოგადოებას

image
  • 3 964
მომღერალი ხატია წერეთლის ახალმა კლიპმა “შენთან სექსი მაგარია” სოცქსელი “ააფეთქა”.”
განსაკუთრებული ყურადღება კი კლიპის მსახიობმა მიიქცია.

სოცქსელში მამაკაცთან დაკავშირებით მრავალი სახალისო კომენტარი დაიწერა.
მათ შორის იყო ბლოგერი გურამ შეროზიაც.
შეროზიამ სოციალურ ქსელში მსახიობის ფოტოები გამოაქვეყნა და ასეთი აღწერა დაურთო:
“გაიცანით ქართული შოუ-ბიზნესის ახალი, მოკაშკაშე ვარსკვლავი – იმედა ვახტანგიშვილი – ხატია წერეთლის ზურგის პორჭყნის სცენის უბადლო შემსრულებელი!
სანამ ქვის სროლას გადაწყვეტდეთ, დაფიქრდით: იქნებ აიძულეს ან უკიდურესად უჭირდა ან ბანკი ასახლებდა ან დაათვრეს და ჩაუდეს ან უბრალოდ, სხვა გამოსავალი არ ჰქონდა!
მოცემულ მომენტში, სიკაშკაშეში, მისი ერთადერთი კონკურენტი – მისივე წითელი ტრუსია! იცნობდეთ იმედას!” – დაწერა შეროზიამ.
ბლოგერს თავად მსახიობი იმედა ვახტანგიშვილი გამოეხმაურა და კომენტარებში უპასუხა: “არც ბანკი მასახლებს, არც ვივუსის ვალი მაქ, ხალხნო. არც დამათვრეს და არც მაიძულეს. არც ჰონორარი მომითხოვია, ეს იყო შემოთავაზება, რომელსაც დავთანხმდი ჩვეულებრივ, უბრალოდ, დატკბით მეგობრებო თქვენი ცხოვრებით და იყავით მეტად პოზიტიურები”,- დაწერა მსახიობმა.
loading...


 

 

loading...