,,ჩემი შვილისთვის რომ ექნა ეს, ხელიდან ვერ გამომგლეჯდნენ”

image
  • 618
ქუთაისის ერთ-ერთ სკოლაში მასწავლებელმა მეხუთეკლასელ ბიჭს ვარცხნილობის გამო შეურაცხყოფა მიაყენა, რამაც უამრავი ადამიანის აღშფოთება გამოიწვია.

სოციალურ ქსელში წერენ, რომ ის მასწავლებელი უნდა დაისაჯოს.

ამ თემას ეხმაურება ,,რუსთავი 2″-ის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამიაც.

,,ამის გამკეთებელი მასწავლებელი უწიგნური ნაძირალაა და სანაგვეზეა მისი ადგილი, სკოლაში კი არა. ჩემი შვილისთვის რომ ექნა ეს, კაცი იქნებოდა თუ ქალი, ხელიდან ვერ გამომგლეჯდნენ, არც მეტი, არც ნაკლები.
loading...

რაც შეეხება სკოლას, ამ შემთხვევაზე უკიდურესი რეაგირება თუ არ მოახდინა, მთელი ადმინისტრაცია უნდა დაითხოვოთ.

გმადლობთ ყურადღებისთვის, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო

პატივისცემით, ყოფილი განათლების მინისტრი”- წერს ნიკა გვარამია.

 

loading...