ვინ არის და როგორ გამოიყურება, ბერა ივანიშვილის მომავალი მეუღლე (ფოტოები)

image
  • 2 912
ბიძინა ივანიშვილის ვაჟი, რეპერი ბერა ივანიშვილი დაინიშნა. მისი რჩეული მოდელი ნანუკა გუდავაძეა. საკუთარი ნიშნობის შესახებ, სოციალურ ქსელში თავად ბერამ დაპოსტა და ფოტოც გამოაქვეყნა.

ნანუკა გუდავაძის და ბერას ლავ-სთორი რამდენიმე თვეს ითვლის. მომხიბვლელი მოდელი, ბიძინა ივანიშვილის მეგობრის ქალიშვილია. ხმები ბერას და ნანუკას სიყვარულის შესახებ, რამდენიმე თვის წინ გავრცელდა, ქართველი ბიზნესმენის ვაჟმა მაშინ ჭორები არც უარყო და არც დაადასტურა, მაგრამ როგორც ხედავთ ეს ამბავი გამართლდა და "რეიტინგი" წყვილს ბედნიერებას უსურვებს.

სად შედგა წყვილის ნიშნობა და დამატებითი დეტალები ამ ეტაპზე ჩვენთვის უცნობია, თუმცა აუცილებლად შევიტყობთ და თქვენც გაგაგებინებთ.
loading...









 

 

loading...