სუპერმთვარე 2019: როგორ ავიხდინოთ დღეს სურვილები

image
  • 2 550
დღეს ცაზე 2019 წლის ყველაზე დიდი სავსე მთვარე, იგივე სუპერმთვარე გამოჩნდება.

დედამიწის ბუნებრივი თანამგზავრი, ჩვენი პლანეტიდან დღეს მხოლოდ 356,846კმ-ით არის დაშორებული.

სავსემთვარეობის პიკი დღეს 19:53 საათზე იქნება.

ასტროლოგების თანახმად, სავსე მთვარის დროს უდიდესი ენერგია იღვრება და  აუცილებელია, რომ მას პოზიტიურად დავხვდეთ და ჩვენს სასარგებლოდ გამოვიყენოთ.

ჩაიფიქრეთ სურვილი

სანამ სავსე მთვარე თავის პიკს მიაღწევს, 1-2 წუთით ადრე, სურვილი ჩაიფიქრეთ. მოახდინეთ თქვენი ოცნების ან მიზნების ვიზუალიზაცია ან ფურცელზე დაწერეთ. დიდი ალბათობაა, რომ სურვილები აგიხდეთ.

დამუხტეთ საფულე

სავსე მთვარის ენერგია შეგიძლიათ შემოსავლების გასაზრდელად გამოიყენოთ. არსებობს მოსაზრება, რომ დღეს საფულის მთვარის ენერგიით გააქტიურებაა შესაძლებელი. ამისათვის, შეგიძლიათ ორი რამ გააკეთოთ: 1. ამოიღეთ საფულიდან ფული და ბარათები, ცარიელი საფულე შეანჯღრიეთ და ამ დროს იფიქრეთ თქვენთვის სასურველი თანხის რაოდენობაზე. შემდეგ კი ფულიც და ბარათებიც შიგნით მოწესრიგებულად ჩააწყვეთ. 2. აიღეთ თქვენი საფულე და დადეთ ფანჯრის რაფაზე ან აივანზე. გედოთ იქ სანამ სავსე მთვარე პიკს მიაღწევს, ანუ 19:53-მდე 1-2 წუთით ადრე აიღეთ და შინ შემოიტანეთ.  სასურველია საფულე დასავლეთის მიმართულებით მოათავსოთ, ისე რომ ცას უყურებდეს.
loading...
განეწყვეთ დადებითად

სავსე მთვარის დროს, მნიშვნელოვანია პოწიტიური განწობა. დადებითი ფიქრები და ემოციები სავსე მთვარის ენერგიით კიდევ უფრო დაიმუხტება და გამრავლდება. შეგიძლიათ სარკის წინ დადგეთ და საკუთარ თავს დადებითი სიტყვები უთხრათ, ან ფურცელზე ჩამოწეროთ ყველაფერი, რისთვისაც მადლიერი ხართ.

განიწმინდეთ

გადაყარეთ ყველა ზედმეტი და არასასურველი ნივთი. მოიშორეთ უარყოფითი ფიქრები და ემოციები. თუ ცუდი აზრები გაწუხებთ ან საკუთარ ჯანმრთელობაზე დარდობთ, ჩამოწერეთ ეს პრობლემები ფურცელზე და დახიეთ.

 

loading...