Загрузка...
Загрузка...

ექსკლუზიური კადრები - ხელჩართული ჩხუბი "კარფურში", რის შემდეგაც შეცდომით "ლიბერალის" რედაქტორი სცემეს

image
  • 829

"ლიბერალის" რედაქტორის, ზურაბ ვარდიაშვილის ცემის ფაქტზე შსს-მ ერთი პირი დააკავა. ჩვენი ინფორმაციით, აღნიშნული პირი 32 წლის ლაშა მანწკავაა.

როგორც დღეს, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, "ზურაბ  ვარდიაშვილმა, საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში ჩატარებული საგამოძიებო ექსპერიმენტის დროს, თავდამსხმელი ვერ ამოიცნო, თუმცა პოლიციამ თავდამსხმელის იდენტიფიცირება შეძლო და დააკავა".

ბრალდებულის გადმოცემით, თავდასხმის სამიზნე რეალურად სხვა პიროვნება იყო, ვისშიც ჟურნალისტი შეეშალა. ფაქტი კი, რამდენიმე დღის წინ ჰიპერმარკეტ "კარფურში" მომხდარ ინციდენტს უკავშირდება.

"პრაიმტაიმი" მომხდარის შესახებ დეტალების დაზუსტებას ადგილზე შეეცადა. "კარფურის" დაცვის ერთ-ერთი თანამშრომელი, რომელიც უშუალოდ შეესწრო მომხდარს, გვიყვება, რომ ინციდენტი ორსულ ქალბატონთან შელაპარაკებით დაიწყო. "პრაიმტაიმმა" ასევე მოიპოვა "კარფურში" მომხდრი დაპირისპირების ამსახველი ვიდეო-მასალა, რომელიც ჰიპერმარკეტის სამეთვალყურეო კამერებმა გადაიღეს, თუმცა მანამდე შეგახსენებთ, რომ "ლიბერალის" რედაქტორს, ზურაბ ვარდიაშვილს თავს შაბათს, საღამოს 20:30 საათზე დაესხნენ. ჟურნალისტის ინფორმაციით, მას 5-6-კაციანი ორგანიზებული ჯგუფი ფიზიკურად გაუსწორდა.

"ლიბერალის" ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ სტატიაში ჟურნალისტი იხსენებს, რომ თავდამსხმელები მისი კუთვნილი, გასაყიდი ავტომანქანით დაინტერესდნენ და მის სანახავად მიდიოდნენ. ვარდიაშვილმა მათ შეხვედრა თბილისში, ვარკეთილში მდებარე ავტოსახელოსნოსთან დაუთქვა, სადაც მანქანა ჰქონდა დატოვებული.
loading...


„როგორც ჩანს, ეს იყო ადგილსამყოფელის დადგენის მიზეზი. დათქმული დროიდან ნახევარი საათის შემდეგ შეხვედრის ადგილზე მაღალი სისწრაფით მომავალი ორი ჯიპი - ML და X5 გაჩერდა. იქიდან 5-6 ან 7 პირი გადმოვიდა და სიტყვის უთქმელად დამესხნენ თავს. ისინი მირტყამდნენ ძლიერად, თავსა და სახეში, ხმის ამოუღებლად, მხოლოდ ერთ ფრაზას მოვკარი ყური - „მოვიპაროთ ეს ჩემისა“, და ჩემი მანქანისკენ წათრევა სცადეს, თუმცა ამ დროს მეზობელი ავტოსამრეცხაოდან ხალხი გამოიქცა, და გონს რომ მოვედი თავდამსხმელები უკვე გაქცეულები იყვნენ".

"პრაიმტაიმმა" გაარკვია, რომ ჟურნალისტი ზურაბ ვარდიაშვილი ბრალდებულს "კარფურის" ინციდენტის მონაწილე, ვინმე ზურა ვარდუაშვილში შეეშალათ.  

ჩვენს მიერ მოპოვებულ კადრებში სწორედ ზემოხსენებული პიროვნება ჩანს. ჩანაწერით ირკვევა, რომ ორსულ გოგონას ეჩხუბება ქალი და მას მხარს უბამს პიროვნება, რომელიც სავარაუდოდ ზურა ვარდუაშვილი უნდა იყოს. მალევე ინციდენტში ერთვება კიდევ ერთი მამაკაცი, რომელმაც ორსული გოგონას დახმარება სცადა. მოგვიანებით კი მასსა და სავარაუდოდ, ვარდუაშვილს შორის ხელჩართული ჩხუბი იწყება.

"კარფურის" თანამშრომლის ინფორმაციით, ჩხუბის მონაწილე ახალგაზრდა მამაკაცმა მეორეს საკუთარი სახელი და გვარი მიაძახა და უთხრა, თუ სურვილი ექნებოდა შეეძლო მოეძებნა და საქმე შემდეგშიც გაერკვიათ.

როგორც ჩანს, ჟურნალისტზე თავდასხმაში ბრალდებულმა სოციალურ ქსელში მართლაც სცადა აღნიშნული პიროვნების მოძიება, თუმცა მას ზურა ვარდუაშვილი, ჟურნალისტ ზურაბ ვარდიაშვილში შეეშალა.  


წყარო

 

👍 ლაიქების მომატება ფოტოზე - უფასოდ გვესტუმრეთ

loading...