ვინ არის 25 წლის თბილისელი გოგონა, რომელმაც სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა (ფოტოები)

image
  • 4 587
აეროპორტის დასახლებაში მცხოვრებმა 25 წლის მიგო ჯაჭვლიანმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. შემთხვევა წუხელ მოხდა.

გარდაცვალებამდე ახალგაზრდამ "ფეისბუქში" დაწერა : "გამარჯობა, ახალო სამყარო".

როგორც გარდაცვლილის ახლობელი "პრაიმტაიმთან" საუბრისას აცხადებს, მათთვის ჯერჯერობით უცნობია სუიციდის მოტივი და ელოდებიან გამოძიებას.

"არ ვიცით არაფერი, ექსპერტიზაზეა გადასვენებული. ტელეფონში ექნება მიმოწერა ან სადმე საეჭვოდ რაიმე ნათქვამი. არაფერი ვიცით,"- აღნიშნა ახლობელმა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.
loading...






 

 

loading...