ინგა გრიგოლიას ჯაკოს გარდაცვალებაზე წინათგრძნობა ჰქონდა - რას უყვება „პრაიმს“ ცნობილი წამყვანი

image
  • 1 047
სულ მალე ახალი, საზოგადოებრივ-პოლიტიკური, პრიალა ჟურნალი „პრაიმი“ შეუერთდება ბეჭდურ მედიას. ფერად ჟურნალში მკითხველი ბევრ საინტერესო სტატიას წაიკითხავს, მათ შორის ინგა გრიგოლიას სტატიას ლევან ჩხაიძეზე, ჯაკოზე... ინგა და ჯაკო უახლოესი მეგობრები იყვნენ. ტელეწამყვანის ემოციურ მასალაში მათი ურთიერთდამოკიდებულების გარდა მკითხველი ჯაკოს მშობლებისა და დის ინტერვიუს წაიკითხავს. გთავაზობთ სტატიის მცირე მონაკვეთს.

ინგა გრიგოლია: - ჯაკო ბოლოს უნგრეთში გაფრენის წინა საღამოს ვნახე, პარასკევს. სამსახურში გამომიარა და სავახშმოდ წავედით ვარაზის ხევში ახლად გახსნილ რესტორანში. მელაპარაკებოდა თავის გეგმებზე, პირად ისტორიებზე, ტელევიზაზე, იმაზე, რომ ვარჯიში უნდა დაეწყო. კიდევ ათას საინტერესო ამბავზე. ძირითადად ის ლაპარაკობდა და მე ვუსმენდი. იმ რესტორანში მითხრა, რომ გამთენიისას უნგრეთში მიფრინავდა. არ ვიცი რატომ, მაგრამ მახსოვს, როცა ეს მითხრა, ძალიან არ მესიამოვნა. მაშინ ვერ მივხვდი, რატომ. მეგონა, გავბრაზდი, რადგან ორშაბათს ტელევიზიაში ახალ სეზონს ვხსნიდით და გამიკვირდა, რომ სწორედ ახალი სეზონის პირველ დღეებში მიფრინავდა დასასვენებლად. მერე მივხვდი, კი არ გავბრაზდი, ალბათ, წინათგრძნობა მქონდა. ძალიან არ მესიამოვნა. სულ ბოლო მესიჯი შაბათს მომწერა, უკვე ბუდაპეშტიდან და მერე ტელეფონიც გამორთო. ორშაბათს დილით, როცა რეიტინგები ვნახე, მივწერე, რა მაგარი რეიტინგი დაგიდია-მეთქი. ჩემი ეს სატელეფონო შეტყობინება მას აღარ მიუღია. ამ დროს თურმე უკვე გარდაცვლილი იყო...
loading...
ლევანის მშობლებმა, შვილის გარდაცვალების შემდეგ, პირველი ინტერვიუ სწორედ ინგას მისცეს.

ია გაწერელია (დედა): - მე ვიყავი ბედნიერი დედა. ლევანმა დაბადებით გაგვაბედნიერა, გაზრდილმა გაგვაბედნიერა. უბედნიერესი წლები მერგო წილად იმიტომ, რომ ლევანის დედა ვიყავი. ახლა რომ ვფიქრობ, გარდაცვლილი ლევანის დედობაც ბედნიერებაა. ბევრს ხომ არ ღირსებია ის სიყვარული, რაც მას გააყოლეს მისმა მეგობრებმა, მაყურებლებმა, სრულიად უცნობმა ადამიანებმა. დაუსრულებელი წერილები მომდის ფეისბუქზე... ნაცნობის და უცნობის, საქართველოდანაც და ემიგრაციიდანაც. ყველა დასტირის, ყველა გლოვობს. როგორ შეიძლება მკვდარი შვილის დედა იყოს ბედნიერი, მაგრამ ამაყი კი ნამდვილად ვარ.

ზურაბ ჩხაიძე ( მამა): - ლევანი ბოლო პერიოდში ძალიან გაიზარდა როგორც ჟურნალისტი. თავიდან ვატყობდი ხოლმე, თითქოს მოკრძალებული იყო, ალბათ, შიშის გრძნობაც ჰქონდა. თანდათან გაძლიერდა და ეკრანს გაუთამამდა, თავის პროფესიას გაუთამამდა და უფრო სერიოზული გახდა. პროფესიონალიზმმა მოიმატა მასში. მაშინ დამთავრდა მისთვის ყველაფერი, როდესაც უკვე რაღაცისთვის უნდა მიეღწია. მეამაყებოდა ლევანის მამა რომ ვიყავი. შენი შვილი ნორმალურ გზას რომ დაადგება და წარმატებას მიაღწევს, რა თქმა უნდა, გეამაყება. თან მთავარი ის იყო, ვხედავდი, რომ თავისი შრომით აღწევდა ამ წარმატებას. მას არავინ ჰყავდა ისეთი, რომ ხელი წაეკრა. თავისით მიაღწია ყველაფერს...

 

👍 ლაიქების მომატება ფოტოზე - უფასოდ გვესტუმრეთ

loading...