სასამართლომ გიგა მაქარაშვილი პირდაპირ ეთერში მომხდარი ინციდენტის გამო დააჯარიმა

image
  • 563
ინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართვის საფუძველზე, სატელევიზიო ეთერში მარიხუანას მოხმარების გამო 1 პირი სასამართლომ 500 ლარით დააჯარიმა.
დაჯარიმებული პირი, გიგა მაქარაშვილია, რომელმაც ტელეკომპანია „ იბერიას“ ეთერში ნარკოტიკული ნივთიერება მარიხუანა მოიხმარა.
“მიმდინარე წლის 4 სექტემბერს, მოქალაქე გ.მ.-მა მონაწილეობას იღებდა ტელეკომპანია “იბერიას” გადაცემა, “თავისუფალ სივრცეში”, რომლის თემატიკაც შეეხებოდა საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას მარიხუანას მოხმარების ლეგალიზებასთან დაკავშირებით.
გადაცემის დასასრულს გ.მ.-მა პირდაპირ ეთერში, თავისივე განმარტებით, მოიხმარა ნარკოტიკული საშუალება – მარიხუანა, რითაც მოახდინა ნარკოტიკული საშუალების პოპულარიზაცია. შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 159-ე მე-10 პრიმა მუხლის საფუძველზე, შეადგინეს სამართალდარღვევის ოქმი, რომელიც შესაბამის მტკიცებულებებთან ერთად განსახილველად თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაეგზავნა. სასამართლომ გ.მ.-ს ქმედება სამართალდარღვევად მიიჩნია და 500 ლარის ოდენობით დააჯარიმა.
loading...

ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 159-ე მე-10 პრიმა მუხლით, იკრძალება ნარკოტიკული საშუალების რეკლამა ან მათი შექმნის, მოხმარების, გამოყენების, შეძენის ადგილების შესახებ ინფორმაციის გავრცელება”, – ნათქვამია შს სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

 

loading...