რატომ არ შეიძლება გასარეცხი ჭურჭლის ღამით დატოვება? რჩევები დიასახლისებს

image
  • 4 983
ჭურჭელს უამრავი თქმულება და ტრადიცია უკავშირდება, რომელთაგან ზოგი შესაძლოა, არცთუ უსაფუძვლოა...

ეზოთერიკა (უძველესი ფილოსოფიური სწავლება, რომელიც უფრო ღრმად განიხილავს სამყაროს, ვიდრე ფილოსოფია და დამყარებულია სამყაროს მოწყობის პრონციპებზე) ჭუჭყიანი ჭურჭლის რეცხვას უკავშირებს ადამიანის აზროვნების განწმენდას ეგოიზმისა და ანგარებისგან.

ჩვენს წინაპრებს კი სწამდათ, რომ თეფშებისა და ჭიქების რეცხვა ოჯახში ბარაქას იზიდავს, ხოლო ონკანის ნიჟარაში დატოვებული ჭუჭყიანი ჭურჭელი ღია კარია, საიდანაც ფინანსური კეთილდღეობა გადის.

ნებისმიერ ოჯახს საკუთარი, განსაკუთრებული ენერგეტიკა აქვს, რომელსაც ოჯახის მუდმივი წევრების ენერგეტიკა ქმნის.
საკვების მიღება ადამიანისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი პროცესია, ჭურჭელი კი - ამ პროცესის განუყოფელი ნაწილი, ამიტომ შესაძლოა, „ძველების“ მინიშნებები არცთუ უსაფუძვლო იყოს...
loading...
ბუნებრივია, ადამიანები ერთმანეთთან სტუმრად დადიან. ზოგჯერ, უბრალოდ, ყავის დასალევად, ზოგჯერ კი ხმაურიან წვეულებებზე, გულუხვად გაშლილი სუფრით.
რა თქმა უნდა, ასეთი წვეულების შემდეგ სამზარეულო ჭუჭყიანი ჭურჭლით ივსება.
ზოგჯერ, ძალიან გვინდა, რომ ვინმე დაგვეხმაროს, მაგრამ, როგორც აღმოჩნდა, თურმე უმჯობესია, თავად გავისარჯოთ და ჭურჭლის რეცხვაში უცხო არ დავიხმაროთ. რატომ? იმიტომ, რომ სახლის ენერგეტიკული ბალანსი დავიცვათ - მჭიდრო კავშირი, რომელიც ჭურჭელსა და იმ ადამიანებს შორისაა, რომლებიც მას ყოველდღიურად მოიხმარენ, უცხოთა ჩარევას ვერ იტანს.

ვიღაცას ასეთი წარმოდგენების სჯერა, ვიღაცისთვის კი - მხოლოდ ცრურწმენებია, თუმცა ამის გამო კამათი არ ღირს.
უბრალოდ, გახსოვდეთ, ოჯახში ყველაფერი კარგად რომ იყოს, სამზარეულოს სისუფთავეზე დამოუკიდებლად უნდა იზრუნოთ. პრინციპში, ეს არა მხოლოდ ცრურწმენების, არამედ ჰიგიენის საკითხიცაა.

 

👍 ლაიქების მომატება ფოტოზე - უფასოდ გვესტუმრეთ

loading...