„სახურავზე ბიჭებიც იყვნენ“ - რუსთავის ინციდენტის თვითმხილველები მკვლელობას არ გამორიცხავენ

image
  • 3 599
რუსთავში ცოტა ხნის წინ მომხდარი ინციდენტის გარშემო ახალი დეტალები ხდება ცნობილი. როგორც „პრაიმტაიმისთვის“ ხდება ცნობილი, 13 წლის გოგოს სახურავიდან ჩამოვარდნის შესახებ საკმაოდ სერიოზული კითხვები ჩნდება. თვითმხილველები მკვლელობის ვერსიასაც არ გამორიცხავენ. მათი ინფორმაციით, შესაძლოა 13 წლის გოგონა სახურავიდან გადმოაგდეს.
loading...
„ამბობენ რომ სელფებს იღებდნენ. უკან რომ დაიხია მაგიტომ გადმოვარდაო, ზოგი ამბობს - გადმოაგდესო. ამბობენ, რომ სახურავზე ბიჭებიც იყვნენ და იგინებოდნენო. შემთხვევის ადგილიდან რომ წაიყვანეს, სუნთქავდა, პულსი ესინჯებოდა. “-განუცხადა „პრაიამტაიმს“ ერთ-ერთმა თვითმხილველმა

ადგილობრივების ინფორმაციით გარდაცვლილი რუსთავში ცხოვრობს, თუმცა არა იმ უბანში, სადაც უბედური შემთხვევა მოხდა. ადგილზე, სასწრაფო დახმარების მისვლისას, გოგონა ჯერ კიდევ ცოცხალი იყო. გარდაცვლილთან ერთად მყოფი კიდევ ერთი მოზარდი შოკურ მდგომარეობაში საავადმყოფოშია მოთავსებული.

13 წლის გოგონა ლეონიძის ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის სახურავიდან გადმოვარდა. მოზარდი ადგილზე გარდაიცვალა. მომხდარის ზუსტი დეტალები უცნობია. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

 

👍 ლაიქების მომატება ფოტოზე - უფასოდ გვესტუმრეთ

loading...