კიდევ ერთი ახალი სკანდალი - "დედაშენს არ დაუდია ფული, ამიტომ შენ მულტფილმებს არ გაყურებინებთო…"

image
  • 5 056
სოციალური ქსელის მომხმარებელი ფეისბუკის პირად გვერდზე სტატუსს აქვეყნებს:

"სტატია ვნახე წეღან, ამ სათაურით – “სკოლაში მშობლებმა მოსწავლესტორტი არ უწილადეს, დედაშენს ფული არ დაუდია და არგეკუთვნისო”… სტატიაში წერია – “მშობლის შვილს სხვა მშობლებლებმა საერთო ფულით ნაყიდი ტორტი ჯერ არუწილადეს, მერე კი დააყვედრეს – ეგ ტორტი მასწავლებლისთვის აგროვებული ფულით ვიყიდეთ, დედაშენს კიფული არ დაუდია და არ გეკუთვნისო”…

თითქმის, ანალოგიური სიტუაცია მოხდა ჩემი და ჩემი

შვილის თავს და ვფიქრობდი, დამეწერა თუ არა ახლა ეს… ხოდა, მოკლედ, გადავწყვიტე დავწერო.
ხაზს ვუსვამ, რომ ეს ამბავი მოხდა მაშინ, როცა ჩემი შვილი ბაღში დამყავდა, ანუ სადღაც 5–6 წლის წინ და კიდევ: ამშემთხვევაში, მშობლები არა, მაგრამ ჯგუფის მასწავლებელი იყო შუაში…

მოკლედ, ერთ დღეს ვიგებ, რომ 10–10 ლარი უნდა აგვეგროვებინა მშობლებს იმისათვის, რომ პატარა ტელევიზორიგვეყიდა და ბავშვებს ბაღში მულტფილმებისთვის ეყურებინათ. არ მახსოვს, ეს ინიციატივა მშობლებისგანწამოვიდა, თუ მასწავლებლებისგან, მაგრამ ასეთი სიტუაცია იყო.

ამ ინიციატივის კატეგორიული წინააღმდეგი წავედი: ბავშვი ბაღში იმიტომ დადის, რომ ითამაშოს, განვითარდეს, აქტივობებით იყოს დაკავებული და არა იმიტომ, რომ ტელევიზორს უყუროს–მეთქი. წამოვაყენე ახალი იდეა: დაგვედო ის 10–10 ლარი, მაგრამ ტელევიზორის ნაცვლად, სათამაშოები, სხვადასხვა სახის გასართობები გვეყიდაბავშვებისთვის. მიუხედავად იმისა, რომ ჯგუფში სათამაშოები ისედაც საკმარისი იყო, ვფიქრობდი, რომ ეს უფროსწორი იქნებოდა, ვიდრე ტელევიზორის ყიდვა.

ჩემს იდეას მხარი არავინ აუბა. ერთადერთი მშობელი აღმოვჩნდი, ვინც ხმამაღლა გავაპროტესტე ეს ამბავი და თუმაინც და მაინც ბავშვების გართობაზე ვფიქრობდით, სათამაშოები გვეყიდა მათთვის – ამის წინააღმდეგი არ ვიყავიდა არც ის 10 ლარი დამაქცევდა.

იმ დღის მერე არავის აღარაფერი არ უთქვამს ჩვენთვის. ჩავთვალე, რომ გადაიფიქრეს ფულის აგროვება დატელევიზორის ყიდვა, მაგრამ…

ერთ დღესაც ბავშვი რომ ბაღიდან გაიყვანა დედაჩემმა და მე სახლში რომ მივედი, ასეთი ამბავი დამხვდა: თურმეაუგროვებიათ 10–10 ლარი, თანხა ყველა მშობელს დაუდია და გამონაკლისი მხოლოდ მე აღმოვჩნდი.

უყიდიათ ტელევიზორი, შეუტანიათ ჯგუფში და როცა მასწავლებელმა მულტფილმები ჩაურთო ბავშვებს, ჩემისთვის უთქვამს – დედაშენს არ დაუდია ფული, ამიტომ შენ მულტფილმებს არ გაყურებინებთო…

ჯგუფში შესასვლელი კარი გაუღია (შიგნიდან იღებოდა), მოუკიდია ხელი ბავშვისთვის და ამ კარს უკან დაუსვამსსკამზე… ანუ ბავშვი ასე კარს უკან მჯდარა მთელი ის პერიოდი, რა პერიოდიც სხვა ბავშვები მულტფილმებსუყურებდნენ და უყურებდა მხოლოდ მის ცხვირწინ აფარებულ კარს… დედაშენმაო არ დადო 10 ლარი და მაგიტომ იჯექი ახლა მანდო… აი, ასე…
loading...

ხომ კარგად ხვდებით, მე იქ რა ამბავს ავწევდი…
ხომ კარგად ხვდებით, რომ არავის ვაპატიებდი ამას…

ისეთი სკანდალი ავტეხე, რომ რა ვიცი… და მხოლოდ რამდენიმე მშობელმა დამიჭირა მაშინ მხარი –დანარჩენებიიმ მასწავლებელს ამართლებდნენ… ოღონდ რაში და რატომ, ვერაფრით ვერ გავიგე დღემდე…

საბედნიეროდ, ბაღის დირექტორი შესანიშნავი, არაჩვეულებრივი ადამიანი იყო და არის, სასწრაფოდ მიიღო ზომები–ბავშვი სხვა ჯგუფში გადავიყვანე, მასწვლებელს სერიოზული გაფრთხილება მისცეს და სიტუაციაც დალაგდა.

მაგრამ რაც მე მაშინ გამოვიარე… ახლაც თვალწინ მიდგას ბავშვის ცრემლიანი თვალები –დედიკო, მე დღეს მულტფილმებს არ მაყურებინეს, კარის უკან დამსვესო…

ხოდა, ის სტატია რომ წავიკითხე, რაც ზემოთ მოკლედ დავწერე, ყველაფერი ხელმეორედ გავიარე და განვიცადეახლა… მაშინ კი, ამ ამბის გასაჯაროებისგან და გატელევიზორებისგან თავი მხოლოდ იმიტომ შევიკავე, რომ ბაღს არაჩვეულებრივი დირექტორი ჰყავს, ძალიან დიდ პატივს ვცემ მას და გულწრფელად ვამბობ, რომ იშვიათია, ასეთი ხელმძღვანელი ჰყავდეს საერთოდ რომელიმე საბავშვო ბაღს…

პ.ს. – როცა გამწარებული მთელ ხმაზე ვყვიროდი და მასწავლებელს ვეჩხუბებოდი, კიდე აქეთ თვალებს მიქაჩავდადა მე გამოვყავდი ისტერიჩკა… ახლა ამ მაგიდას თავზე გადაგალეწავ–თქო, რომ ვუთხარი, მერე იკადრა და გაჩუმდა, მარა “დამემუქრა” პატრულს გამოვიძახებო“

ყველა მშობელმა უნდა დაიცვას თავისი შვილის ინტერესები, რადაც არ უნდა დაუჯდეს ეს! ამოიღეთ ხოლმე ხმა, თუკი თქვენს შვილს ვინმე ჩაგრავს და ნუ შეგეშინდებათ იმის, რომ “ისტერიჩკად” გამოგიყვანენ – მთავარი ბავშვისინტერესები, მისი უფლებები და კარგად ყოფნაა! სულ უნდა გახსოვდეთ ეს.”

 

👍 ლაიქების მომატება ფოტოზე - უფასოდ გვესტუმრეთ

loading...