„გადაადგილება არ შემიძლია“ - 9 წლის გოგონას მკვლელობაში ბრალდებული მოსამართლემ სიცრუეში გამოიჭირა

image
  • 4 036
9 წლის ნანიკო ბერიაშვილის მკვლელობაში ბრალდებული იაგო ნებიერიძე მოსამართლემ სიცრუეში გამოიჭირა.

დღევანდელ სასამართლო პროცესზე ბრალდებული ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების საბაბით არ გამოცხადდა, თუმცა იაგო ნებიერიძის ჯანმრთელობის მდგომარეობა შესაბამისი სამსახურის მიერ გადამოწმდა და გაირკვა, რომ ის აბსოლუტურად ჯანმრთელია. ამის შესახებ განცხადება სასამართლო პროცესზე თავად მოსამართლემ გააკეთა.

„გაირკვა, რომ ის აბსოლუტურად ჯანმრთელია და არავითარი ჩივილი არ აღენიშნება. დღეის მდგომარეობით სასამართლოს არავითარი ობიექტური მიზეზი არ აქვს, რომ სხდომა გადადოს, რადგან მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ნორმალურია. სასამართლო მიიჩნევს, რომ ბრალდებული არასაპატიო მიზეზით უარს აცხადებს პროცესში მონაწილეობაზე. სასამართლო მიიჩნევს, რომ ის თავს არიდებს სასამართლოში გამოცხადებას", - აღნიშნა მოსამართლე ლევან დარბაიძემ, რომელმაც სასამართლო პროცესის დაწყების წინ იაგო ნებიერიძის მიერ გამოგზავნილი განცხადებიდან ციტირება მოახინდა.
loading...
განცხადებაში ნებიერიძე აღნიშნავს, რომ „თავს გრძნობს შეუძლოდ, აქვს თავბრუსხვევა, არ შეუძლია გადაადგილება“.

„მინდა ჩემი სიტყვებიც ვთქვა, თქვენს მიერ დასმულ კითხვაზე გულწრფელად", - მიმართა მოსამართლეს ბრალდებულმა წერილობითი განცხადებით.

შეგახსენებთ, რომ გორში 9 წლის ნანიკო ბერიაშვილი 2018 წლის 25 ოქტომბერს გაუჩინარდა. მისი ცხედარი სამართალდამცავებმა მდინარე ლიახვის პირას რამდნეიმე საათიანი ძებნის შემდეგ იპოვეს. საქმეზე ბრალებულის სახით დააკავეს 33 წლის იაგო ნებიერიძე, რომელიც მეზობლად მდებარე სახლში სარემონტო სამუშაოებს ასრულებდა. მას თავდაპირველად ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლით წარუდგინეს, რაც დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილ განზრახ მკვლელობას გულისხმობს, ექსპერტიზის დასკვნის შემდეგ კი ბრალი 138-ე მუხლით დაუმძიმდა, რაც არასრულწლოვნის მიმართ სექსუალურ ძალადობას გულისხმობს.

 

👍 ლაიქების მომატება ფოტოზე - უფასოდ გვესტუმრეთ

loading...