ექიმები დიაგნოზს ვერ უსვამენ, ერთი თვალი სახეცვლილი აქვს... - ვანო მერაბიშვილის ადვოკატი

image
  • 828
სპეციალური პენიტენციური სამსახური შს ყოფილი მინისტრის ვანო მერაბიშვილის ადვოკატის გიორგი ჩივიაშვილის განცხადებით, მერაბიშვილს იგივე სიმპტომები აქვს, რაც დაახლოებით ერთი კვირის წინ ჰქონდა.

მისი თქმით, ის ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ არის, თუმცა სრულყოფილ დიაგნოზს ვერ უსვამენ.

"ისევ იგივე მდგომარეობაშია ეს ადამიანი. უამრავი ვერსია არსებობს, მაგრამ არ ვიცით რა ჭირს. ექიმებს სხვადასხვა ვერსია აქვთ და სრულყოფილი დიაგნოზი არ ვიცით. სიმპტომები იგივე აქვს: სასუნთქი გზების გართულებული პრობლემა, შეშუპება, ერთი თვალის განსაკუთრებული სახეცვლილება ანუ აბსოლუტურად სხვანაირად აქვს გუგები. ასევე, ხერხემალზე აქვს პრობლემები. ყველა სიმპტომი იგივე აქვს, თუმცა ვერ ვიგებთ რა ჭირს ამ ეტაპზე. ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ არის ისევ", - განუცხადა "პრაიმტაიმს" ადვოკატმა.
loading...
ცნობისთვის, 13 სექტემბერს, ვანო მერაბიშვილი ჯანმრთელობის გაუარესების გამო კლინიკაში გადაიყვანეს, თუმცა ბადრაგის თანხლებით თბილისის ერთ-ერთი კლინიკიდან ე.წ. მატროსოვის ციხეში ღამითვე დააბრუნეს.

მოგვიანებით, სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრომაც გაავრცელა ინფორმაცია, რომ მერაბიშვილის სიცოცხლეს და ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება.

 

loading...