"შავ ჩოხოსნებმა ხელში აიყვანეს და ფარფატით წაიყვანეს გაყინული დედოფალი...ის მკდარიც კი ულამაზესი იყო..."

image
  • 3 264
ბათუმში გარდაცვლილ 29 წლის მელანო ფუტკარაძის ხსოვნას ფეისბუქის მომხმარებელი ნარგიზა ბერიძე სოციალურ ქსელში ემოციურ პოსტს უძღვნის.

"ჰეი, კუზიანო დედამიწავ! ჩაიბარე ჩვენი საპატარძლოდ გამზადებული მძინარე მზეთუნახავი! - დაიჭექა გამოსათხოვარ სიტყვაში ჭირისუფალმა... ეს იმდენად ემოციური სიტყვები იყო, წამით გაიყინა ალბათ დედამიწა.

შავ ჩოხოსნებმა ხელში აიყვანეს და ფარფატით წაიყვანეს გაყინული დედოფალი...ის მკდარიც კი ულამაზესი იყო.

გვერდით ნეფე და მეჯვარეები მიყვებოდნენ. უკან საქორწინოდ გამზადებული, ბაფთებით მორთული მანქანა, ზღვა ხალხით... რამოდენიმე წუთით გადაიკეტა ბათუმის ქუჩები, გზა ბაგრატიონიდან გორკის

ბოლომდე ვერ იტევდა შავი ქორწილის ესკორტს...

ნეფეს დედოფალი თავის სახლში მიჰყავდა....

ამინდიც შესაფერისი იყო, ცივი და მოქუშული....

და მაინც, რამდენ ტკივილს იტევ, დედამიწავ????!

მილას და ბექას

ჩამოიშალა გრძნობის მანტია
loading...
სევდამ სამყარო ვერ დაიტია,

უსასრულობის ზანტი ქარია

ღმერთმა სიცოცხლე არ მაპატია...

დრო გაჩერდა თუ ისევ მარტია

რად მიმრავლდება სულში დარდია

ზეცა ატირდა, თუ კვლავ დარია

სპეტაკ სიყვარულს რად მამადლიან...

უშენოდ გზები ლოცვად მივლია...

მინდა მათბობდეს შენი სხივია,

როგორ მაკლიხარ, ყველგან ნისლია

ჩემი ხელები ისევ ცივია...

ხელი გაგიშვი, თუმცა შენია

არ დაგავიწყდეს სადაც გელიან,

თუ სიყვარული სხვისი ხვედრია

"იებს ნუ მიუტან, იები ჩემია"....

/ნ. ბერიძე/

loading...

მსგავსი სიალხებეი