ფინანსური ჰოროსკოპი: ვინ გამდიდრდება აპრილში და ვინ აღმოჩნდება ფინანსურ კრიზისში?

image
  • 4 788
გაინტერესებთ რომელ ზოდიაქოს ნიშნებს სწყალობს ყველაზე მეტად ვარსკვლავები? გაეცანით აპრილის ფინანსური პროგნოზს ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის.

ვერძი

შესანიშნავი დროა  საკუთარი შესაძლებლობების გამოსავლენად. იყავით მიზანსწრაფული, გაჩნდება ბევრი ახალი შანსი, რომ სამსახურში მოწინავე პოზიციებზე გადაინაცვლოთ. მტრულად განწყობილი კოლეგები თქვენთან ერთად ახალი საქმის წამოწყებას მოინდომებენ. არ შეუშინდეთ რისკს, გადადგით სასურველი ნაბიჯი ბიზნესურთიერთობების გასაუმჯობესებლად, დროა აისრულოთ სურვილები.

კურო
ფინანსური კუთხით აპრილში გამოცდის ჩაბარება გელით, ხშირად აღმოჩნდებით კრიტიკულ სიტუაციებში, ფულის ყადრის საოცარი უნარი უნდა გამოავლინოთ. ერიდეთ გრძელვადიან კრედიტებსა და ვალებს. ნუ ჩავარდებით სასოწარკვეთილებაში, ეს დიდხანს არ გაგრძელდება ისწავლეთ დროის სწორად განაწილება, რომ თქვენი შრომა უფრო მეტად დაფასდეს. თუ საკუთარ ინტუიციას მოუსმენთ, საბოლოოდ ყველაფერი თქვენს სასარგებლოდ წარიმართება.

ტყუპი
აპრილში შანსი გაქვთ მნიშნელოვნად გაიმჯობესოთ ბიუჯეტი, დაესწარით შეხვედრებსა და პრეზენტაციებს,იყავით ორიენტირებული ბიზნესის წამოწყებაზე, გამოიჩინეთ ინიციატივა თავად შეცვალოთ საკუთარი დღის წესრიგი და ვარკვლავებიც დახმარების ხელს გამოგიწოდებთ. ის ტყუპი, ვინც მთელი თვის განმავლობაში თავდაუზოგავად იშრომებს, აპრილის ბოლოს უძრავ ქონებას შეიძენს.

კირჩხიბი
მზად იყავით ახალი ცხოვრების დასაწყებად. თქვენი საქმე, ჯილდოები და პრესტიჟი ცხოვრების გზაზე მეგზური გახდება. ბიზნესს თუ პასუხისმგებლობით მოეკიდებით, ახალი გზა თავისითვე გაიხსნება მის გასაუმჯობესებლად, გამოჩნდებიან ადამიანები, რომლებიც თქვენს მიმართ უკმაყოფილებას გამოხატავენ ამ მდგომარეობამ არ დაგაბრკოლოთ, გააკეთეთ მაქსიმუმი, საბოლოოდ მიიღებთ მაინც იმას, რასაც იმსახურებთ.

ლომი
აპრილში გარე კავშირები უფრო მეტი სარგებელს მოგიტანთ. მოგზაურობა შანსს მოგცემთ შეხვდეთ ისეთ ადამიანებს, რომლებიც თქვენს შეხედულებებს გაიზიარებენ. შესაძლებელია, გარკვეული იმედგაცრუებაც შეგხვდეთ, თუმცა აპრილში ვარსკვლავები გეხმარებათ, რომ გაიზარდოთ როგორც ინტელექტუალურად, ასევე ფინანსურად. გაატარეთ დრო ისეთ ადამიანთან, რომელიც დაგეხმარებათ პრიორიტეტების ჩამოყალიბებაში.
loading...
ქალწული
დადგა დრო გამოავლინოთ ფინანსური საკითხების მოგვარების უანარი, ქალწულების ნაწილი აპრილში მემკვიდრეობას მიიღებს. ფული საკუთარი უნარების განვითარებაში ჩადეთ, გააფართოვეთ თქვენი ცოდნა თანამედროვე მეთოდებით მომავალში განვითარებული
უნარები საუკეთეო ინვესტიციად გექცევათ. აპრილში სტაბილურობა და მატერიალური შემოსავალი გარანტირებული გაქვთ.

სასწორი
ვარსკვლავები გაფრთხილებთ! თვის განმავლობაში ყურადღებით იყოთ სამსახურში. შეიმუშავეთ მოქმედების მკაფიო გეგმა, მოდუნების შემთხვევაში თქვენს ბიზნესს კრახი ელის. არავის ანდოთ საკუთარ მატერიალური მდგომარეობაზე ზრუნვა. რთული დღეების მიუხედავად მოიკრიბეთ ძალები, რომ თავადვე გადაანაწილოთ ვალდებულებები. გამოიყენეთ საკუთარი უნარები თქვენი ბიზნესის გასამყარებლად.

მორიელი
ნუ გაანებივრებთ საკუთარ თავს არასაჭირო შენაძენებით. აპრილში მორიელებს ხელმომჭირნეობა მართებთ. აპრილის თვის დასაწყი ფინანსური სირთულეები სტრესულ მდგომარეობაში ჩაგაგდებთ. ფული მხოლოდ საჭირო ნივთებზე დახარჯეთ. ნუ გაგიკვირდებათ ხელფასის დაგვიანებული ჩარიცხვა. ეცადეთ, მშვიდად შეხვდეთ ამ ფაქტს.

მშვილდოსანი
დროა, მიუბრუნდეთ მივიწყებულ პროექტებს და ახალი კუთხით განავითაროთ. აპრილი პროდუქტიული იქნება მუშაობის თვალსაზრისით. ფულადი შემოსავლის ზრდა თქვენს მონდომებაზეა დამოკიდებული. შუა რიცხვებში მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების წინაშე აღმოჩნდებით, სწორი არჩევნის გაკეთების შემთხვევაში ფინანსური სარგებელი გარანტირებული გაქვთ.

თხის რქა
ზოდიაქოს ამ ნიშნის წარმომადგენლებს აპრილში ფულის გამომუშავება გაუჭირდებათ. მოიმარაგეთ სახსრები და დრო სწორად გადაანაწილეთ. ენერგია უსარგებლოდ არ გაფანტოთ. ნუ აურევთ ერთმანეთში პირად ურთიერთობებსა და ფინანსებს. ამ თვეში თავი შეიკავეთ საქმიანი გარიგებებისგან. მოიძიეთ ახალი პარტნიორები სოციალური ქსელის საშუალებით, არ აქვს მნიშვნელობა ვის შეხვდებით მომდევნო თვეების განმავლობაში, გექნებათ საიმედო ბაზა საკუთარ ოჯახში.

მერწული
ახლავე გაუზიარეთ იდეები ოჯახის წევრებს. აპრილში თქვენს ცხოვრებაში ყველაზე მნიშვნელოვანი ეტაპი დგება, ახალ გარემოში ადაპტაციისთვის დიდი ენერგია და მოთმინება დაგჭირდებათ. სამსახურში არავის არ გაანდოთ თქვენი გეგმები, შესაძლოა თქვენს იდეას დაეპატრონონ. ამ შემთხვევაში უსიამოვნება და ზარალი გელით.

თევზები
წინ დიდი საქმეები გელოდებათ, უმეტესობა ფინანსურ სარგებელს გპირდებათ გამოიმუშავებთ ბევრ თანხას და დანახარჯი გაცილებით ცოტა იქნება, თუ ბიზნესის ახლა გზას ეძებთ, არ დააყოვნოთ, საკუთარი გადაწყვეტილებების მხარდამჭერი თავადვე უნდა გახდეთ. დროა, ცოდნა პრაქტიკაში გამოავლინოთ, იარეთ წინ და რჩევები მხოლოდ სანდო ადამიანებისგან გაითვალისწინეთ.

 

loading...