დაპირისპირება - „იქნებ შემარგოთ და თქვენ გარდაცვლილ მამაზე არ მიწეროთ ტექსტები“

image
  • 957
„იბერიის“ საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელმა, ვახო ხუზმიაშვილმა სოციალურ ქსელში თავისი ახალი ბინის ფოტოები გამოაქვეყნა. უამრავ მილოცვას რეჟისორი, ქეთი დოლიძეც შეუერთდა და აქვე პრეტენზიები გამოთქვა ჟურნალისტის ერთ-ერთი ეთერის მიმართ, სადაც ვახოს სტუმარი ლეიბორიოსტების ლიდერი, შალვა ნათელაშვილი გახლდათ. ქეთი დოლიძესა და ვახო ხუზმიაშვილს შორის ასეთი დიალოგი გაიმართა.

- პირველ რიგში გილოცავთ, თან ერთი რამ მინდოდა მეკითხა, თქვენა "რეიტინგულმა", საყვარელმა რესპოდენტმა, ავყია ნათელაშვილმა, ჩემს მამას რომ საშინელებები დააბრალა, ამის დასასაბუთებელი მასალა თუ მოგიტანათ, თუ რაც მეტი ნრგატივია, მით მეტი მაყურებელი გყავთ?! იქნებ მისი სასახლეც გეხილატ დუშეთში და ორი ვილა, საფრანგეთსა და აშშ-ში! როცა გინდათ, ჩარლი როუზი მაინც იყოთ, ასეთი რამის დამამტკიცებლი საბუთების შემგროვებელიც უნდა გყავდეთ! სხვანაირად ეს არის ბინძური ჭორების და ცილისწამების გამავრცელებელი ტელევიზია! ესაა და ეს! როცა სახლში დალაგდებით, ამაზე იფიქრეთ!

- ქალბატონო ქეთი აქ ეგ რა შუაშია????? და ისე ნუ გიხარიათ „იბერიას“ ამბები. გადავწყდი თქევნს კომენტარს და არ დაიხურება „იბერია“. რაც შეეხება შალვა ნათელაშვილს ეგ თქვენ გაარკვიეთ ერთმანეთში. ხო და კიდე, რამე რომ მოგინდებათ თქვენ საყავრელ არხებს მიმართეთ. თქვენ ჩვენ ძვირფას ეთერს არასოდეს აღარ დაგითმობთ.

-  მე არც გამხარებია "იბერიის" ამბავი და არც არსად არსებობს კომენტარი ასეთი! არასდროს გამიკეთებია! საყვარელი არხები საერთოდ არ გამაჩნია და არც არსად დავდივარ დიდი ხანია! მე მგონია, როდესაც წამყვანთან არაკაცი, ჩემს გარდაცვლილ და სრულიად სპეტაკი ცხოვრებით განვლილ ადამიანზე ლაპარაკობს, მინიმუმ უნდა კთხოთ, ამის დამამტკიცებელი რაიმე საბუთი თუ გაგაჩნიათ-თქო! ვერ ექნება, რადგან მწერლებისგან და თეატრის ზოგიერთი მოღვაწისგან განსხვავებით, კინენამოგრაფისტებმა სიფთა გამოიარეს 37 წელი! ეს უტყუარი ჭეშმარიტებაა და ამით მუდამ ვიამაყებ! არაკაცი ნათელაშვილი კი არის უბინძურესი პიროვნება, რომელიც საზოგადოების ყველაზე გამწარებულ ფენაზე მუშაობს და მიშიკოს დავალებით, კი, ნაცებზე!!!!

- ნამდვილად წავიკითხე!!!! ხო თქვით სასამრთლოს მივმართავო ??? ხო და მიმართეთ მე რეპოდენტს პირზე ხელს ვერ ავაფარებ.....

- შალვა ნათელაშვილმა თავის დუშეთის სასახლეს მიხედოს, მე კი, მამაჩემის მემორიალური ბინის გარდა, დედამიწის ზურგზე არაფერი გამაჩნია! რეესტრში გადაამოწმეთ, უსინდისო, ბინძურო ადამიანო!

- და აქ ჩემს სახლზე ვსაუბრობთ და იქნებ შემარგოთ და თქვენ გარდაცვლილ მამაზე არ მიწეოთ ტექსტები.

-  დამიკოპირეთ და გადმომიგზავნეთ ერთი, რა წაიკითხეთ! ჟურნალისტი მხარე არ უნდა იყოს! თქვენ - ხართ! "გარდაცვლილ მამაზე" არ მიწეროთ ტექსტები" - დიდი კაცობაა! ყოჩაღ!...
loading...

- მთელი ცხოვრება მხარე ხართ და რამე გიკვირთ?

- მე ჟურნალისტი არ გახლავართ! ეს კი დიდი სხვაობაა! მე მხარე არა ვარ! მე უტიფრებს და მატყუარებს ვებრძვი მთელი ცხოვრებაა და ასე გავაგრძელებ! ღამე ნებისა!

- უი ფინანსთა მინისტრი იყავით, 5 მილიონს რომ პირდებოდით?

- და ბოლოს, ვინაა შალვა ნათელაშვილი, ეს არარაობა, მიშას რომ მიყიდა საკრებულოს თავმჟდომარეობა, რომ მე მაგას ველაპარაკო! არაკაცებს და სულით ცვედანებს მე არ ველაპარაკები! მშვიდობით!

- ნახვამდის!

- საცოდავო ადამიანებო! სადაც ვიყავი, იქ ვიქნები მუდამ და ადამიანების სიყვარული მე არ მაკლია! ჩემთვის ისიც კმარა, როგორ მხვდება ხალხი და მეფერება! თქვენნაერები კი უმცირესობაა, თქვენნაირი დაბოღმილი და ბოროტი! ამიტომ სიამოვნებით გვლოკავთ და ერთმანეთს უზიარეთ ეგ სიბოროტე! აი, როგორ მეცოდება თქვენნაირი უბედური და შეუმდგარი ხალხი!

 

loading...

მსგავსი სიახლეები