9 აპრილის ტრაგედიას შეწირული 21 გმირი ! - დამოუკიდებლობისთვის ბრძოლის სისხლიანი დღე

image
  • 315
1989 წლის 9 აპრილის მოვლენებიდან 30 წელი გავიდა. ეს დღე საქართველოს უახლეს ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე ტრაგიკული დღეა. 9 აპრილს ქართული საზოგადოება საქართველოს დამოუკიდებლობას და საბჭოთა იმპერიის რეჟიმიდან გათავისუფლებას ითხოვდა.
loading...
დღეს 1989 წლის 9 აპრილის მოვლენებიდან, 30 წელი გავიდა.

1989 წლის 9 აპრილი დიდ ტრაგედიისა და ამასთან ერთად დიდი გამარჯვების დღეა. ამ დღეს საზოგადოებრივი ერთიანობის შეგრძნება ყველაზე მეტად იგრძნობოდა, როდესაც ათასობით ადამიანი საქართველოს დამოუკიდებლობას და თავისუფლებას მოითხოვდა, თუმცა საბჭოთა ხელისუფლების გადაწყვეტილებით, თავისუფლების მოთხოვნით შეკრებილი ადამიანები სასტიკად დაარბიეს და დილის 4 საათზე, კრემლის მითითებით რუსთაველის გამზირზე- საბჭოთა არმიის მძიმე ტექნიკა, შემდეგ კი ძერჟინსკის დივიზიის, დესანტისა და შინაგანი ჯარის სპეცრაზმელები გამოჩნდნენ, რასაც უდანაშაულო და თავისუფლებისთვის მებრძოლი 21 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, 4 ათასზე მეტი დემონსტრანტი კი სხვადასხვა სახის ტრამვით საავადმყოფოში მოათავსეს. საბჭოთა ჯარისკაცები მშვიდობიან მომიტინგეებს ორლესული ნიჩბებითა და მხუთავი აირით უსწორდებოდნენ. კრემლის მითითებით მიტინგის დარბევა მოხდა ამავე ღამეს ტელევიზიასთან, სადაც ეროვნული მოძრაობის ლიდერთა ერთ ნაწილთან ერთად ასევე მშვიდობიანი მოქალაქეები იყვნენ შეკრებილი. 9 აპრილის ღამეს დარბევის წინა წითებში ეროვნული მოძრაობის ლიდერებთან ერთად მომიტინგეებთან იმყოფებოდა სრულიად საქართველოს კათოკოლის-პატრიარქი ილია მეორე, რომელმაც აქციის მონაწილეებს მიმართა, რომ საშიშორება იყო რეალური და სთხოვა ქაშუეთის ეკლესიაში გადასულიყვნენ და ელოცათ.

21 გმირი, საბჭოთა რეჟიმის, დაუნდობელ და სასტიკ დარბევას შეეწირენ. ეს ადამიანები თავისუფლებასა და სამშობლოს დამოუკიდებლობისათვის იბრძოდნენ.

ეს გმირები არიან: ადამია აზა, 22 წლის; ბაშალეიშვილი ეკა, 16 წლის; ბეჟანიშვილი ეკა, 16 წლის; გიორგაძე ნატო, 23 წლის; დოლიძე თამუნა, 28 წლის; ენუქიძე თინა, 70 წლის; თოიძე ნინო, 25 წლის; კიკვიძე ზაირა, 61 წლის; ლოლაძე მანანა, 33 წლის; მამულიშვილი თამარი, 50 წლის; მეტრეველი ვენერა; ნოზაძე მამუკა, 22 წლის; სამარგულიანი ნანა, 41 წლის; ქვასროლიაშვილი შალვა; ჭყონია-სამარგულიანი მარინა, 31 წლის; ჭიპაშვილი ელისო, 25 წლის; ჭოველიძე თამარი, 16 წლის; ჯანგირაშვილი ნოდარი, 40 წლის; ჯინჭარაძე მზია, 43 წლის; მელქაძე მანანა 23 წლის; ქარსელაძე გია, 25 წლის;






















 

loading...